როგორ ვმართოთ საკუთარი გონება - ჯოზეფ მერფის რჩევები


შეგიმჩნევიათ, რომ სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, ადვილად იცვლება ჩვენი აზრების, გრძნობების და სურვილების ზემოქმედებით?! ცხოვრება უამრავ შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენ შეგვიძლია ჩვენივე სურვილების მიხედვით შევქმნათ საკუთარი სამყარო!
      

წარმოგიდგენთ ჯოზეფ მერფის - გამოჩენილი ამერიკელი მწერლის, ფილოსოფოსის, ფსიქოლოგისა და მასწავლებლის პრაქტიკულ რჩევებს ქვეცნობიერისა და გონების სასწაულმოქმედ ძალებზე:

 

1.რისი განხორციელებაც არ უნდა გინდოდეთ, შთააგონეთ ის თქვენს ქვეცნობიერს, რომელიც სათანადო რეაგირებას მოახდენს. 

2.არ შეჩერდეთ, შექმენით  თქვენს ფანტაზიაში სასურველი წარმატების ცოცხალი სურათი და გააკეთეთ ყველაფერი მის მისაღწევად.

3.გქონდეთ კეთილშობილური და ამაღლებული აზრები და ისინი გადაიქცევიან კეთილშობილურ და ამაღლებულ საქციელებად.

4.არ დაიხიოთ უკან, თუნდაც გარეგნულად ყველაფერი სხვაგვარად ჩანდეს.

5.ყოველთვის გახსოვდეთ - მადლიერებით აღსავსე გული ბევრად უფრო ღიაა სამყაროს გულუხვი სიკეთეებისთვის.

6.შეცვალეთ თქვენი ფიქრები პოზიტიურისკენ და პოზიტიურად შეცვლით თქვენს განწყობასაც. გახსოვდეთ, ეჭვიანობით და შიშით სავსე აზრები ანადგურებენ ნერვებს და მოაქვთ გონებრივი და ფიზიკური ტანჯვა. შური, სიხარბე და ანგარება - ეს ხაფანგია სიმდიდრისკენ მიმავალ გზაზე. მთელი გულით გიხაროდეთ გარშემომყოფთა ბედნიერება და წარმატება. 

7.ნუ აქცევთ ფულს თქვენს კერპად, ის მხოლოდ - სიმბოლოა. ნურასოდეს დაივიწყებთ, რომ ჭეშმარიტი სიმდიდრე თქვენს გონებაში იმყოფება. თქვენ იმისთვის დაიბადეთ, რომ ჰარმონიულად იცხოვროთ.

8.შეარჩიეთ კონკრეტული სპეციალობა და შეეცადეთ კარგად დაეუფლოთ მას. 

9.ცხოვრების კანონი და რწმენის კანონი - ეს ერთი და იგივეა. ირწმუნო - ნიშნავს იფიქრო. რისიც  გწამთ, სწორედ ის აგისრულდებათ. შეცვალეთ თქვენი აზროვნება და თქვენ შეცვლით თქვენს ბედს!

10.ბედნიერებას ფულით ვერ იყიდით. ზოგიერთი მილიონერი ძალიან ბედნიერია, ზოგი კი ძალიან უბედური, ზოგი ადამიანი უმნიშვნელო ქონებითაც კი ბედნიერად გრძნობს თავს. ბედნიერება - ეს ჩვევაა, თქვენი აზრებით და გრძნობებით მართული „რეჟიმია“. ჩვევებისა და  „რეჟიმების“ ფორმირება კი - თქვენი ქვეცნობიერის ძირითადი ფუნქციაა. არჩევანი თქვენზეა, რას აირჩევთ თქვენივე კეთილდღეობისთვის.

გაითვალისწინეთ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები, ისინი დაგეხმარებათ, რომ სწორად მართოთ თქვენივე გონება და მიაღწიოთ დასახულ მიზნებსა და ოცნებებს. გახსოვდეთ, ცხოვრება არჩევანია კეთილსა და ბოროტს შორის, ბედნიერებასა და უბედურებას შორის,  წარმატებას და წარუმატებლობას შორის... აირჩიეთ სიკეთე, ბედნიერება, სიყვარული და ჰარმონია!

 

| გააზიარე
მოგწონთ?