როგორ დავიწყოთ კარიერა, ეს უნდა იცოდეთ!


კარიერაში  თავბრუდამხვევი წარმატების მიღწევას ხელს არ უშლის ყველაფრის ნულიდან დაწყება. ექსპერტები გვკარნახობენ როგორ იმოქმედონ მათ, ვისაც ზურგს უკან მხოლოდ სკოლის, ან სახლში პატარასთან ჯდომის რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვთ. 

თუ ადრე არსად გიმუშავიათ, მაშინ:
თქვენ ადრე არასოდეს და არსად არ  გიმუშავიათ? გეჩვენებათ რომ წრე ჩაკეტილია:  სამსახურში არ იყვანენ გამოცდილების გარეშე,  გამოცდილება სამსახურის გარეშე კი არ არსებობს. პირველ რიგში კორექტირება გაუკეთეთ საკუთარ რეზიუმეს, სადაც მიუთითებთ არა მხოლოდ თქვენს განათლებას, არამედ ყველა თქვენს მიერ განვლილ კურსსა და მასტერკლასს ( მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ავტოსკოლაში სწავლება, გაკვეთილები მასწავლებელთან სასცენო ხელოვნებაში, თუ პიროვნულ ზრდის ტრეინინგი დასაქმების ცენტრში), აღწერეთ საზაფხულო პრაქტიკა, თუ ასეთი გქონიათ. ასევე მოიფიქრეთ თქვენი ბიოგრაფიის რომელი ფაქტები შეიძლება იყოს საინტერესო პოტენციური დამსაქმებლისათვის: თუ თქვენ ხუთი წელი ცხოვრობდით ინგლისში, ეს დაგეხმარებათ გიდ-თარჯიმნის პოზიციაზე მოსაწყობად, ხოლო თუ თქვენ ხუთ დას შორის უფროსი ხართ, საბავშვო ბაღში ძიძის ადგილი გარანტირებული გაქვთ. მოყევით ასევე თქვენს პროფესიულ მიზნებზე: რითი გსურთ დაკავდეთ, როგორ აპირებთ მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. დამწყები კადრის ძლიერი თვისებები - ენთუზიაზმი, მზაობა რთული სამუშაოს შესრულებისთვის, შედეგზე ორიენტირება ძვირფასია და შეუმჩნეველი არ დარჩება.

არ შეგეშინდეთ დაიწყოთ ყველაზე პატარა თანამდებობიდან, ისეთი პოზიციები, როგორიცაა მიმღები, მდივანი, განყოფილების ასისტენტი, CALL - ცენტრის თანამშრომელი. დაგეხმარებათ სწრაფ ორიენტირებაში, შემდგომი ზრდისათვის ცოდნისა და უნარ-ჩვევების მალე აკრეფაში. არ დაგავიწყდეთ შეატყობინოთ ყველა ნაცნობს, რომ ეძებთ სამსახურს. ამისთვის ეფექტურად შეგიძლიათ გამოიყენოთ სოციალური ქსელები. მსოფლიოში ჩატარებულმა არაერთმა გამოკითხვამ გვიჩვენა, რომ კომპანიები თავიანთ რიგებში იღებენ ადამიანებს, რომელთაც რეკომენდაცია საკუთარმა  თანამშრომლებმა გაუწიეს. ამ განწყობის შესაქმნელად შეგიძიათ უყუროთ ფილმს „ეშმაკს აცვია პრადა.“


რჩევები დედებს, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას!
მანამ, სანამ თქვენმა თანაკურსელებმა მოიწყვეს კარიერა, თქვენ გაითავისეთ დედის როლი, იმოგზაურეთ მსოფლიოს ირგვლივ, ანუ  იყავით სადაც გნებავდათ,  მხოლოდ არა სამუშაო ადგილზე?  სამუშაოს პოვნას მათ, ვისაც ასაკის გამო აღარ შეიძლება ეწოდოს ახალგაზრდა სპეციალსტი, როგორც წესია უშლის შიში, რომ დრო გაეპარათ. მაშინაც კი, თუ თქვენ პირველად იწყებთ 30 წლის მერე, თქვენ გაქვთ შანსი გქონდეთ შესანიშნავი კარიერა! უფრო ხშირად დამსაქმებლები უპირატესობას ანიჭებენ ასაკით უფროს კანდიდატებს: მათი ცხოვრება უკვე დალაგებულია, რაც სტაბილურობის გარანტია, ის რომ ერთი წლის შემდგომ არ გაიქცევიან სხვა სამსახურში ან დეკრეტულ შვებულებაში. იყავით შემტევნი! არასოდეს დაკარგოთ ოპტიმიზმი - რადგან თანამშრომელს ჩვეულებრივ ირჩევენ არა მხოლოდ მისი რეზიუმეს შემოწმებით, არამედ მასთან ურთიერთობის შთაბეჭდილებითაც. ამ განწყობის შესაქმნელად შეგიძიათ უყუროთ ფილმს „ერინ ბროკოვიჩი“.

შეგიძლია? დაამტკიცე!
თქვენ ყოველთვის ოცნებობდით ინტერიერის დიზაინერობაზე და თქვენი მეგობრების ბინის გაფორმებაზე, მაგრამ თუ თქვენს დიპლომს დავუჯერებთ, თქვენ-ინჟინერ ეკონომისტი ხართ და ამიტომ არ გყოფნით გამბედაობა გააგზავნოთ რეზიუმე სადიზაინერო კომპანიაში? ცხადია, ვერ შეძლებთ გახდეთ იურისტი, თუ არ შეგისწავლიათ სამართალი, და ვერ გახდებით ქირურგი თუ ჰიპოკრატეს ფიცი არასოდეს დაგიდიათ. თუმცა, არსებობს მრავალი სხვადასხვა საქმიანობის სფერო სადაც დიპლომი არაა აუცილებელი. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ გააგზავნოთ მოთხოვნა ვაკანსიაზე, თქვენს ფართო პრაქტიკაზე ყურადღების გამახვილებით.

გაქვთ განათლებაც და სამუშაო გამოცდილებაც?!
თქვენ გაქვთ განათლებაც და სამუშაო გამოცდილებაც, მაგრამ გსურთ რადიკალურად  შეცვალოთ მოღვაწეობის სფერო?  ესეც შესაძლებელია! უპირველეს ყოვლისა, სასურველი ვაკანსიის ძიებამდე, შეადგინეთ  საკუთარი ღირსებების და ცოდნის ჩამონათვალი, რომელიც გამოგადგებათ ახალ სფეროში. ამ სიის გათვალისწინებით შეადგინეთ რეზიუმე. მაგალითად, თქვენ მუშაობდით გამყიდველ-კონსულტანტად ტანსაცმლის მაღაზიაში, აცმევდით მანეკენებს, გათვიცნობიერებული ხართ  მოდის ტენდენციებში, ნაჭრებში -  შეგიძლიათ გქონდეთ პრეტენზია სტილისტის ან იმიჯ-მეიკერობის თანამდებობაზე მოდურ ჟურნალში. ოფის მენეჯერისგან, რომელიც უკეთებს ორგანიზებას მივლინებებს და კორპორატიულ საღამოებს, რომელიც პასუხისმგებელია დანადგარების  დროულ შეკეთებაზე, ქაღალდის დროულ მიწოდებაზე და მთლიანობაში უწყვეტ მუშაობაზე, შესაძლოა მივიღოთ კარგი პროდიუსერი. დასაწყისისათვის სპეციალისტის დამხმარედ დასაქმდით, ისწავლეთ მისგან, იკითხეთ პროფესიული ლიტერატურა და ერთხელაც შეძლებთ დაიკავოთ მისი ადგილი.

აკეთეთ ის რაც გიყვართ! გადააქციეთ თქვენი ჰობი სამუშაოდ, რადგან  წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ სფეროში რომელიც რეალურად მოგწონთ.  განწყობისთვის შეგიძლიათ უყუროთ ფილმს ,,კოკო დე შანელი“.
 

| გააზიარე
მოგწონთ?