სურვილიდან წარმატებამდე - 12 რეკომენდაცია


არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხართ ან რას საქმიანობთ, ყველა ადამიანს აქვს სურვილი იყოს წარმატებული. თუმცა წარმატების ცნება ყველასთვის განსხვავებულია. მისი მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ ადვილი არ არის. სტატიაში მოცემულია რჩევები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ:

 

1. აკეთეთ საყვარელი საქმე

საქმე, რომელიც არ გიყვართ, ვერ გაგხდით წარმატებულს, რადგან მუშაობთ იმისთვის, რომ გქონდეთ ფული და არა ბედნიერება. ყველაზე კარგი გზაა იპოვოთ რაც გიყვართ და მიიღოთ ანაზღაურება მისგან. 

 

2. დააბალანსეთ ცხოვრება

სამსახურის გარდა ეცადეთ დრო გართობისთვის, ვარჯიშისა და დასვენებისთვისაც გამონახოთ. ამით თავიდან აიცილებთ სტრესს, რომელიც გაფერხებთ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

 

3. ნუ შეგაშინებთ წარუმატებლობა

მარცხი ტრაგედია არ არის. პირიქით მიზეზია, რომელიც გვაძლევს საშუალებას ხელმეორედ ვცადოთ და რაღაც უკეთ გავაკეთოთ. უინსტონ ჩერჩილი ამბობდა: ,,წარმატება არის დამარცხებათა სერია, ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე.“ 

 

4. მოერიდეთ კონფლიქტს

მიიღეთ ადამიანები ისეთი, როგორებიც არიან. თუ ამას ვერ ახერხებთ, სჯობს მოერიდოთ მათ. კონფლიქტური სიტუაციები მოქმედებს თქვენს ნერვულ სისტემაზე და გაფერხებთ. დააფასეთ ურთიერთობები.

 

5. ნუ შეგეშინდებათ ახალი იდეის გამოცდის

მარკ ტვენი ამბობდა: ,,პიროვნება ახალი იდეით არის ენერგია მანამ, სანამ იდეა წარმატებად არ იქცევა.“

 

6. იწამეთ საკუთარი შესაძლებლობების

,,სანამ ოცნება შეგიძლიათ, შეგიძლიათ მისი განხორციელებაც.“ - უოლტ დისნეი

 

7. დათმეთ ,,მომწამვლელი“ ადამიანები

,,თქვენ ხართ საშუალო არითმეტიკული იმ ხუთი ადამიანისა, რომელთანაც ყველაზე  დიდ დროს ატარებთ.“ ჯიმ რონი.  ამიტომ ფრთხილად აირჩიეთ მეგობრები.

 

8. ნუ იქნებით დამოკიდებული სოციალურ მედიაზე

ხშირად ტელევიზორი და სოციალური მედია გართმევთ დიდ დროს, თუმცა სანამ იყენებთ მათ გგონიათ, რომ საკმარისი დრო გაქვთ.

 

9. დაგეგმვა საკმარისი არ არის

აუცილებელია შეიმუშაოთ გეგმა და ბოლომდე მისდიოთ მას.

 

10. დატკბით კონკრეტული მომენტით

ნუ იცხოვრებთ მუდმივად წარსულით ან მომავლით. ,,დაიჭირეთ“ ბედნიერი წუთები აწმყოში.

 

11. ნურავის შეადარებთ თავს

თქვენ უბრალოდ თქვენ ხართ. თქვენი ცხოვრების წესიც ინდივიდუალურია. თუ გსურთ იყოთ წარმატებული და ბედნიერი, შეწყვიტეთ თქვენი ცხოვრების სხვისი ცხოვრებისთვის შედარება. ასე ყოველთვის ნაკლებად ბედნიერი და წარმატებული აღმოჩნდებით.

 

12. არ დაკმაყოფილდეთ მიღწეულით

წარმატებას მუდმივად სიახლის ძიებითა და შრომით თუ მოიპოვებთ. ნუ მოიგონებთ მიზეზებს თავის გასამართლებლად. ,,მიზეზი ლურსმანია, რომლითაც მარცხის სახლი შენდება.“ - ჯიმ რონი.

| გააზიარე
მოგწონთ?