10 უნარი, რომელიც ყველამ უნდა გამოიმუშაოს 20 წლის ასაკში


20 წელი დამაბნეველი ასაკია. ეს ის დროა, როდესაც სკოლის მოსწავლე უკვე აღარ გქვიათ, თუმცა მოწიფულობამდე ჯერ კიდევ ბევრი რამის სწავლა გჭირდებათ. ეს არის ეტაპი, როდესაც პასუხისმგებლობა საკუთარ წარმატებაზე თავადვე უნდა აიღოთ.

იმისათვის, რომ ამ რთულ ასაკში სწორად მანევრირება შეძლოთ, ჩვენ მიმოვიხილავთ სასარგებლო უნარებს და გამოვყოფთ რჩევებს, რომელიც დაგეხმარებათ ამ ათწლეულის გონივრულ ათვისებასა და გამოყენებაში.

 

1. როგორ ვიყოთ გულახდილები

როდესაც შეხვედრაზე აგვიანებთ ყველაზე მაცდურ გამართლებად შესაძლოა საცობის, მოძრაობის შეფერხებისა და ტრანსპორტის დადანაშაულება მოგეჩვენოთ.

უმჯობესია, თავის მართლების ნაცვლად უბრალოდ მოიბოდიშოთ. ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე თქვენი გულწრფელობის ეჭვქვეშ დაყენება.

 

2. როგორ მივიღოთ კრიტიკა

არავის მოსწონს, როდესაც ეუბნებიან, რომ ცდება ან რაიმეს ცუდად აკეთებს. მაგრამ გაითვალისწინეთ, „თუ გსურთ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოთ, ყოველთვის უნდა მიიღოთ კრიტიკა და დადებითად შეხვდეთ მას, არასდროს იფიქროთ უარყოფითად იმ ადამიანებზე, რომლებიც შეცდომებზე მიგითითებენ“.

 

3. როგორ მოვითხოვოთ ის, რაც გვსურს

თუ გამბედაობა არ გეყოფათ იმისათვის, რომ ხელფასის გაზრდა ან დაწინაურება მოითხოვოთ, მათი მიღების შანსიც არ მოგეცემათ. თუ თხოვნაზე ფიქრისას ნერვიულობა გიპყრობთ, წაივარჯიშეთ, თუნდაც მაღაზიის გამყიდველისთვის ფასის დაკლების თხოვნით. 

რაც უფრო მეტად ჩაიგდებთ თავს უსიამოვნო სიტუაციაში, მით უფრო მეტად იგრძნობთ, რომ ის სულაც არ არის ასეთი დისკომფორტული. 

 

4. როგორ შევასრულოთ პირობა

პირობის გატეხვით ადამიანებს თქვენდამი ნდობასა და რწმენას აკარგვინებთ, რაც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო რთული გამოსასწორებელი ხდება.“

 

5. როგორ ვიყოთ პიროვნულად ძლიერი

ცხოვრება სავსეა იმედგაცრუებით, წარუმატებლობითა და მწუხარებით, ეს კი  არის შესანიშნავი დრო, რათა გამოსცადო დაცემა, დაუშვა შეცდომები და ფეხზე წამოდგე.“ 

 

6. როგორ ვიცხოვროთ საკუთარი რესურსებით

ნუ დაეყრდნობით ცხოვრების სტილს, რომელიც დიდხანს ვერ გასტანს. ისწავლეთ თავშენახულად ცხოვრება, ამის შემდეგ შეგიძლიათ თავს განებივრების უფლება მისცეთ, რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში.”

 

7. როგორ მივიღოთ შესაძლო ცვლილებები

ელოდეთ ცხოვრებისგან სასიამოვნო სიურპრიზებს და გაუხსენით კარი ცხოვრებისგან შემოთავაზებულ სიახლეებს.  

 

8. როგორ მივიღოთ გადაწყვეტილება

„ხიდი, რომელსაც მივყავართ ანალიზიდან ქმედებამდე, არის ეფექტური გზა გადაწყვეტილების მიღებისა, როდესაც იცი, რა გააკეთო ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე. კრიტიკის არ ქონა შესაძლოა ისეთივე სახიფათო იყოს, როგორც ზედმეტი ანალიზი და ფიქრი გადაწყვეტილების მიღებისას“. 

 

9. როგორ მოვაწონოთ სხვებს თავი

უნდა ისწავლო შთაბეჭდილების მოხდენა ადამიანებზე, განსაკუთრებით კი ბიზნესში, სადაც საკუთარი თავი კლიენტებსა და პოტენციურ დამსაქმებელს უნდა ,,მიჰყიდო", პარტნიორის მოძებნისას კი უნდა აჩვენო მას რა პოტენციური სარგებელი ელის შენთან ურთიერთობით.“ 

 

10. როგორ ვიყოთ მომთმენი

უდავოა, რომ ამბიციურობა მნიშვნელოვანია მიზნის მიღწევისათვის, მაგრამ ნუ დაღონდებით თუ ეს სწრაფად არ მოხდება. მნიშვნელოვანი მოვლენები ერთ ღამეში არ იცვლება, აცადეთ მათ მომწიფება, ამას ბევრი შრომა, ფიქრი, ბრძოლა, შეცდომის დაშვება და მასზე სწავლა სჭირდება. 

 

| გააზიარე
მოგწონთ?