დაუსვით საკუთარ თავს 3 შეკითხვა და დაიწყეთ კარიერა თავიდან


ერთი წუთით დაფიქრდით, ოდესმე წარმოგედგინათ, რომ იმას გააკეთებდით რასაც დღეს აკეთებთ? თქვენი ამჟამინდელი სამსახური არის ის, რაზეც ოცნებობდით? ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისათვის რომ, არ აისრულოთ სურვილები.

თუ ოდესმე გიკითხავთ უფროსი ადამიანებისთვის ჰქონდათ თუ არა გადაწყვეტილი რისი მიღწევა სურდათ, ალბათ უმეტესობა გეტყვით რომ ჰქონდათ, თუმცა მათ ვერ მოახდინეს რეალიზება თავისი გეგმების, რის გამოც ახლა ძალიან ნანობენ. ნუ დაუშვებთ იგივე შეცდომას თქვენც. რამდენჯერ მოგისმენიათ სხვებისგან, რომ ერთ დღეს გახდებიან ისეთი პიროვნებები, როგორებიც სურთ რომ იყვნენ? ადამიანებს ჰგონიათ, რომ თუ ამაზე ისაუბრებენ კარიერულ სურვილებს უფრო ცოცხლად შეინახავენ.

შეხვედრიხართ ოდესმე წარმატებულ ადამიანს, რომელმაც ყველაფერს ასეთი პასიური მდგომარეობით მიაღწია? ისინი ტოვებენ ძველ სამსახურს და მალევე იწყებენ მუშაობას უკეთეს ადგილას, ან იდეებს რეალობად აქცევნ და წარმატებულ ბიზნეს ქმნიან. ამ დროს ფიქრობთ - როგორ იზიდავენ წარმატებას ეს ადამიანები?
ვალადებულება საკუთარი მიზნების მიმართ აიძულებს ამ ადამიანებს აკეთონ ყველაფერი წარმატების მისაღწევად. დაფიქრდით, ის რასაც დღეს აკეთებთ გეხმარებათ სამომავლო მიზნების მიღწევაში? თუ არა მაშინ დროა დაფიქრდეთ რა უნდა შეცვალოთ. არსებობს სამი გზა  იმისათვის, რომ თავიდან განიხილოთ ოცნებები:

1. დაიწყეთ კითხვით ,,რატომ“
აუცილებლად გაეცით პასუხი კითხვას -,,რატომ“. ეს შესამჩნევად ზრდის მოტივაციას. ხშირად შეიძლება დაგავიწყდეთ თუ რისთვის მუშაობთ,  საჭიროა ეს საკუთარ თავს შეახსენოთ.

2. შემდეგი კითხვაა ,,როგორ“
რა უნდა გააკეთოთ ყოველდღიურად, რომ მიაღწიოთ ისეთ კარიერას როგორზეც ოცნებობთ? რა მოქმედებების გაკეთება გსურთ? უნდა გახსოვდეთ, რომ მხოლოდ კონკრეტულ მოქმედებებს შეუძლია მიგიყვანოთ რეალურ  შედეგამდე. გამოააშკარავეთ სამი პრიორიტეტი, რომელიც ნამდვილად მიგიყვანთ დასახულ მიზნამდე და შემდეგ დაყავით ის პატარა ნაწილებად.

3. დაბოლოს ,,როდის“
მას შემდეგ, რაც პასუხს გასცემთ კითხვებს ,,რატომ’’ და ,,როგორ’’ შეადგინეთ გეგმა, თუ როდის განახორციელებთ თითოეულ მოქმედებას.
ზოგჯერ, ჩვენი ოცნებები იმაზე ბევრად ახლოსაა, ვიდრე წარმოგვიდგენია, უბრალოდ ეცადეთ იპოვოთ მათკენ მიმავალი გზა.


ფიქრია ექვთიმიშვილი

 

| გააზიარე
მოგწონთ?