საუკეთესოს არ დაელოდოთ, ახლავე დაიწყეთ!


როდესაც ოცნება გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ  ლტოლვა გვაქვს მის მიმართ, როდესაც ლტოლვა გვაქვს –  იმისკენ მივისწრაფით, რომ ყველაფერი საუკეთესოდ გამოგვივიდეს.  ამას ვეძახით სრულფასოვნებისკენ სწრაფვას.

ხშირად, როდესაც მიზნები გვაქვს, გვინდა, რაც შეიძლება მცირე დროში  მივაღწიოთ მას. მაქსიმალისტები ვართ. გვაქვს ხოლმე იდეა, რომელსაც საკუთარი ან სხვისი ცხოვრების შეცვლა შეუძლია, მაგრამ მაინც ვფიქრობთ: „სრულფასოვნად რომ ვერ გამომივიდეს?“  და ამაზე ფიქრთან ერთად დრო გადის და გადის.  სანამ  რაიმე ხელშემწყობი  ფაქტორი არ გამოგვიჩნდება, მის განხორციელებაზე არც კი ვფიქრობთ.  უფრო მეტს  და მეტს ველოდებით და ერთ დღეს კი აღმოვაჩენთ, რომ იმ   ჩვენი იდეის იმპლემენტირების შედეგად,  ვიღაცამ შედეგი უკვე მიიღო და  ვნანობთ ხოლმე.  ვამბობთ: „ეჰ, მეც მქონდა მსგავსი იდეა, მაგრამ ვერ დავიწყე განხორციელება“.

როგორ ხდება  ხშირად  სრულფასოვნებისკენ სწრაფვა ჩვენი უდიდესი მტერი?

თავდაპირველად, იდეა ჩვენს გონებაში ხანგრძლივი ფიქრის შემდგომ მოდის.  ამ დროს საკმარისი ინფორმაცია კი არ გვაქვს ხოლმე.   ხშირად ეჭვებიც გვაწუხებს და ყველაზე უარესი ის არის, რომ ამ ყველაფრის   გაკეთება თავდაპირველადვე სრულფასოვნად გვინდა. არა, ეს შეუძლებელია. ეს ამბიცია, რომ „ამას საუკეთესოდ გავაკეთებ“ ხშირად  გვაჩერებს და გვაფერხებს, სანამ კეთებას დავიწყებდეთ.   ან უკვე, როდესაც  რაღაცის კეთება დაიწყეთ და ამ პროცესში გაანალიზე, რომ  უკეთესად შეგიძლია ამის გაკეთება, თქვენ  საქმიანობას წყვეტთ და ამბობთ, რომ ხვალ უკეთესად გააკეთებთ. შემდგომ გავა რამდენიმე დღე და ინტერესსაც დაკარგავთ ამ იდეის მიმართ, რომელიც შესაძლოა, წინაპირობა ყოფილიყო თქვენი ოცნების ასრულებისა.

როგორ უნდა მოვიშოროთ  სრულფასოვნებაზე და საუკეთესოზე ფიქრი?

როდესაც რაიმეს სრულფასოვნად გაკეთება გსურთ, ამას რა ჯობია, მშვენიერი სურვილია.  როგორც შეგიძლიათ, ისე  გააკეთეთ ყველაფერი, მაინცდამაინც საუკეთესოდ შესრულებაზე არ ორიენტირდეთ  და კეთება არ შეწყვიტოთ იმიტომ, რომ მისი სრულფასოვნად გაკეთება არ შეგიძლიათ.  გადადგით ეს ნაბიჯი და გააგრძელეთ შეცნობა.  ამ პროცესში კი უკეთეს შედეგს მიიღებთ, დამიჯერეთ.

„იმისკენ უნდა მიისწრაფვოდე, რომ გაუმჯობესება გააგრძელო, ნაცვლად  მისი სრულფასოვნად გახდომისა“.

სრულფასოვნება? მასზე ყველა ფიქრობს. როდესაც ახლანდელ სამუშაოს შევიცვლი, ჩემს ოცნებას ავიხდენ.  როდესაც ბევრ ფულს ვიშოვი,  ჩემს ბიზნეს დავიწყებ. როდესაც გამომიჩნდება საკმარისი დრო, სავარჯიშოდ წავალ.  როდესაც ნაკლები პასუხისმგებლობები მექნება, ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას დავიწყებ.

შეწყვიტეთ ასე ფიქრი!

კარგი! ყველაფერი კარგადაა, არა უშავს,  რომ საუკეთესოდ ვერ გამოგივიდათ. გააგრძელეთ სწავლა:

  • ინტერვიუზე ვიყავით და წარმატებით ვერ ჩაირა.
  • ახლახანს დავბრუნდი მოგზაურობიდან, მაგრამ რაღაც არ ვარ კმაყოფილი, უფრო მეტი ადგილის ნახვა მინდოდა.
  • ფილმის საყურებლად ვიყავით წასული, დიდი მოლოდინები გვქონდა, მაგრამ არ გაგვიმართლდა.

არა უშავს, არა უშავს, რომ ასე მოხდა ეს ყველაფერი.

ხშირად,  ბოლოს იმედგაცრუებულები ვრჩებით.  ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს.  ცხოვრება  მშვენიერია, რადგან ის მოულოდნელია.  ხანგრძლივი ბედნიერების საიდუმლო ცხოვრების  მოგზაურობისგან სიამოვნების  მიღებაშია. როგორც  ეუგენ დელაკროიქსმა თქვა–„ვინც მიზნად სრულფასოვნებას ისახავს, ვერაფერს მიაღწევს ცხოვრებაში“.

მაშასადამე, არა უშავს, თუ საუკეთესოდ ვერ მღერით, არა უშავს, თუ სრულფასოვნად ვერ აკეთებთ რაღაცას.  განაგრძეთ სვლა, ისიამოვნეთ ცხოვრებით.


თარგმანის ავტორი: მარიამ გიორგობიანი.

ბიბლიოგრაფია: https://visionshine.com/dont-wait-for-perfection/

| გააზიარე
მოგწონთ?