44 შეცდომა, რომელსაც გვიან ასაკში ინანებთ


ყველა ადამიანი ნანობს რაღაცას. როდესაც შეცდომებს ვაცნობიერებთ, ხშირად უკვე ძალიან გვიანია. გვიანი სინანულის თავიდან ასაცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები და ეცადეთ, არ დაუშვათ შემდეგი შეცდომები: 

1. მუდმივად ყოყმანობთ, ნაცვლად იმისა, რომ იმოქმედოთ;
2. უარს ამბობთ მოგზაურობაზე, როდესაც გაქვთ ამის შანსი;
3. არ გყავთ საკმარისი მეგობრები;
4. ეწევით;
5. არ ტოვებთ დამამცირებელ და აუტანელ სამსახურს;
6. არ სწავლობთ სხვა ენას;
7. გერიდებათ გამოხატოთ თქვენი გრძნობები ღიად;
8. თავს აძლევთ უფლებას მოიმატოთ წონაში და დაკარგოთ ფორმები;
9. არასოდეს ესწრებით თქვენი საყვარელი ბენდის/მომღერლის  ლაივ შოუებს;
10. ხართ კარიერაზე ზედმეტად ორიენტირებული;
11. არ აკეთებთ საქმეს, რომელიც გიყვართ;
12. არ გჯერათ ოცნებების;
13. არ გჯერათ საკუთარი შესაძლებლობების;
14. ადვილად ნებდებით;
15. იშვიათად კითხულობთ;
16. არ თვლით პრიორიტეტულად ჯანსაღად ცხოვრებას;
17. არ ცდილობთ განვითარდეთ და გააკეთოთ ახალი აღმოჩენები;
18. სვამთ ძალიან ბევრ ალკოჰოლს;
19. წუწუნებთ ყველაფერზე;
20. ეჭვიანობთ და ცდილობთ ყველა აკონტროლოთ;
21. არ ხართ ღია და არ გჯერათ სხვების;
22. ატყუებთ საკუთარ თავს;
23. გავიწყდებათ, რომ უსასრულოდ არ ხართ მოსული ამ ქვეყანაზე;
24. თავს თვლით დაჩაგრულად;
25. არ მისდევთ თქვენს ოცნებას, რა მნიშვნელობა აქვს რამდენად წარმოუდგენელია ის;
26. საქმეებს დაუსრულებელს ტოვებთ;
27. არ გაქვთ მიზნები, გეგმები;
28. არ ხართ მადლიერი;
29. არ ცდილობთ ურთიერთობების დალაგებას;
30. ერგებით სხვის მოლოდინებს;
31. არ იხდით ბოდიშს, როცა დამნაშავე ხართ;
32. ცხოვრებას ძალიან სერიოზულად უყურებთ, ან ილუზიებში ხართ;
33. ცხოვრობთ წარსულით;
34. ვერ ტოვებთ კომფორტის ზონას;
35. ვერ იხსენებთ მომენტებს, როცა ბედნიერებით სუნთქვა შეგეკრათ;
36. არავისთან არ თმობთ;
37. არ აღნიშნავთ პატარ-პატარა გამარჯვებას;
38. არ აქცევთ ყურადღებას ბედნიერების მცირე დეტალებს;
39. არ გყავთ შვილი;
40. არ ეუბნებით მშობლებს, როგორ გიყვართ;
41. ძალიან განაღვლებთ სხვების აზრი;
42. თამაშობთ სხვის როლს, ივიწყებთ თქვენს ინდივიდუალურ უნიკალურობას;
43. არ ატარებთ საკმარის დროს ოჯახთან ერთად;
44. გაუაზრებლად დიდ დროს ხარჯავთ უსარგებლო სოციალურ ქსელებსა და არაპროდუქტიულ გასართობებში.

დააფასეთ ყოველი წუთი და შეეცადეთ იცხოვროთ ისე, რომ გვიან ასაკში ასეთ შეცდომებზე გული არ დაგწყდეთ.


მარიამ შარიქაძე
წყარო: www.success.com

| გააზიარე
მოგწონთ?