როგორ გამოვასწოროთ შეცდომები?


ყოველ ნორმალურ და ჭკვიან ადამიანს სურს გამოასწოროს შეცდომები, გახდეს უფრო ბედნიერი და წარმატებული. სამწუხაროდ, ყველას არ ესმის და არც აღიარებს, რომ  შეცდომები გარკვეულწილად გვეხმარება კიდეც დასახული მიზნების სწორად მიღწევაში.

შეცდომები, ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, ამიტომ საჭიროა მუდმივად ვიფიქროთ, როგორ გამოვიყენოთ ის, ახალი ცოდნის და გამოცდილების მიღების საშუალებად.

სტატიაში მოცემული რჩევები დაგეხმარებათ ახლებურად შეხედოთ მათ და გამოიყენოთ ისინი თქვენს სასიკეთოდ.
პირველ რიგში, ჩამოვწეროთ ფურცელზე სიის მსგავსად ის, რასაც ჩვენ შეცდომად თვლით და ნათლად დავინახავთ რას ვაკეთებთ არასწორად. ამასთან, აუცილებლად დაგვჭირდება, შევქმნათ საკმარისი შინაგანი მოტივაცია და ძლიერი სურვილი, შევცვალოთ ჩვენი ხედვა პოზიტივისკენ და შევამჩნევთ, როგორ დატოვებს მარცხი და წარუმატებლობა ჩვენს ყოველდღიურობას.

შეცდომის გამოსწორება აღიარების გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა აღიარება არ ნიშნავს, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება. სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა:

  • ვიაზროვნოთ კრეატიულად - დავუსვათ საკუთარ თავს შეკითხვა და გონივრულად ვუპასუხოთ: რამდენად განსხვავებული გზით შემიძლია ამ პრობლემის/შეცდომის მოგვარება? როგორ შემიძლია საკითხის სხვადასხვანაირად ფორმულირება? ასეთი შეკითხვები გვეხმარება, განსხვავებული მხრიდან დავინახოთ და შევაფასოთ არსებული რეალობა;
  • კრეატიულად ფიქრთან ერთად აუცილებელია უფრო ყურადღებით დავაკვირდეთ ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც სამყარო შემოგვთავაზებს მოულოდნელად, სხვადასხვა ხელსაყრელი შანსების გამოჩენით. ვიყუროთ იქ, სადაც ადრე ვერაფერს ვერ ვხედავდით;
  • მოვუძებნოთ რაც შეიძლება ბევრი დადებითი მხარე  შეცდომას, რომელიც დავუშვით. დავფიქრდეთ, რა დადებითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ პრობლემის ჭკვიანურად მოგვარებამ ჩვენთვის?
  • ავიღოთ, მაგალითად ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რომლის არსებობაც ძალიან გვაწუხებს და დავფიქრდეთ, როგორ მოაგვარებდა ამას ჩვენთვის მისაბაძი, სამაგალითო და წარმატებული პიროვნება, ან რა რჩევას მოგვცემდა პერსონალურად ჩვენ, მაგალითად: სტივ ჯობსი, ბილ გეიტსი ან რომელიმე ფილოსოფოსი: სოკრეტე, პლატონი, არისტოტელე, ან სხვა. მას შემდეგ, როცა ამ შეკითხვაზე პასუხს ვიპოვით, უბრალოდ შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ.

საკითხის ამგვარი მიდგომით, ჩვენ ყოველთვის მოგებული დავრჩებით. კრეატიულად გამოვასწორებთ შეცდომებს, დავიგროვებთ გამოცდილებას და მივიღებთ მეტ სარგებლობას, ვიდრე უბრალოდ შეცდომის გამოსწორებაა. გამოიყენეთ ეს რჩევები პრაქტიკაში და თავადვე შეაფასეთ შედეგები.

ჩვენ კი გისურვებთ, გქონდეთ რაც შეიძლება ნაკლები შეცდომები და ბევრი ისეთი ღირებული გაკვეთილი, რომელიც თქვენს ცხოვრებას უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის.   


მარიამ შარიქაძე

| გააზიარე
მოგწონთ?