პატარა ნაბიჯებით დიდი მიზნებისკენ


საკუთარი თავის შექმნა იმ პიროვნებად, რომელიც გვსურს, ერთი შეხედვით რთულია, მაგრამ არა - შეუძლებელი. მიყევი შენს მიზნებს, იფიქრე ფართო მასშტაბში, იოცნებე რაიმე დიდზე, დაიჯერე, რომ შენ ეს გამოგივა, გადადგი პატარა ნაბიჯები წინ და საბოლოოდ შენ მიიღებ იმას, რაც გსურს. გთავაზობთ რამდენიმერ წესს, რომელიც დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში.


1. ყოველთვის დაისახეთ მიზნები.

„ძალისხმევა მიზნის გარეშე, წყალში გადაყრილი ძალისხმევაა“. ეფექტურმა ადამიანებმა ზუსტად იციან, რა აკეთონ. მათ იციან, რატომ უნდა მიმართონ დრო ამა თუ იმ საკითხზე, ყოველთვის გრძელვადიანი მიზნები აქვთ. მოკლევადიანი მიზნებით კი მხოლოდ მხარს უჭერენ სანუკვარ გრძელვადიან მიზნებს.

მოკლედ, მათ აქვთ მკაფიო მიზანი, სწორე ამიტომ, გამოჩენილი ადამიანები თავგანწირვით და ორგანიზებულად, თანმიმდევრულად მუშაობენ. ისინი არ ხდებიან რუტინის მონები; უბრალოდ მოტივირებულად წინ მიიწევენ თავიანთი მიზნების მისაღწევად, სწრაფად აღმოფხვრიან დაბრკოლებებს გზაზე და უყოყმანოდ ახტებიან ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლის მათ.


2. დაიწყეთ დღე მადლიერების განცდით.

დილით 10 წუთი დაუთმე მადლიერებას. ეს არის საუკეთესო თავდაცვა გადაწვისგან, გადაწვა მეტწილად შიშზეა დაფუძნებული. ადამიანებს ეშინიათ რაღაცის დაკარგვის. შიში და მადლიერება - ეს ორი გრძნობა ერთად ვერ იარსებებს. ფოკუსირდი იმაზე, რაც გაგაჩნიათ. დატკბით წვრილმანი ცხოვრებისეული მოვლენებით,  დააფასეთ თქვენი უნარები, ოჯახი, მეგობრები, ადამიანები ვისაც უყვარხართ… როდესაც დილას იწყებ მადლიერების განცდით, შიში ქრება.


3. ყველაზე რთული მომენტები მეტ ძალას გმატებთ.


თქვენი ცხოვრების ყველაზე რთული მომენტების გავლით ყალიბდება თქვენი ძალა.
როდესაც უკან მოიხედავ, ბევრი ისეთი მომენტი გაგახსენდება რომლის განმეორებასაც არ ისურვებდი, ზუსტად ასეთი მომენტები გვაძლიერებენ. როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც განცდა გაქვთ, რომ ფსკერზე ხართ? როდესაც გზას ვეღარ ხედავთ და ჩიხში ხართ? არსებობს გამოსავალი? “როდესაც იმედი აღარ გაქვს და არც საშველი ჩანს რთული, გამოუვალი მდგომარეობიდან მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს: ამ რთული გზის გავლა”.

4.თავისუფლად თხოვე დახმარება სხვას.

დატვირთული და ეფექტური ადამიანები დახმარებას ითხოვენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ დახმარება სჭირდებათ, არამედ იმიტომაც, რომ თხოვნით გამოხატავენ პატივისცემას სხვის მიმართ და ენდობიან მის გამოცდილებას, უნარს ან გამჭრიახობას.

 ურთიერთპატივისცემა ყველა მყარი ურთიერთობის საფუძველია და ურთიერთპატივისცემის შექმნის საუკეთესო გზა პირველ რიგში პატივისცემის გამოხატვაა.

გსურთ, იყოთ საოცრად ეფექტური? გარს შემოიკრიბეთ ადამიანები, რომლებიც გენდობიან, მოტივაციას გაძლევენ და შთაგაგონებენ თქვენ - და, თავის მხრივ, თქვენით არიან შთაგონებული.


5. არასოდეს ხართ წაგებული

ცხოვრებისეულ ნებისმიერ მომენტს რომ ისე შევხედოთ, როგორც საქმიან მოლაპარაკებას, ორი ვარიანტი არსებობს:

• მოლაპარაკება წარმატებით სრულდება და იმ შედეგს იღებთ, რისი მიღებაც გსურდათ;
• ან მოლაპარაკების შედეგად ვერ იღებთ სასურველ შედეგს;
გაიაზრეთ, რატომ ვერ დასრულდა მოლაპარაკება თქვენს სასარგებლოდ? რა შეიძლებოდა, გაგეკეთებინათ სხვანაირად? რას შეცვლიდით, ხელახლა რომ დაბრუნებულიყავით იმავე მომენტში?

გაანალიზე და გამოიყენე მიღებული გამოცდილება შემდეგი მოლაპარაკებისთვის,
შექმენით ახალი ფორმულა. მიიღეთ წარუმატებლობა, როგორც გაკვეთილი, და გამოიყენეთ შეძენილი გამოცდილება იმისთვის, რომ შემდეგი ნაბიჯი უფრო შედეგიანი იყოს.


6. დააფასე საკუთარი თავი.

რატომ ვერ ასრულებენ ადამიანები საკუთარი თავისთვის მიცემულ დაპირებებს? ფურცლებზე ჩამოწერილ გეგმებს და მიზნებს? რამდენად ძნელია წარმატების მიღწევა? თითოეულ ადამიანს გააჩნია შინაგანი წარმოდგენა, საკუთარი თავის ვიზუალური ხატი, მაგრამ მთავარია, რამდენად კონცენტრირებული ვიქნებით ამ ვიზუალურ ხატზე. ადამიანის თითოეულ ნაბიჯს განსაზღვრავს ის, თუ როგორ წარმოუდგენია მას საკუთარი თავი. როგორც კი იმ ნაბიჯების გადადგმას იწყებ, რაც იმ ვიზუალური ხატის ფარგლებს სცდება, რომელიც საკუთარი თავის შესახებ გაქვს შექმნილი, შენი შინაგანი მე გიჯანყდება, რათა დაგტოვოს იმავე ჩარჩოში, სადაც იყავი. როგორ მოვიქცეთ? პირველ რიგში აღმოაჩინე შენი ვიზუალური ხატი. შემდეგ კი დაფიქრდი, ვინ უნდა გახდე იმისთვის, რომ იმ მიზნებს მიაღწიო, რაც ნამდვილად გსურს.
ვიდრე შენ თავად არ დაინახავ საკუთარ თავში იმ პიროვნებას, ვისაც იმ მიზნებს მიღწევა შეუძლია, რაც გსურს, შენი შინაგანი მე ამ მიზნების მიღწევის საშუალებას არ მოგცემს.

| გააზიარე
მოგწონთ?