ცხოვრებისეული მეტამორფოზა


          ყოველ დილით ჩვენს  ოთახებში  მზის სხივები იჭრებიან და ირგვლივ ყველაფერს სინათლით მოსავენ. ამ დროს ჩვენი გონებაც გამოღვიძებისთვის ემზადება. ჩვენც თვალებს ვახელთ და ამ მომენტიდან მრავალი აზრი მოაწყდება  ქვეცნობიერს.

 ორი მხარე, ნათელი და ბნელი, თავისკენ გექაჩება. ერთი  გიბიძგებს, გაღვიძების შემდგომ კვლავ ჩაება ცხოვრების ფერხულში, ხოლო მეორე მხარე, შესასრულებლად უფრო მარტივ გზას გიხატავს, რომელსაც წარუმატებლობამდე მიჰყავხარ.

 სწორედ ამგვარად,  ყოველ დილით, გამოღვიძებისას, ჩვენ ჩვენს ცხოვრებას ვძერწავთ.  ყოველი ახალი დღე ჩვენ შეგვიძლია საფუძვლად დავუდოთ ჩვენს ცხოვრებისეულ ტრიუმფს და რადიკალურად გარდავქმათ ის.

 დიახ, ყოველი დღე ჩვენს დიდ გამოღვიძებად შეგვიძლია, ვაქციოთ. ეს ყველაფერი კი საკუთარ თავთან კითხვების დასმითა და მოტივაციის პოვნით  იწყება.

რა გაბედნიერებს? რა ხდის შენს  ცხოვრებას მშვენიერს? რა განიჭებს თავდაჯერებულობას?

თუ ამ კითხვებზე პასუხი შენთვის აშკარაა, მაშინ რთული არაა მიხვდე რა ქმნის შენში მოტივაციას, რა გიბიძგებს, რომ შენი ცხოვრება ბედნიერების საუკუნედ აქციო, სადაც ყოველი წამი მადლიერების შეგრძნებას დაგიტოვებს და გაგრძნობინებს შენს იღბლიანობას, რომელიც ასევე ყოველ დილით მზის ამოსვლისა და შენი თვალების გახელით იწყება.

 შეწყვიტე ფიქრი, რომ შენ არ ხარ საკმარისად კარგი!, რომ შენ არ შეგიძლია, შენი დასახული მიზნები რეალობად აქციო. გათავისუფლდი შიშისგან და არასაკმარისობის შეგრძნებისგან.

შეწყვიტე მოსმენა სოციუმისა, რომელიც ამავე აზრებით შთაგაგონებს! და ცდილობს, მათი აზრთა ტყვე გაგხადოს.  

გამოდი სტაციონალური მდგომარეობიდან!! და იბრძოლე შენი მიზნებისთის

გაბედე!

მოინდომე! გახდე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ისეთი, როგორიც გსურს, რომ იყო, რომლითაც იამაყებდი და სხვებსაც აამაყებდი. შენი ცხოვრება შენს ხელთაა! და ჭეშმარიტებას თავად უნდა მიაკვლიო, ეს წინაღობებით აღსავსე გზა თავად უნდა გაიკვალო. ნუ გადადებ საქმეს გაუკვეველი დროით, რადგან ეს დროის ხანგრძლივობა, უმეტეს შემთხვევაში, უსასრულობად იქცევა. ამ მომენტში კი შენ თავს არასწორ მიმართულებას აძლევ, ლაბირინთში შეგყავს, სადაც გზააბნეული, მხოლოდ არსებობის უკანასკნელ წამს მიხვდება, სად იმალება ჭეშმარიტება, მაშინ კი, სინანულის გარდა, აღარაფერი დარჩება.

 იბრძოლე! რადგან ცხოვრება ბრძოლის ველია და გამარჯვებული, ისაა, ვინც, მიუხედავად დაცემებისა, სირთულეებისა და განსაცდელისა, არასდროს ნებდება და იბრძვის ტრიუმფამდე.

| გააზიარე
მოგწონთ?