ბედნიერების მარტივი რეცეპტი


არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ბედნიერი არ უნდა იყოს, მაგრამ ის, რაც ასეთი მარტივია სათქმელად, რთულია შესასრულებლად. თქვენ მუდამ ბედნიერი ვერასდროს იქნებით, თუ იფიქრებთ, რომ ბედნიერება მხოლოდ იღბალია. უკვე დროა, დაიწყოთ ზღაპრული და ჯადოსნური დეტალების შემჩნევა და დაფასება, რაც თქვენს ცხოვრებაში ყოველდღიურად ხდება. დროა გაიღიმოთ, გაიხსენოთ, რა ლამაზია თქვენ გარშემო ყველაფერი, რამდენი მიზეზი არსებობს ბედნიერებისათვის და რამდენი მოგონება გაქვთ, რაც ბედნიერს გხდით. გახსოვდეთ, ბედნიერება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

არსებობს რეცეპტი, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ გახდეთ უფრო ბედნიერი და ცხოვრება გაიმარტივოთ. 
 
 

1. გაატარეთ მეტი დრო პოზიტიურ ადამიანებთან 

თითქმის შეუძლებელია, იყოთ ბედნიერი, თუ მხიარულ ადამიანებთან არ ამყარებთ კონტაქტს. უკეთესი იქნება, თუ თქვენ გვერდით მეტი მხიარული, ენთუზიაზმით სავსე ადამიანი იქნება. პოზიტივი გადამდებია.

 

2. იყავით მადლიერი

მადლიერების გრძნობას დიდი ძალა აქვს. როდესაც ადამიანები ხედავენ, რომ თქვენ ამჩნევთ მათ სიკეთესა და დადებით განწყობას, უჩნდებათ მოტივაცია, მუდამ თქვენ გვერდით იყვნენ. ყოველთვის არსებობს რაღაც, რისთვისაც შეიძლება იყოთ მადლიერი. 

 

3. დარჩით იმის ერთგული, რაც იცით

თქვენ ბევრი იცით, თუმცა არ აკეთებთ ხშირად იმას, რაც ძალიან კარგად გამოგდით. თუ თქვენ გიპყრობთ წარუმატებლობის განცდა, ეს იმის გამო კი არ ხდება, რომ არ იცოდით როგორ მოქცეულიყავით, ეს მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ თქვენ არ გააკეთეთ ის, რაც იცოდით. იყავით საკუთარი თავის ერთგული. ნუ დაკარგავთ დროს. განვითარდით იმაში, რაც თქვენი ინტერესის სფეროა და მიიღეთ მეტი გამოცდილება.

 

4. იზრუნეთ გარშემომყოფებზე

გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა ეს სამყარო, თუ უკეთ იზრუნებდით გარშემომყოფებზე. ერთი ღიმილიც კი შეიძლება ვიღაცისთვის ბედნიერების მომტანი გახდეს. ნურასდროს დაიშურებთ სიკეთის კეთებას. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა ჯადონსური გრძნობა იმალება, თუნდაც მცირე ყურადღებაში. გააბედნიერეთ თქვენი მზრუნველობით გარშემომყოფები.

 

5. არასდროს იფიქროთ, რომ ვინმეს არ მოსწონხართ

იმაზე ფიქრი, თუ ვინმეს რაიმე მიზეზის გამო ან უმიზეზოდ არ მოსწონხართ, ხშირად დამთრგუნველია. მას უარყოფითი ემოცია მოაქვს. გაწუხებთ და გაბნევთ. რა მნიშვნელობა აქვს, თუ რას ამბობენ თქვენზე.  ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან იყოთ მართალი, თავდაჯერებული. ნურასდროს დაკარგავთ რწმენას. ღირსეული ის კი არაა, ვინც უნაკლოა, არამედ ის, ვისაც ღირსება აქვს.

 

6. უბრალოდ გაიღიმეთ

გაიღიმეთ რაც შეიძლება ხშირად და რაც მთავარია გულწრფელად. ღიმილი ყველაზე კარგი საშუალებაა განწყობის ასამაღლებლად. ასეთ დროს ყველა პრობლემა უკან რჩება და თქვენ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ გარშემომყოფებსაც ანიჭებთ ბედნიერებას. არ მისცეთ ნეგატიურ ენერგიას თქვენში შემოჭრის უფლება. დაამარცხეთ იგი გულწრფელი ღიმილით. მომღიმარ ადამიანებთან ურთიერთობა ყველას უხარია. 

 

7. დააფასეთ ყოველი წამი

ნუ ეცდებით დროს გაუსწროთ. ნუ იქნება თქვენი ბედნიერება დაგეგმილი. მას არ აქვს ხვალინდელი დღე ან რაღაც განსაზღვრული დრო. ის სწორედ აქაა. იყავით ბედნიერი ახლა.

| გააზიარე
მოგწონთ?