როგორ დავიწყოთ დილა მშვიდად - 5 რჩევა


დილით ადრე გაღვიძება უმეტესობისთვის არასასიამოვნოა. ალბათ ყველასთვის ნაცნობია 5 ან 10 წუთით მაღვიძარას გადაწევით ძილის გახანგრძლივების მცდელობა, ჯიუტი ორთაბრძოლა თქვენსა და მაღვიძარას შორის. 

შეიძლება ამ ჭიდილში სამსახურშიც კი დააგვიანოთ და ამის გაცნობიერებისთანავე დგებით და იწყებთ სწრაფი დილის რიტუალს: შხაპი, ჩაცმა, მაკიაჟი, ვარცხნილობა და გადარბენაზე, ხელს გაყოლებული, ერთი ლუკმა საუზმე.

იმისათვის, რომ თქვენი დილა იყოს ნაკლებად სტრესული და უფრო იოლი, ამისთვის მოგცემთ 5 რჩევას, რაც ტენდენციურია წარმატებული ადამიანებისთვის:

 

1.ნუ დაკარგავთ დილით დროს ტელეფონის ან ფოსტის შემოწმებაში, ამას ტრანსპორტშიც მოახერხებთ.

 

2.ყველა იმ ნივთს, რაც სამუშაოდ გჭირდებათ, უქმეებზე საკუთარი ადგილი მიუჩინეთ, რომ დილით არ ეძებოთ, ან მხედველობიდან არ გამოგრჩეთ საჭირო დეტალი.

 

3.ეცადეთ იყოთ სწრაფი და დაეუფლეთ მარტივ ხრიკებს დილით მომზადებისთვის. მაგალითად, თავისუფალ დროს მაკიაჟის გაკეთებასა  და თმის მოვლის ხელოვნებაში ივარჯიშეთ, რაც მთავარია დაიხვეწეთ სისწრაფეში, რომ 20 წთ-ზე ნაკლები მოანდომოთ სამსახურში წასვლამდე ამ ყველაფერს. 
      

4.დაწოლის წინ შეამოწმეთ თქვენი ჩანთა, დარწმუნდით, რომ ის ყველაფერი, რაც მეორე დღისთვის გჭირდებათ, გაქვთ. გადაამოწმეთ წვრილმანი ნივთები, პლასტიკური ბარათი, გასაღები, საფულე და ა.შ.

 

5.და აუცილებელი რჩევა - დაიძინეთ და გაიღვიძეთ ადრე. ეს საშუალებას მოგცემთ იყოთ უფრო ენერგიულები და პროდუქტიულები. 

 

| გააზიარე
მოგწონთ?