წიგნი–უკეთესი მომავლის გარანტი


„იკითხეთ კარგი წიგნები, ეს წარსული დროის საუკეთესო ადამიანებთან საუბარია, თან ისეთი საუბარი, როდესაც  ისინი თავიანთ საუკეთესო აზრებს გვიმხელენ.“–ეს გამონათქვამი მე–17 საუკუნის ფრანგ ფილოსოფოსსა და მეცნიერს–რენე დეკარტის ეკუთვნის და ვფიქრობ, მისი ეს სიტყვები  აუცილებლად ყურადსაღები და გასათვალისწინებელია, თუმცა არის ადამიანების კატეგორია, რომელსაც არ უყვარს წიგნის კითხვა, ეზარება და არ იცის, თუ რა სარგებლის  მოტანა შეუძლია მას.  სწორედ ამიტომ,  დღევანდელი სტატია   მოგცემთ წიგნების ინტენსიურად კითხვის მოტივაციას და გაგიღრმავებთ ცოდნას  იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა ვიკითხოთ ისინი ხშირად.

 ძვირფასო მეგობრებო, თქვენ წინაშეა 5 სარგებელი, რომელსაც წიგნების კითხვა იძლევა.

  1. ამდიდრებს ლექსიკონს.
    წიგნები გვეხმარება, რომგვქონდეს სიტყვათა მარაგი, რომელიცმარტივად სიტუაციის შესაფერისი სიტყვის პოვნის საშუალებას მოგვცემს, თავდაჯერებულადდა სამართლიანადმოსაუბრეებს გაგვხდის.
  2. ამცირებს სხვადასხვა სტრესს.
    არა აქვს მნიშვნელობა, რა სახის სტრესია ეს:პირადი ურთიერთობის, კარიერული წარუმატებლობის თუ სხვა. თამამად შეიძლება ითქვას და ეს მეცნიერულადაც არის დამტკიცებული, რომპირდაპირი მნიშვნელობით წიგნის კითხვა გვგლეჯს სტრესის „Bonhomme-ისგან“(ფრანგ. კაცუნისგან), რომელსაც ჩვენი დატყვევება სურს.
  3. ხელს უწყობს ჩვენი მეხსიერების განვითარებას.
    როდესაც წიგნს კითხულობთ, ავტომატურად იმახსოვრებთ თქვენს საყვარელ პერსონაჟს, მის ხასიათს, სამყაროსადმი დამოკიდებულებას–მსოფლმხედველობას. კიდევ სხვადასხვა ნიუანსს და განსხვავებულ ასპექტებში გიწევთ მისი წარმოსახვა. ამ პროცესს სინაფსების(ტვინის გზების) გაძლიერება შეუძლია, რომელიც ხელს უწყობს კარგ მახსოვრობას დაგანწყობის ამაღლებას.
  4. ავითარებს   ანალიტიკური აზროვნების უნარს.
    თუ ოდესმე იმ გარემოში, საზოგადოებაში აღმოჩნდებით, სადაც რაიმე წიგნს ან თემას განიხილავენ, თქვენ ძალიან მარტივად შეძლებთ საკუთარი აზრის გამოხატვას, დაფიქსირებას და სხვების სიმართლეში დარწმუნებასაც.ნებისმიერი საკითხისსასარგებლოდ გადაწყვეტის /გადაჭრის მიზნით,ანალიტიკურად იაზროვნებთ, ყველა შესაძლოსამომავლო შემთხვევას გაანალიზებთ, რომელიც დადებით რეზულტატს(შედეგს)მოგიტანთ
  5. მოაქვს სიმშვიდე
    დიახ, ნამდვილად ასეა, წიგნის კითხვა ბევრ რამეზე გვაფიქრებს, უფრო თავდაჯერებულს გვხდის, ნებისმიერ განსაცდელში მარტივად არ დანებების საშუალებას გვაძლევს და სწორედ ამიტომ, ხშირ მკითხველებს არ ეშინიათ განსაცდელების, ბარიერების, ასევე მშვიდად ხვდებიან ცხოვრების ნებისმიერ ეტაპს და სჯერათ, რომ გამოსავალი ყოველთვისმოიძებნება, მთავარია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ასე მივყვეთ ცხოვრების ბობოქარ დინებას. „მჯერა, რომ რაიმე ძალიან ჯადოსნური შესაძლოა მოხდეს, როდესაც კარგ წიგნს კითხულობ“–როულინგი.

ასე რომ,„წაიკითხეთ წიგნები, უკეთესად იქნებით“–„ბიბლუსის“ სლოგანით დავასრულებ სტატიას.„წიგნი ჯადოსნური ხალიჩის მსგავსია,რომელიც ყველგან გაგაფრენს და გამოგზაურებს.იგი კარია– გააღებ? სწორ ნაბიჯსაც გადადგამ“–ჯენეტ ვინთერსონი.დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, ღრმა კოლაფსიდან თავის დაღწევის ერთადერთისაშუალება განათლებაა. განათლებული–წიგნიერი ადამიანი კულტურულ და თავისუფალ სამყაროს შექმნის, იქ, სადაცარ შეეშინდებათ საკუთარი აზრის დაფიქსირება და იქ, სადაც თავისუფალნი თავისუფლად იცხოვრებენ.


ბიბლიოგრაფია: https://www.lifehack.org/articles/lifestyle/10-benefits-reading-why-you-should-read-everyday.html

 

| გააზიარე
მოგწონთ?