როგორ იწყება წარმატებული ადამიანების დილა


ალბათ დამეთანხმებით, რომ ბედნიერი დღის საწინდარი, სწორად დაწყებული დილაა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, ამ სტატიაში გაგიზიაროთ მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ადამიანების დილის რიტუალები და კიდევ ერთხელ გაჩვენოთ, რომ წარმატებულ ადამიანებს მართლაც წარმატებული ჩვევები ახასიათებთ.

მარკ ტვენის თქმით, უმჯობესია თუ  დილიდანვე ცოცოხალ ბაყაყს მივირთმევთ და მთელი დღე აღარაფერზე ვინერვიულებთ, რადგან ამაზე უარესი, უკვე არაფერი მოხდება.

Richard Branson _ 2014 წლის ბლოგ პოსტში იგი განმარტავს თუ რატომ დგება ყოველ დღე დილის 5 საათზე: ''ამ დროს მე შემიძლია ვივარჯიშო და მეტი დრო გავატარო ჩემი ოჯახის წევრებთან. ყველაფერი ეს, საქმის დაწყებამდე საოცარ განწყობას მიქმნის''.

Jack Dorsey _ ''Square'' და ''Twitter'' -ის დამფუძნებელი დილას 5 საათზე იწყებს, 30 წუთი მედიტაციას უთმობს და ვარჯიშის დასრულების შემდეგ ყავას თვითონვე იმზადებს.

Tory Burch _ მისივე სახელობის მარკის დამფუძნებლის დილა 5:45 წუთზე იწყება. დილიდანვე ამოწმებს მეილებს, ზრუნავს თავის 3 ვაჟზე და 45 წუთს ვარჯიშს უთმობს. რადგან იგი სწრაფად მომზადებას ანიჭებს უპირატესობას სახლიდან ხშირად სველი თმითაც კი გადის. თმაც ბუნებრივად შრება და თვითონაც უფრო ბუნებრივად გამოიყურება. 

Arianna Huffington _ იგი სრულფასოვანი ძილის ერთგულია. კარგად დასასვენებლად და გამოსაძინებლად სრული 8 საათი სჭირდება. დილას კი ყოველთვის მედიტაციით იწყებს.

Steve Jobs _ 2005 წლის სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამოსვლისას, მან თქვა, თუ რას ეკითხება ყოველ დილით საკუთარ თავს: ''დღეს რომ ჩემი ბოლო დღე იყოს, მომინდებოდა თუ არა იმის გაკეთება რასაც დღეს ვაპირებ? და როდესაც ამ კითხვას მიყოლებით მრავალი დღის მანძილზე  უარყოფითი პასუხი აქვს, ვხვდები რომ რამე უნდა შევცვალო''.

Benjamin Franklin _ 1791 წელს როდესაც მან თავის  ბიოგრაფია დაწერა, აღნიშნა, რომ ყოველ დილით უნდა: ''ადგე, დაიბანო და კეთილი სიტყვებით ღმერთს მიმართო'' მისი აზრით, დილით ადრე ადგომა - ეს ბუნებრივი, სოციალური და რელიგიური მოვალეობაა.

Michelle Phan _ ინტერნეტ ვარსკვლავი და კომპანია ''IPSY''- ის დამფუძნებელი ამბობს, რომ დილის 5:30 წუთიდან იწყებს და პირველ რიგში  თავის youtube არხზე მომხმარებლების მიერ დატოვებულ კომენტარებს ინდივიდუალურად პასუხობს.

Elon Musk _ ცნობილი ''Space X''-სა და ''Tesla''-ს დამფუძნებელი თავის დროს ლოს-ანჯელესსა და Bay area-ს შორის ატარებს. დილის 10 საათიდან კი იწყებს ზარების განხორციელებას ჟურნალისტებსა და თანამშრომლებთან. 

Gary Vaynerchuk _ ''Vayner Media''-ს დამფუძნებელი დილას 6 საათზე იწყებს, სააბაზანოში სიახლეებს ეცნობა და სახლიდან გასვლამდე 5 წუთით შვილებს ემშვიდობება. მისივე თქმით, მანქანის მართვის დროს ოჯახის წევრებს ესაუბრება. 

Jeff Bezos _ ამაზონის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ყოველ ღამე 8 საათი სძინავს, ხოლო დილით, შეხვედრების ნაცვლად, მეუღლესან ერთად საუზმეს ამჯობინებს.

ჩვენი ჟურნალის ერთგულ მკითხველებს კი წარმატებულ, ენერგიულ და  ბედნიერ დილას გისურვებთ! გაგვიზიარეთ როგორ იწყება თქვენი დილა?


მარიამ შარიქაძე

წყარო: www.businessinsider.com

| გააზიარე
მოგწონთ?