დეილ კარნეგის ცხოვრებისეული გამონათქვამები


1.„ღიმილი არაფერი არ ღირს, მაგრამ ბევრს გვაძლევს. ის ამდიდრებს მათ, ვინც მას იღებს და აგრეთვე მათაც, ვინც ამას გასცემს. ის გრძელდება წამიერად, მაგრამ მეხსიერებაში სამუდამოდ გვრჩება.“

2.„ჩვენი სულიერი სიმშვიდე და სიხარული დამოკიდებულია არა იმაზე, სად ვიმყოფებით, რა გაგვაჩნია და როგორი მდგომარეობა გვიჭირავს საზოგადოებაში, არამედ დამოკიდებულია ჩვენს გონებრივ მოწყობაზე.“

3.„დიდი სურვილი რაიმეს შესწავლის - ეს უკვე 50% წარმატებაა.“

4.„თუ თქვენ გსურთ იპოვოთ ბედნიერება, შეწყვიტეთ ფიქრი მადლიერებასა თუ უმადურობაზე და განიცადეთ შინაგანი სიხარული, რომელიც მოაქვს გაცემას.“

5.„არავინ არ არის ისე მდიდარი, რომ სხვის გარეშე შეძლობს არსებობა და არც არავინ ისე ღარიბი, რომ ის არ გახდეს მეორესავით მდიდარი.“

6.„გააღვიძეთ სხვა ადამიანში დიდი სურვილი.“

7.„ამ სამყაროში მხოლოდ ერთი გზა არსებობს სიყვარულის დამსახურების - შეწყვიტეთ მოთხოვნა სიყვარულის და მხოლოდ გაეცით ის უანგაროდ.“

8.„გახსოვდეთ რომ თქვენი მოსაუბრე შეიძლება არ იყოს მართალი, მაგრამ ის ასე არ ფიქრობს. ნუ განიკითხავთ მას. ასე მხოლოდ სულელი მოიქცევა. შეეცადეთ გაუგოთ მას. ბრძენი, მომთმენი, გაწონასწორებული ადამიანი ცდილობს მოიქცეს სხვანაირად.

9.„ნუ შეგეშინდებათ მტრების, რომლებიც გიტევენ. მლიქვნელი მეგობრების გეშინოდეთ.“

10.„რა გაქვთ, ვინ ხართ, სად ხართ და რას აკეთებთ, ეს კი არ განაპირობებს თქვენს ბედნიერებასა და უბედურებას, არამედ ის, თუ თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფრის შესახებ.“

 

 

11.„გახსოვდეთ, რომ დღევანდელი დღე არის ხვალინდელი დღე, რომელზეც გუშინ დარდობდით.

12.„წარმატება ნიშნავს იმის მიღებას, რაც გსურთ. ბედნიერება კი - იყოთ კმაყოფილი იმით, რაც გაქვთ.

13.„ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები მსოფლიოში გაკეთებულია ადამიანთა მიერ, ვინც არ შეწყვიტა ცდა მაშინაც კი, როდესაც იმედი არსად ჩანდა.“

14.„ცოდნა ძალა არ არის, თუ ვერ იყენებთ მას.“

15.„ადამიანები იშვიათად ხდებიან წარმატებულები იმ საქმის კეთებით, რაც სიამოვნებას არ ანიჭებთ.“

16.„ადამიანი რაც არ უნდა დამნაშავე იყოს, მუდამ მზად არის დაადანაშაულოს სხვა, მაგრამ არასდროს საკუთარი თავი. გამონაკლისი არ არსებობს. გახსოვდეთ, კრიტიკა ფოსტის მტრედივითაა, რომელიც ყოველთვის გიბრუნდებათ უკან.“

17.„ყოველგვარი შიშის დამარცხებას შეძლებთ, თუ ღრმად ჩაიბეჭდავთ, რომ იგი მხოლოდ თქვენს გონებაში არსებობს.“

18.„ბედნიერებაზე მხოლოდ ჩვენი გონებრივი დამოკიდებულება ახდენს გავლენას და არა გარემო პირობები.“

19.„საზოგადოება გვაფასებს ამ ოთხი კრიტერიუმით: რას ვაკეთებთ, როგორ გამოვიყურებით, რას ვამბობთ და როგორ ვამბობთ.“

| გააზიარე
მოგწონთ?