15 გამონათქვამი, რომელიც დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში


კარიერის ცნება ასოცირდება სამსახურთან და დაუღალავ შრომასთან. ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს კარიერულ განვითარებას ვუთმობთ, იგი განაპირობებს ჩვენს ფინანსურ შემოსავლებს. დამეთანხმებით, რომ პერსპექტიული და კარიერულად მზარდი ადამიანი შინაგანად დამოტვირებულია, რადგან იგი ყოველთვის მეტს და კარგს მოელის ცხოვრებისგან.

ყველა ჩვენგანი რაღაც დონეზე ვართ წარმატებულები ჩვენს საქმეში, მაგრამ  ხანდახან რაღაც ხელს გვიშლის მიზნების მიღწევაში. ეს შეიძლება იყოს: სიზარმაცე, დაღლილობა, მიზნების არ არსებობა, დემოტივაცია და ა.შ. ეს ყველაფერი დამაბრკოლებელი ნაწილია იმ შორი გზისა, რასაც კარიერის შექმნა ჰქვია. ამიტომაც გთვაზობთ წარმატებული და ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს კარიერის შესახებ, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებლად ღირს:

 

•  „ყველაზე უმნიშვნელო საქმეშიც კი მთელი გული, გონება, ცოდნა და გამოცდილება ჩააქსოვე - წარმატების საიდუმლოც სხვა არაფერია“ - სვამი შივანადა.

•   „იმის მაგივრად, რომ შვებულებაზე იფიქროთ, იფიქრეთ ისეთი ცხოვრების აწყობაზე, რომლიდანაც გაქცევა არ მოგინდებათ“ - სეთ გოდინი.

•  „წარმატებულად გასროლის შანსის ასივე პროცენტს დაკარგავ, თუ საერთოდ არ გაისვრი“ - ვაინ გრეცკი.

•   „საუკეთესო საჩუქარი, რომელსაც ცხოვრება გვიძღვნის არის ბეჯითად მუშაობა საქმეზე, რომელიც ამად ღირს“ - თეოდორ რუზველტი.

•   „პროფესიონალი ისაა, ვინც აკეთებს თავის საქმეს საუკეთესოდ, მაშინაც კი, როდესაც თავს ასე არ გრძნობს“ - ალისტერ ქუქი. 

•   „კარიერის განმავლობაში, არ გამოვიყენე 9000-მდე შანსი, წავაგე 300-მდე თამაში, 26-ჯერ მეგონა, რომ თამაშისთვის გადამწყვეტ მომგებიან ბურთს ჩავაგდებდი, მაგრამ შევცდი. მე ვმარცხდებოდი კიდევ და კიდევ. სწორედ ამან მაქცია წარმატებულად.“ - მაიკლ ჯორდანი.  

•    „ვისაც ძალიან უნდა მაღლა ასვლა, ის კიბესაც გამოიგონებს.“ - ძველი იაპონური გამონათქვამი.

•  „ყველაზე მეტ დროსა და ენერგიას გასაკეთებელ საქმეებზე მარადიული და არაფრის მომტანი ფიქრები გვართმევს“ - კერი გლისონი.

• „შეგიძლიათ ისწავლოთ ნებისმიერი რამ, რაც დასახული მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.  არ არსებობს არავითარი ლიმიტი“ - ბრაიან თრეისი.

•   „პატიოსნება - ეს არის პირველი თავი სიბრძნის წიგნში“ - თომას ჯეფერსონი.

• „უწყვეტი და მიზანმიმართული შრომა ყველა წინააღმდეგობას დაძლევს, ყველა დაბრკოლებას გადალახავს“ - კლოდ ბრისტოლი.

• „შეასრულეთ თქვენი სამუშაო. შეასრულეთ არა უბრალოდ, არამედ დაუმატეთ ისეთი რამ, რაც ყველაფერ დანარჩენს გადაწონის“ - დინ ბრიგსი.

•  „იმუშავეთ ისე, როგორც შეგიძლიათ, იმათთან, ვისთანაც მოგიწევთ და იქ, სადაც ხართ.“ - თეოდორ რუზველტი.

• „დაგეგმვა - ეს არის მომავლის აწმყოში გადმოტანა, რაც საშუალებას გაძლევთ, განსაზღვროთ ხვალინდელი დღე.“ - ალან ლაკეინი.

•  „აი ნამდვილი ძლიერების საიდუმლო - ისწავლეთ საკუთარი რესურსების გამოყენება და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ისინი მოცემული ამოცანის შესრულებისკენ“ - ჯეიმს ალენი.

 

კარიერული გზა გრძელი და ხანგრძლივია, ამიტომაც გასათვალისწინებელია ეს რჩევები მათთვის, ვინც ამ გზას მიუყვებიან ან აპირებენ, რომ გაუყვნენ.

 

| გააზიარე
მოგწონთ?