როგორ უნდა მიხვდეთ, რომ სამსახურის გამოცვლის დროა


რა შემთხვევაში ჯობს სამსახურის შეცვლა? წაიკითხეთ ქვემოთ ჩამოთვილი „სიმპტომები“ და მიიღეთ გადაწყვეტილება. 

1.  მოწყენილობა – თუ თქვენთვის მოსაწყენია ის საქმე რასაც აკეთებთ.

2.  ხართ მუშაობისგან ქანცგაწყვეტილი – ძალიან დიდმა ზეწოლამ, გრძელვადიან პერსპექტივაში, შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები. მძიმე დატვირთვით მუშაობა შეიძლება შეძლოთ ახლა, თუმცა დროთა განმავლობაში ნამდვილად გაგიჩნდებათ ხანგრძლივი დასვენების მოთხოვნილება.

3.  კორპორატიული კულტურა – თუ რაიმე შეიცვალა, რაც განსაკუთრებით თქვენს ზნეობრივ ღირებულებებს არ შეესაბამება, მაშინ ეს შეიძლება იყოს დრო, როცა შესაძლებლობები სხვაგან უნდა ეძებოთ.

4.  არ არის კარიერული წინსვლა – თუ თქვენ მუშაობთ 3 წელი, ან მეტი და აქამდე არავის დაუწინაურებიხართ, არც ხელფასი მოუმატებიათ და ვერ ხედავთ შესაძლებლობას კარიერული წინსვლისა, მაშინ დაიწყეთ ფიქრი როგორ შეიძლება ამის შეცვლა.

5.  შეუსაბამო უნარები – ეს შეიძლება იყოს, ის უნარი, რაც თქვენ ისწავლეთ თუ გამოიმუშავეთ, თუმცა მას ვერ გამოიყენებთ მიმდინარე როლში და გსურთ იპოვოთ ისეთი სამსახური, რომელიც შეესაბამება თქვენს უნარებს.

6.  ცხოვრების წესის შეცვლა – მდგომარეობა, როდესაც სამსახურის გამო გიწევთ შეიცვალოთ ცხოვრების სტილი.

7.  სახელფასო საკითხები – იმის მიხედვით თუ რას აკეთებს სამსახურში, გრძნობთ, რომ ხელფასი მეტი უნდა გადაგიხადონ და ხვდებით, რომ სხვაგან უფრო მეტს გადაგიხდიან.

როდესაც გადაწყვეტთ, რომ დატოვოთ სამსახური დაუსვით თქვენს თავს შემდეგი შეკითხვა თუ ახლა არა, მაშინ როდის? კარგად დაფიქრით, არის თუ არა კარგი დრო, რომ დატოვოთ კომპანია? გაითვალისწინეთ, თუ გადაწყვეტთ სამსახურიდან წამოსვლას ეცადეთ, რომ ეს მოხდეს მშვიდობიანი გზით, რადგან შეძლოთ განაგრძოთ ურთიერთობა და მეგობრობა ძველ თანამშრომლებთან.
 

| გააზიარე
მოგწონთ?