5 რამ, რასაც არავინ გეტყვით პირველ სამსახურში


თუ თქვენ ახლა ეძებთ პირველ სამსახურს მაშინ, ეს სტატია გაგიმხელთ იმ 5 საიდუმლოს, რასაც პირველ ეტაპზე არავინ გეტყვით. ხოლო მათ, ვისაც უკვე აქვს დიდი გამოცდილება, ნახავს რა არის ის რაც, მათ თავიდანვე უნდა სცოდნოდათ. 

1. თქვენი ცხოვრების მთავარი მისია/დანიშნულება
იღბლიანია ის ადამიანი, ვისაც გარშემომყოფები დაეხმარებიან თავისი ცხოვრების დანიშნულებისა და მისიის აღმოჩენაში ან უჩვენებენ მათკენ მისასვლელ სწორ გზას. თუმცა, გახსოვდეთ, რომ თქვენი მისია და დანიშნულება მხოლოდ სამუშაო გარემოს არ უკავშირდება და ეს უფრო კომპლექსური საკითხია. პირველ სამსახური საუკეთესო შანსია, აღმოაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები, ჩამოყალიბდეთ ინდივიდუალურ პიროვნებად და შემდეგ გადაწყვიტოთ, რა უნდა იყოს თქვენი ცხოვრების მთავარი ღირებულებები.

2. როგორ აუაროთ გვერდი ''რთულ'' სამუშაო ეტიკეტს
მოდით ვიყოთ გულწრფელები - ყველა კომპანიაში არსებობს გარკვეული ''უსიტყვო წესები'', რომლის შესახებაც, პირველ ჯერზე შესაძლოა თქვენ ვერასოდეს გაიგოთ. კომპანიის დაუწერელი პრინციპების მისახვედრად, გარკვეული დრო და დეტალებზე ფოკუსირებაა საჭირო.

3. შეკითხვების დასმის ეფექტურობა
გახსოვდეთ, რომ სამსახური ეს თქვენი პასუხისმგებლობაა და ვინც შეკითხვებს არ სვმას, ვერც პასუხებს იღებს. შესაბამისად შეისწავლეთ ყველაფერი რასაც ხედავთ და იყავით ზომიერად ცნობისმოყვარე. გამოავლინეთ ინტერესი. იმისათვის, რომ დაიწყოს თქვენი მდგომარეობის შეცვლა, მიაღწიოთ სამსახურებრივ წინსვლას და წარმატებას, უნდა იცოდეთ რა გზებით მიაღწიოთ სასურველს. გასოვდეთ, შეკითხევბის დასმა ეფექტურია.

4. ცხოვრებისა და სამსახურის დაბალანსების რეცეპტი
პირველ სამსახურში, ვერც ცხოვრების და სამსახურის დაბალანსების რეცეპტს მიიღებთ და ეს სულაც არ არის გასაკვირი. კარიერისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმისას, თქვენ განვითარებაზე და მაღალ შედეგებზე ხართ ორიენტირებული. ამისათავის ოფისში გვიანობამდე მუშაობთ, დავალებებს კი ყოველ შაბათ-კვირას იღებთ და ასეთ პირობებში ბალანსის შენარჩუნება რა თქმა უნდა გაგიჭირდებათ. მართალია, ესეთი მონდომება გაზრდის თქვენი წარმატების შანსებს, თუმცა გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატება ასევეა დამოკიდებული იმაზე, რაც თქვენი ოფისის გარეთ ხდება.

5. კომპანიის სრულყოფილი გარემოს შესახებ
მიიღეთ კომპანიაში არსებული მდგომარეობა. გაითვალისწინეთ, რომ  ყველა კომპანიას აქვს თავის უნიკალური შიდა სტრუქტურა, კორპორატიული კულტურა და  ინდივიდულური სუსტი და ძლიერი მხარეები. ყველაფერის შესახებ მარტივად მაშინ გაიგებთ, როცა ახალ საფეხურზე გადახვალთ და გარკვეულ სამუშაო გამოცდილებას დაიგროვებთ. რაც მოგცემთ შესაძლებლობას შეადაროთ რა შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს აქ და რა არა. 

და ბოლოს, გახსოვდეთ რომ ''ცხოვრება არ იყოფა სემესტრებად, თქვენ არ გექნებათ არდადეგები და თქვენი ხელმძღვანელი საკუთარი თავის ძიებაში არ დაგეხმარებათ. ყველაფერი თავად უნდა გააკეთოთ!''  ბილ გეითსი.


მარიამ შარიქაძე
წყარო: businessinsider.com

 

| გააზიარე
მოგწონთ?