მოტივაცია 90 წამში


გაგაცნობთ ცნობილი ადამიანების რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებიან ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევასა და წარმატებების მიღწევაში: 

სტივ ჯობსი:

  • „უნდა გჯეროდეთ რაღაცის - თქვენი ჟინის, ბედისწერის, სიცოცხლის, ნებისმიერი რამის, ამ პრინციპს ჩემთვის არასდროს უღალატია, და მან ბევრჯერ შეცვალა ჩემი ცხოვრება“.
  • „ერთადერთი გზა, რომ დიდი საქმე აკეთო, არის ის, აკეთო, რაც გიყვარს. თუ აქამდე ვერ გიპოვიათ ასეთი საქმე, გააგრძელეთ ძებნა, ნუ გაჩერდებით!“
  • „ზოგჯერ ცხოვრება თავში აგურს წამოგარტყამს ხოლმე, თუმცა რწმენა არ უნდა დაკარგო“.
  • „ერთადერთი, რაც მე უკან დახევის საშუალებას არ მაძლევდა, საქმის სიყვარული იყო. თქვენც უნდა იპოვოთ სიყვარულის ობიექტი. უნდა  იცხოვროთ როგორც საქმისთვის, ისე - საყვარელი ადამიანებისთვის“.
  • „უსმინეთ და ენდეთ საკუთარ შინაგან ხმას, მარცხშიც დაინახეთ დადებითი, ნუ ეცდებით იყოთ მართალი, შეეცადეთ იყოთ წარმატებული და იმუშავეთ ძალიან ბევრი. ბევრი მუშაობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება“.
  • „დიდ ბიზნეს ვერასოდეს გააკეთებს ერთი ადამიანი. ყველაზე წარმატებული ბიზნესი კარგი გუნდის შედეგია“.
  • „ყველაზე მთავარია, გამოიჩინოთ გამბედაობა - მიჰყვეთ თქვენს გულსა და ინტუიციას. მათ ზუსტად იციან, ვინ ხართ სინამდვილეში და რა გსურთ. ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია“.


ჯეფ ბეზოსი:

  • „იყავით ყოველთვის ნოვატორები. მნიშვნელობა არა აქვს, კარგი პერიოდი  გიდგათ თუ ცუდი. ნოვატორობაში უნდა იყოთ ჯიუტიც და მოხერეხებულიც. თუ არ იქნებით ჯიუტი, ექსპერიმენტებზე ნაადრევად უარს იტყვით“.
  • „ყველაზე ძვირადღირებული რამ, რაც შეგიძლიათ დაუშვათ, არის შეცდომა“.
  • „სამსახურში წასვლისას, თუ გადაწყვეტთ მხოლოდ იმის გაკეთებას, რაც იცით...ასე ძალიან ბევრ შესძლებლობას გაუშვებთ ხელიდან“.
  • „გულმოდგინედ იმუშავეთ, გაერთეთ და შექმენით ისტორია“.
  • „თუ არ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ რევოლუცია, მაშინ გახდით მისი ხელმძღვანელი“.
  • „თუ იმ ყველაფერმა, რასაც აკეთებ, უნდა იმუშაოს უახლოესი 3 წლის განმავლობაში, მაშინ შენ კონკურეციას უწევ ბევრ კომპანიას, მაგრამ თუ მზად ხარ, ინვესტიცია ჩადო 7-წლის გეგმაში, მაშინ კონკურეციას უწევ მხოლოდ რამდენიმე კომპანიას, რადგან ძალიან ცოტა მათგანი ფიქრობს გრძელვადიან სტრატეგიაზე“.
  • „არსებობს ბევრი ტექნიკური კომპანია, რომელიც ნერგავს შესანიშნავ ინოვაციებს, წარმატების რეცეპტი კი მხოლოდ ერთია - უნდა იყო შრომისმოყვარე და სხვებზე ჭკვიანი“.


ლარი პეიჯი:

  • „თუკი კომპანიის ხელმძღვანელობა გამუდმებით იზრუნებს დასაქმებულთა მოტივაციაზე და მათ შორის ჰარომონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე, მაშინ კომპანიას წარმატების მეტი შანსი ექნება“.
  • „ნუ გადააფასებთ იდეის მნიშვნელობას. გამოგონება რაიმე დიდებულის შექმნის მხოლოდ მცირედი ნაწილია“.
  • „მუდმივი მცდელობა და დაბრკოლებების გადალახვა რაიმე ღირებულის შექმნის მეტ შანსს იძლევა“.
  • „მუშაობა გამოცდაა, გამოცდამ კი კმაყოფილება უნდა მოგანიჭოს“.
  • „რაიმე მნიშვნელოვანის გაკეთებამდე საჭიროა მარცხისადმი შიში დავძლიოთ“.
  • „საჭიროა ყოველთვის გავცეთ იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენგან მოელიან“.
  • „რაიმე ღირებულის პოვნის შანსი პირდაპირპროპორციულია მცდელობებისა და  შეცდომების სიხშირის“.
| გააზიარე
მოგწონთ?