როგორ გადავლახოთ წყენა და ბრაზი მარტივად


როგორ  გავუმკლავდეთ  წყენას  და  ბრაზს?

ამ  საკითხის  შესახებ   საკუთარ  გამოცდილებას  გაგიზიარებ:

ფიქრების  სახით  არავითარ  შემთხვევაში ცუდი  ენერგია არ  გაუგზავნო იმ ადამიანს, რომელმაც გაწყენინა

გაუფრთხილდი  შენს სულიერ  სამყაროს  და ამასთანავე  იზრუნე სხვებზე. თანამედროვე  სამყარო  სწორედ  მსგავს  დამოკიდებულებას მოითხოვს  ჩვენგან.

მომავალ სამყაროში ემოციების კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. რაც უფრო სწრაფად შევეცდებით განვთავისუფლდეთ ნეგატიური ემოციებისგან მით  უფრო ადვილად შევძლებთ სასიამოვნო წუთებით ტკბობას.

დარწმუნებული ვარ მოგწონს, როდესაც ბედნიერი ხარ, დადებითი ემოციები სასიამოვნოა, როდესაც ბრაზდები კარგავ შესაძლებლობას იყო კარგად. არ ღირს  სხვისი საქციელის გამო მოწყენილობაში გაატარო დღე, თვე და წელიწადი, ზოგჯერ წყენა, წლების მანძილზე გრძელდება.

არავითარ შემთხვევაში არ ესაუბრო იმ ადამიანს ფიქრებში, რომელმაც  გაგანაწყენა ასეთი ტიპის დიალოგი უსასრულოდ გრძელდება და იწვევს სტრესს.

როდესაც გაბრაზებული ხარ შეეცადე რამე ახალი საქმე წამოიწყო, რომელსაც მთელ შენს ენერგიას მოახმარ, რომელსაც გადასცემ შენს ფიქრებს. ამ გზით  განიტვირთები და დრო აღარ დაგრჩება ბრაზისა და წყენისათვის.

ჩვენი წყენა მართალია შეიძლება სამართლიანი იყოს, მაგრამ მას მხოლოდ ცუდი ემოციები მოაქვს. მე ბედნიერი მინდა ვიყო, იმეორე ეს სიტყვები და იგრძნობ, რომ  ნამდვილად არ გსურს ცუდ განწყობაზე ყოფნა.

შეგიძლია მოუსმინო მუსიკას, რომელიც შენს განწყობას შეეფერება. მოუსმინე  მას რადენჯერმე და იგრძნობ რომ დაახლოებით ერთი საათის შემდეგ  განთავისუფლდები ბრაზისგან.

დახუჭე თვალები და ვიზუალიზაცია მოახდინე შენი ბრაზის. რის  ფორმას  მისცემდი მას, თუ გსურს ფრინველების გუნდს შეადარე იგი, რომელიც  მაღლა -  მაღლა მიიწევს და წარმოიდგინე როგორ თავისუფლდები მისგან.

თუკი გვეცოდინება ფსიქოლოგიის საფუძვლები, რომ ადამიანი მისი ნერვული სისტემის მიხედვით მოქმედებს, ზოგჯერ იმპულსურად, რომ ჩვენს სიტყვებს, ქმედებებს, საქციელს ჩვენი აღზრდა, ის თუ როგორ გარემოში აღვიზარდეთ, როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი შუბლის წილები, ვიზრდებოდით სტრესულ სიტუაციაში თუ პირიქით. ეს გარემოებები აყალიბებს ჩვენს ფსიქოლოგიას და ჩვენი განცდები ბრაზი, წყენა, ბოღმა, შური, ხშირად არ არის დამოკიდებული პიროვნებაზე რომ უარყოფითი ემოციები მხოლოდ ჩვენს ნერვულ სისტემაზეა დამოკიდებული, ადვილად  ვაპატიებთ  ერთმანეთს.

| გააზიარე
მოგწონთ?