4 ნიშანი, რომ თქვენ მაღალი ემოციური ინტელექტი გაქვთ


ემოციური ინტელექტი არის საშუალება იმისა, თუ როგორ აკონტროლებთ ემოციებს. გზა იმის, თუ როგორ გამოხატავთ, გესმით და აღიქვამთ ყველაფერს თქვენ გარშემო.

ემოციური ინტელექტის მართვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რაც უფრო შეიცნობთ საკუთარ თავს, მით უფრო უკეთესი გონებრივი განვითარება გექნებათ და დახვეწილი სოციალური ქცევებიც ჩამოგიყალიბდებათ.

დამტკიცებულია, რომ ემოციური ინტელექტის ქონა სასარგებლოა ყველანაირ გარემოში - სამუშაოზე, სკოლაში თუ სახლში, თუნდაც უბრალოდ მეგობრებთან ერთად ატარებდეთ დროს.

თუ გსურთ, გაიგოთ რამდენად არის თქვენში ემოციური ინტელექტი, ამაში დაგეხმარებათ ეს ოთხი ნიშანი.

 

1. ფიქრობთ თქვენს რეაქციებზე 

გარემოებებთან დაკავშირებით რეაქცია შეიძლება იყოს როგორც კარგი, ასევე ცუდი. ემოციები შეიცავენ იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც სასარგებლოა პირადი და სოციალური ფუნქციონირებისთვის - მაგრამ ხანდახან  შესაძლოა ემოციებმა ნეგატიური შედეგი გამოიღოს. 

ადამიანების იმ კატეგორიას, რომლებსაც ნაკლებად შეუძლიათ ნეგატიური ემოციები არეგულირონ, ძნელად აქვთ კონტაქტი სოციუმთან - რომელიც ხშირ შემთხვევაში იწვევს დეპრესიას. ადამიანები, რომლებსაც აქვთ დეპრესიის მძიმე ფორმა, ვერ იკავებენ ემოციებს და მათი გაგებაც რთულია. 

 

2. სიტუაციებს ისე იღებთ, როგორც გამოწვევას

თუ შეგიძლიათ ნეგატიური ემოციების ამოცნობა და ხედავთ რთულ სიტუაციებს როგორც გამოწვევას, ფოკუსირებული ხართ პოზიტივზე და შეუპოვრობაზე - მაშინ თქვენ ფლობთ მაღალ ემოციურ ინტელექტს.

წარმოიდგინეთ, რომ კარგავთ სამუშაოს. ემოციურად მყარი ადამიანი არეგულირებს ემოციებს და შემთხვევას იღებს გამოწვევად. მაგრამ ემოციურად სუსტი უნარ-ჩვევების მქონე  ადამიანებს კი არ აქვთ საკუთარი თავის იმედი, თავს გრძნობენ გამოუსადეგარად და ემართებათ დეპრესია.

 

3. შეგიძლიათ გრძნობების გარდაქმნა 

რა თქმა უნდა, არსებობს მომენტი, როდესაც შეიძლება ემოციებმა  გძლიოთ, მაგრამ იმისთვის, რომ გახდეთ ემოციურად ძლიერი ადამიანი, უნდა შეგეძლოთ ემოციების ცვლილება.

 

4. სხვა ადამიანების ადგილას აყენებთ საკუთარ თავს 

ემოციური ინტელექტი მნიშვნელოვანია სამუშაო გარემოში - სადაც მომუშავეებმა უნდა აკონტროლონ საკუთარი ემოციები ორგანიზაციის წესებიდან გამომდინარე.

ასევე  აღსანიშნავია, რომ ემოციური ინტელექტი არის შემეცნებითი  უნარი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ გააუმჯობესოთ  ცხოვრების სტილი. თუ ვერ ამჩნევთ ყოველივე ამას თქვენს თავში, მაშინ ბევრი მუშაობა მოგიწევთ საკუთარ თავთან იმისათვის, რომ ემოციურად ინტელექტუალური გახდეთ.
 


businessinsider.com

| გააზიარე
მოგწონთ?