როგორ გავხადოთ ყოველი დღე უფრო პოზიტიური?


ვიღვიძებთ, იწყება ახალი დილა, იქმნება ახალი შესაძლებლობები და ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად მზად ვართ სიახლეების მისაღებად. რა ვალდებულება გვაკისრია ჩვენ? პასუხი მარტივია, ჩვენი ვალდებულება არის მივიღოთ ახალი დღე დადებითად, ვიფიქროთ პოზიტიურად და არ მივცეთ უფლება ცუდ განწყობას დაგვიმეგობრდეს. ვნახოთ რა გავლენას ახდენს პოზიტიური ფიქრები ჩვენზე.

 

1.პოზიტიური ფიქრები აშენებს ჩვენს უნარებს, ხელს უწყობს ჯანმრთელობასა და აუმჯობესებს ჩვენს მუშაობას

პოზიტიური აზროვნება გავლენას ახდენს ცხოვრებაზე. ის ხშირად გვეხმარება გავთავისუფლდეთ ცუდი განწყობისგან, რაღა თქმა უნდა, თუ მივცემთ ამის უფლებას. დადებითი აზროვნება ბევრად მეტია, ვიდრე ბედნიერი და ოპტიმისტური დამოკიდებულება. დადებითი აზროვნებით შეგვიძლია შევქმნათ რეალური ღირებულებები ჩვენს ცხოვრებაში, გავიუმჯობესოთ უნარები, ნელ-ნელა კი დავრწმუნდებით რომ პოზიტივი უფრო მეტია, ვიდრე ღიმილი.

 

2. რა უარყოფით გავლენას ახდენს  ჩვენი ფიქრები ჩვენზე

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არ არსებობს საკითხი ორი მხარის გარეშე. ასე რომ ნუ გაგვიკვირდება თუ ვიტყვით, რომ უარყოფოთი ფიქრებიც საჭიროა. რატომ? პასუხსაც მოვიძიებთ. ამგვარი ფიქრები ხშირად გვეხმარება საშიშროების თავიდან არიდებაში. დიახ, ეს არის სასარგებლო ინსტიქტი, თუ სიცოცხლის გადარჩენას ვცდილობთ. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება აქაც ორიენტირებულები უნდა ვიყოთ გამოსავლის პოვნაზე. უარყოფითი ფიქრები არის ჩვენი თავდაცვითი ინსტიქტი და არაა ცხოვრების წესი. ნუ შეგვეშინდება ახალი ნაბიჯების, სირთულეების გამო. თუ ჩვენ დღეს დავსახავთ მიზანს, გავაანალიზებთ ქმედებების საჭიროებას, გავაცნობიერებთ საკითხის მნიშვნელობას და მაინც უარს ვიტყვით ჩვენს სურვილზე სიძნელეების გამო, ამით ხელს შევუწყობთ, რომ ჩვენი გონება იყოს პარალიზებული. რაც გვაფიქრებინებს, რომ არაფრის ძალა შეგვწევს, მოწოდებით ვართ ზარმაცები და არ გაგვაჩნია მოტივაცია. ჩვენ ამ დროს  ყურადღებას ვამახვილებთ შიშზე, სტრესზე და აღშფოთებაზე. საბოლოოდ კი ვეღარ ვხედავთ ვარიანტებსა და არჩევანს ჩვენ გარშემო. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ჩვენ გვაქვს ბევრად სასიამოვნო და საინტერესო გზა, რომელთანაც პოზიტიურ აზროვნებას მივყავართ.

 

3. რა გავლენას ახდენს პოზიტიური ფიქრები ჩვენზე

დადებითმა ემოციებმა შეიძლება შედეგი არ მოგვცეს რამდენიმე წუთში, თუმცა ის ხელს უწყობს ჩვენი უნარების გაუმჯობესებას შეიმუშაოს რესურსები მომავალი ცხოვრებისთვის. ვინაიდან ჩვენ დღეიდან ვიწყებთ ფიქრს და მოქმედებას სასურველი ხვალინდელისთვის. მაგალითად: სასწავლო სემესტრის დასაწყისშივე უნდა დავიწყოთ მუშაობა, სასურველი სტიპენდიის მისაღებად. იმისათვის, რომ ვისწავლოთ ახალი ენა, დღესვე უნდა დავიწყოთ რამდენიმე სიტყვის სწავლა, რომ შედეგი მალე მივიღოთ. მაშასადამე დადებითი ემოციები ზრდის შესაძლებლობებს, ხსნის გონებას, რაც თავის მხრივ საშუალებას გვაძლევს შევიძინოთ ახალი უნარებ-ჩვევები, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ცხოვრებას.

 

4. როგორ გავხდეთ უფრო პოზიტიური

1. ველით კარგი რამ მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში? წარმატება, სიმდიდრე, თუ ა.შ? ამისთვის გარდა ფიქრისა საჭიროა გვჯეროდეს, რომ ის რაც გვინდა სინამდვილეშიც მოვა. მოვძებნოთ შესაძლებლობები ჩვენი მიზნების მისაღწევად.

2. თუ პესიმისტურად დავიწყებთ ფიქრს, ღრმად ჩავისუნთქოთ და შევცვალოთ ოპტიმიზმით.

3.შევწყვიტოთ ურთიერთობები, რომელსაც ტკივილი, ცუდი ემოციები და სტრესი მოაქვს ჩვენთვის.

4. ნუ ვიტყვით უარს იმის გაკეთებაზე, რაც გსურს!

5. გავაბედნიეროთ გარშემომყოფები და ვნახავთ, რომ ორმაგი ბედნიერება დაგვიბრუნდება.

6. ჩვენ აღარ ვამბობთ, რომ არ შეგვიძლია, პირიქით ყველაფერი შესაძლებელია.

7. უფრო მეტი ფიზიკური აქტივობა გვეხმარება ენდორფინების გავრცელებაში, რასაც შეუძლია სასწაული გააკეთოს ყველაზე პესიმისტი ადამიანისთვისაც. თუ ტვინი პოზიტიურად ფიქრობს ეს ენერგია მთელ სხეულს გადაეცემა.

 

5.ბედნიერება, თუ წარმატება, რომელი მოდის პირველი?

ბედნიერება არის რაიმეს მიღწევის შედეგი (გამარჯვების, სიყვარულის, წარმატების) ბედნიერება წარმატებისა და შედეგის წინაპირობაა. ბედნიერი ადამიანები ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობენ ხელს, რაც მომდევნო წარმატების საწყისია, ამ დროს ბედნიერებაც მეორდება.

არავინ ვიცით ბედნიერება სიყვარულის მსგავსად რამდენად ვერტიკალურია, თუმცა ხელის შეწყობის შემთხვევაში ბრუნვადი ნამდვილად არის.

| გააზიარე
მოგწონთ?