3 კითხვა, რომელიც მუდამ უნდა დაუსვათ საკუთარ თავს


ჩვენ ხშირად გვიპყრობს სურვილი შევცვალოთ არსებული მდგომარეობა და სიახლეები შევიტანოთ ცხოვრებაში. ამის მიზეზი ისაა, რომ ეჭვი შეგვაქვს ჩვენი ცხოვრებისეული გეზის სისწორეში. ხშირად თავს გვესხმის უამრავი ფიქრი. ვეკითხებით საკუთარ თავს: იქნებ სულ სხვაგანაა ჩემი ადგილი? იქნებ მე სწორედ მათ რიცხვს მივეკუთვნები, ვინც ვერ გამოიყენა შანსი ყოფილიყო სწორ დროს სწორ ადგილას?

თქვენი არჩევანისა და გეზის სისწორეში დაგარწმუნებთ შემდეგი სამი კითხვა, რომელიც თქვენს თავს მუდამ უნდა დაუსვათ. ეს კითხვები დაგეხმარებათ საკუთარი პერსონის შეუცვლელობასა და უნიკალურობის შეცნობაში.

1. თუ არა ახლა, მაშინ როდის?

,,წარმატება გამომუშავდება დროის იმ მონაკვეთში, როცა ვერავინ გხედავთ." მუდამ გახსოვდეთ, რომ ახლა ის წამია, რომელიც აღარასოდეს განმეორდება. სწორედ ახლა შეგიძლიათ აკეთოთ ის საქმე, რომელიც გიყვართ და თქვენი  საქმიანობით სხვისი შთაგონების დასაბამად იქცეთ. იმისათვის, რომ არ ასცდეთ დასახულ მიზანს, არასდროს გადადოთ თქვენი საქმე, დაიჭირეთ წამი და შეიყვარეთ მომენტი.

2. თუ არა აქ, მაშინ სად?

ნუთუ არსებობს სხვა ადგილი, სადაც იმაზე უფრო მეტად სჭირდებით ვინმეს, ვიდრე აქ და ახლა? თუკი მართლაც ასეა, მაშინ დროა ახალი მიზნები დაისახოთ და მათკენ სვლა თამამად დაიწყოთ. თუ ერთ დღესაც აღმოაჩენთ, რომ ცვლილებების დროა, ნუ შეშინდებით. მიენდეთ საკუთარ თავს და თქვენ აუცილებლად იპოვით ახალ შთაგონებას. გახსოვდეთ: ,,არანაირი მიზეზი დარჩენის, ზოგჯერ საუკეთესო მიზეზია წასვლისთვის."


3. ვინ თუ არა მე?

თქვენ ისეთივე უნიკალური ხართ საკუთარი საქმისთვის, როგორიც ისაა თქვენთვის. სწორედ საქმისადმი სიყვარული დაგეხმარებათ აქციოთ ის სიამოვნებად და არა მტანჯველ რუტინად. თქვენ ყველასგან განსხვავებული, ორიგინალური აზროვნება გაქვთ და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ აქციოთ ერთი შეხედვით დამღლელი საქმე სიამოვნებად.

| გააზიარე
მოგწონთ?