როგორ დავძლიოთ მომავლის შიში და ვიცხოვროთ დღევანდელი დღით


თუ დიდი ხნის განმავლობაში ნერვიულობთ, რა უნდა გააკეთოთ მომავალში, დაფიქრდით და მიხვდებით, რომ ნერვიულობა არაფერში დაგეხმარებათ, პირიქით, ის წაგართმევთ აწმყოს და ამით გაგინადგურებთ მომავალსაც. დაიწყეთ გააზრება, რომ იმას, რასაც აკეთებთ კვირიდან კვირამდე, შეუძლია შექმნას თქვენი მომავალი. სწორედ ამიტომ, მღელვარების დრო აღარ არის. თუ გაიღიმებთ და მაქსიმალურად დაიხარჯებით თქვენი საქმისათვის,  ეს იქნება უკეთესი მომავლის გარანტი. 

დაიწყეთ ჩაწერა რისთვის ხართ მადლობელი ყოველ დილით და ყოველ ღამით. ყოველდღე ჩაეხუტეთ ოჯახის წევრებს, გააკეთეთ პატარ-პატარა სავარჯიშოები, იკვებეთ ჯანსაღი საკვებით - ეს არის პატარა ქმედებები, რომლებიც დაგეხმარებათ დიდი მომავლის შექმნაში.

ძირითადი მიზეზი, თუ რატომ ვნერვიულობთ ასე ძალიან მომავალზე არის ის, რომ დიდ იმედებს ვამყარებთ მასზე, ანუ მომავალი ჩვენი საყრდენია. მაგალითად, მეისი(აწმყო) ვერ წყვეტს გარიზე(მომავალზე) ფიქრს, ამიტომ ის ნაკლებ დროს უთმობს თავის ცხოვრებას და ნაკლებად შეიგრძნობს ბედნიერებას, დიდ დროს ატარებს ფიქრსა და ნერვიულობაში. მაგრამ, რეალურად, გარი (მომავალი) საერთოდ არ ფიქრობს მეისიზე (აწმყოზე). ასე რომ, მომავალზე ფიქრი უსაფუძვლოა, თუ არაფერს აკეთებთ აწმყოში ნერვიულობის გარდა. უკეთესობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია მომავალზე ნაკლები ღელვა და მეტი კონცენტრაცია აწმყოზე, შესაბამისად, აუცილებელია ხედვის შეცვლა. თუ გონებას ასწავლით დროის სწორად აღქმას და დაისახავთ კონკრეტულ მიზანს, აუცილებლად გექნებათ სასურველი მომავალი.

შეგიძლიათ, გრძელვადიანი გეგმები შედარებით მოკლე დროში ჩაატიოთ მაშინ, როდესაც ფოკუსირებული ხართ აწმყოზე. დაგეგმეთ კვირა და ნაკლებად იდარდეთ შორეულ მომავალზე:

 

●რომელ საათზე გაიღვიძებთ

●რას შეჭამთ, რას წაიკითხავთ, რას უყურებთ

●დაუთმეთ დრო სამსახურს, თქვენს მიზნებს

●შეხვდით მეგობრებს

●გადაიხადეთ მადლობა, გაიღიმეთ და იცინეთ იმდენად ხშირად, რამდენადაც შესაძლებელია

 

ჩვენ ყველას გვაქვს მიზნები და ოცნებები, მაგრამ მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ საოცნებო მომავლის შექმნა იწყება აწმყოში, ყოველი დღით და კვირით.

 

„მღელვარების ერთი დღე ბევრად დამღლელია, ვიდრე მუშაობის ერთი კვირა“ - ჯონ ლუბოკი

 

არ დაუშვათ, რომ თქვენი ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეროვანი გახდეს. ნუ იცხოვრებთ ისე, თითქოს ხვალ თქვენი ბოლო დღეა, დაისვენეთ და განიტვირთეთ ნეგატივისგან, მაგრამ, ამავდროულად, ეცადეთ, ყოველი კვირა განსაკუთრებული იყოს. სწორედ ასე მიაღწევთ მიზანს - შექმნით სასურველ მომავალს.

ადგილი, სადაც გინდათ, რომ აღმოჩნდეთ მომავალში თქვენი განსასაზღვრია. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას აკეთებთ ამ ადგილზე მოსახვედრად დღეს, ამ კვირაში. იხარჯებით საკმარისად აწმყოში იმისთვის, რომ მომავალში უფრო საინტერესოდ იცხოვროთ? ეცადეთ, ნაკლები დრო დაუთმოთ ნერვიულობას და მეტად კონცენტრირდეთ საქმეზე, რადგან დღევანდელი დღე განსაზღვრავს ხვალინდელს.

 


addicted2success.com

| გააზიარე
მოგწონთ?