უბრალო ნაყინის გამყიდველობიდან პრეზიდენტობამდე


მინდა მოგითხროთ ადამიანზე, რომელმაც ჩვეულებრივ, სხვების მსგავსად დაიწყო ცხოვრება. წინ უამრავი დაბრკოლება, წინააღმდეგობა და ჩიხი შეხვდა, თუმცა ძალას, ოპტიმიზმს და უკეთესი მომავლის შექმნის იმედს არასდროს კარგავდა და ოცნებით, დაუშრეტელი წყურვილით მიაღწია იმას. რასაც ალბათ ვერც თვითონ წარმოიდგენდა. 

„ვერავის ასწავლი, თუ როგორ უნდა  იქცეს  ადამიანად, აუხსენით მათ ადამიანობის არსი, აი ეს  არის რეცეპტი ყოველგვარ უბედურებასთან საბრძოლველად!“- ეს სიტყვები ამერიკის 44-ე პრეზიდენტს, ბარაკ ობამას, ეკუთვნის, რომელიც 2009 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი იყო მშვიდობის დარგში. იქამდე კი ძალიან გრძელი და რთული გზა განვლო.


ჰონოლულუში დაიბადა კენიელი მამისა და ამერიკელი დედის ოჯახში.  ცხოვრების დიდი ნაწილი აშშ-ის შტატ ჰავაიზე გაატარა. ექვსიდან ათ წლამდე ჯაკარტაში, ინდონეზიაში, ცხოვრობდა დედასთან და ინდონეზიელ  მამინაცვალთან ერთად. ისევე, როგორც  ყველა  მის  თანატოლ  ბიჭს, მასაც უყვარდა „ადამიანი ობობა“ და „ბარბაროსი კონანი“, აგროვებდა მათ სტიკერებსა და კომიქსებს. უყვარდა შოკოლადი არაქისით და კალათბურთის თამაში. თავი რომ ერჩინა, თინეიჯერობის პერიოდში სანაყინეშიც მუშაობდა და ბევრი მძიმე  სამუშაოს შესრულება უწევდა, თუმცა ყოველთვის სჯეროდა, რომ „შეიძლება სამყაროში ჩაკეტილი  იყო  შენი სურვილის და არჩევანის საწინააღმდეგოდ, თუმცა უფლება გაქვს გქონდეს მოთხოვნილება შეცვალო იგი. გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების! ეს პასუხისმგებლობაა უპირველესად საკუთარი თავის წინაშე!“ 

„თითოეული ბილიკი ცოდნის შეძენის გზაზე თავის წესებს შეიცავს და ეს წესები არასდროს იცვლება!“(The Audacity of Hope).  

„ვერანაირი განათლება და კეთილი განზრახვები ვერ მოგცემთ შესაძლებლობას ამოავსოთ სამყაროს ხვრელები და გაასწოროთ მისი უსწორმასწორო ზედაპირები, თუმცა ისინი გაძლევთ შესაძლებლობას შეუცვალოთ მას ბნელი და უგუნური სვლა!“.

დიახ, სჯეროდა და შეცვალა კიდეც...

რთული ბავშვობის მიუხედავად, ბეჯითად სწავლობდა, მუშაობდა საკუთარ თავზე და სჯეროდა, რომ „განათლება ვერ გაგვხდის უფრო უკეთესს და კარგს, თუ მასში, ყოველდღიურად დიდ შრომას, ძალისხმევას არ ჩავდებთ“, შედეგად ჯერ კოლუმბიის, შემდეგ კი ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლობდა. ამას მოჰყვა კარიერული წინსვლა და წარმატებები. უკვე გაჩნდა ახალი მოთხოვნილებები, ბრძოლები კონკურენტებთან და საკუთარ თავთანაც კი. მას მიაჩნდა, რომ უკეთესია იყო  ძლიერი, მაგრამ თუ ეს ცხოვრების რომელიმე ეპიზოდში შეუძლებელია, ჭკვიანი მაინც უნდა იყო. ამას კი საკუთარი შესაძლებლობების რწმენა გაძლევს: „თუ მოვინდომებ, რატომაც არა?! მე შემიძლია სამყარო უკეთესი გავხადო და შესაბამისად, ვაქციო იგი უფრო მოსახერხებელი და კომფორტული ადამიანებისთვის...“

„ძვირფასო დღიურო, ჯერ ისევ ძალიან ვღელავ, მართლა რომ დავმარცხდე?“ - ეს ბარაკ ობამას პირადი ფრაზაა, რომელიც მან საკუთარ დღიურს გაანდო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მღელვარებისას. დღიურში ობამა საკუთარ გრძნობებსა და შიშებზე საუბრობს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ „რწმენა არ ნიშნავს, რომ არ გქონდეს შიშები და ეჭვები. თქვენც, სხვების მსგავსად, მოგიწევთ გამოსცადოთ რა არის სიხარბე, შეურაცხყოფა, ტკივილი, ძლიერი სურვილი და იმედგაცრუება. მე რწმენა დამეხმარება სიმშვიდე შევინარჩუნო! არჩევნების შედეგების მიხედვით გადავწყვეტ, რა ვქნა. თუ ხალხს ვეყვარები, ბრძოლას გავაგრძელებ... დღეისთვის კმარა. მალე დავბრუნდები.“ და ის დაბრუნდა.

 

მან შეძლო და აიხდინა თავისი ოცნებები!

 

დაფიქრიდით, რა არის თქვენი ოცნება?!

| გააზიარე
მოგწონთ?