7 ნიშანი იმისა, რომ თქვენი თანამშრომელი არ არის ბედნიერი სამსახურში


ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ სამსახურში სასიამოვნო ატმოსფერო და ბედნიერი კოლექტივი კომპანიის წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა. სამწუხაროდ, დღეისათვის უმრავლესობისთვის სამსახური მხოლოდ ფულის დაგროვების საშუალებაა და ნაკლებად იღებენ საკუთარი საქმისგან სიამოვნებას.

ხშირად, რთულია ამოიცნო შენს კოლექტივში ადამიანი, რომელიც სამუშაო პირობების გამო თავს ცუდად გრძნობს. ბევრ თქვენგანს გაუჩნდება კითხვა, გვაქვს კი იმდენი უნარი, შევძლოთ ასეთი პიროვნების ამოცნობა, თუკი იგი თავად არ გვაცნობებს ამის შესახებ?! 

მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშნები ხშირად ნათელი არ არის, მაინც შეგვიძლია თავი მოვუყაროთ იმ საერთო 7 თავისებურებას, რომელიც გვამცნობს, რომ თანამშრომელი უბედურია და დროა რაღაც შევცვალოთ:

 

1. ისინი ამცირებენ საკუთარ პასუხისმგებლობებს

კომპანიის პროდუქტიულობისთვის საჭიროა, რომ თანამშრომლებმა თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოამჟღავნონ. უკმაყოფილო კადრი კი მხოლოდ იმდენს აკეთებს, საყვედური რომ არ დაიმსახუროს. ამას განაპირობებს ენთუზიაზმისა და შთაგონების ნაკლებობა. შესაბამისად, მათთვის შრომა მხოლოდ ფულის მიღების დონემდე დაიყვანება. 

 

2. მათი პოვნა თითქმის შეუძლებელია

უკმაყოფილო თანამშრომელი გამუდმებით აგვიანებს სამსახურში. ამის გარდა, ისინი მუშაობის დროს თვალს არ აცილებენ საათს, ხშირად გაურბიან სამსახურეობრივ მოვალეობებს.

 

3. მათ არ ჰყავთ მეგობრები სამსახურში და მოსწონთ განცალკევებით ყოფნა

სამსახურში დატვირთულ დღეებთან გამკლავება რთულია, თუ მომუშავე პერსონალს შორის არამეგობრული ატმოსფეროა. შესაბამისად, კომპანია უნდა იყოს ისეთი „დიდი კულტურის სახლი“, სადაც შესაძლებელი იქნება მეგობრული ურთიერთობების ფორმირება. თუ თანამშრომელს არ აქვს კარგი ურთიერთობა კომპანიაში დასაქმებულ სხვა ადამიანებთან, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი თავს სამსახურში კარგად გრძნობდეს. 

 

4. ისინი არ უწევენ სხვებს რეკომენდაციებს 

როდესაც თანამშრომლებს, რომლებსაც არ უყვართ თავიანთი სამსახური სთხოვ, რომ ვინმეს გაუწიონ რეკომენდაცია ვაკანტურ პოზიციაზე და ამავდროულად მათ დამატებით ბონუსებსაც ჰპირდები, ისინი მაინც თავს არიდებენ ამის გაკეთებას. ეს უკვე „განგაშის ზარის“ ტოლფასია. ამის მიზეზი შეიძლება მხოლოდ ერთი იყოს - მათ არ სურთ ვინმე მათ საახლობლოში ისეთივე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, როგორშიც თავად არიან.

 

5. ისინი თავს გრძნობენ შეურაცხყოფილად

განაწყენებული თანამშრომლები კიდევ უფრო ცუდად გრძნობენ თავს, თუ კომპანიის უფროსი გადაწყვეტს ისეთი თანამშრომლის უფრო მაღალ პოზიციაზე დანიშვნას, ვისაც თავად ეჭვის თვალით უყურებენ. მით უმეტეს, თუ თავად ეს თანამშრომელი დიდი ხანია, რაც ამ კომპანიაში მუშაობს. ამგვარმა მოპყრობამ შესაძლოა გამოიწვიოს მოტივაციის გაქრობა და თანამშრომლის განაწყენება. 

 

6. ისინი არიან იდუმალებით მოცულნი

თუ ზედმეტად თვალშისაცემი გახდება, რომ თანამშრომლები ბევრ დროს ატარებენ სოციალური ქსელებით საუბარში, მაშინვე მალავენ სასაუბრო ფანჯარას, როგორც კი მათ მაგიდას უახლოვდებით დიდია ალბათობაა იმისა, რომ ისინი ამ დროს საუბრობდნენ, რა დიდი სიამოვნებით იმუშავებდნენ სხვა ადგილას. 

 

7. ისინი ერთმანეთთან არ თანამშრომლობენ

უკმაყოფილო თანამშრომლებს ხშირად უყვართ პატარა ამბოხებების მოწყობა, რათა ამით გამოხატონ თავიანთი პრეტენზიები. შესაბამისად, ისინი ხშირად უგულებელყოფენ საკუთარ მოვალეობებს. 

 

ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები თქვენ დაგეხმარებათ უკმაყოფილო და უბედური თანამშრომლების ამოცნობაში. თუ რომელიმეს შეამჩნევთ, უნდა ეძებოთ გზა, რომ სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შემოაბრუნოთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს კადრი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში, უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს, თავად ხომ არ ხართ ამის მიზეზი და პრობლემა თქვენგან ხომ არ მომდინარეობს ?! უნდა შეგეძლოთ თქვენი თავის, როგორც დამქირავებლის შეფასება.

ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება, თუ თქვენს თანამშრომელს დაელაპარაკებით, რათა თავად შეძლოს აზრის გამოთქმა, ამის შემდეგ ერთად შეძლებთ გამოსავლის პოვნას. ეს პროცესი უმნიშვნელოვანესია, რადგან უკმაყოფილო თანამშრომლების განწყობა შესაძლოა გადამდებიც აღმოჩნდეს, რაც მომავალში ცუდად იმოქმედებს კომპანიის წარმატებასა და იმიჯზე.

| გააზიარე
მოგწონთ?