როგორ მოვასწროთ ყველაფერი გადატვირთული გრაფიკის პირობებში?


საქმიან ადამიანებს უწევთ შეხვედრები, მოგზაურობა, შასაბამისად ცხოვრების დაბალანსებაც. იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ რაიმე და მოასწროთ ყველაფრის გაკეთება, გთავაზობთ ათ მარტივ ნაბიჯს, რომელიც დაგეხმარებათ ცხოვრების უკეთ ორგანიზებაში.

 

1. ჩამოწერეთ ყველაფერი

მართალია, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, სადაც კალამი და ფურცელი მოძველებულია, მაგრამ ეს არის კარგი გზა, რაღაცების დასამახსოვრებლად. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა აპლიკაცია ამისათვის. 

 

2. მართეთ კალენდარი

როდესაც დაგეგმავთ საქმიან შეხვედრებს, მხოლოდ მეხსიერაბას ნუ დაეყრდნობით. გამოიყენეთ ჩანიშვნების განყოფილება თქვენს კალენდარში დეტალების ასახვის მიზნით.

 

3. ნუ დააყოვნებთ

ვწუხვარ, მაგრამ რაც არ უნდა ცუდი წასაკითხი იყოს, საქმის გაჭინაურება ზრდის სტრესს და არეულობას. რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში ელოდებით რაღაცას, მით უფრო რთული იქნება დავალების მიღება და შესაძლებელია შეზღუდული დროის განმავლობაში მოგიწიოთ მისი შესრულება.

 

4. მიანიჭეთ ყველაფერს ადგილი

შეიძლება გაგიკვირდეთ ეს, მაგრამ უნდა გააცნობიეროთ, რომ პატარა რამ შეიძლება იყოს ძლიერი იარაღი, როდესაც საქმე ეხება ორგანიზებას. მიეცით  ყველაფერს თქვენს ცხოვრებაში საკუთარი ადგილი. თუ ყველაფერს შეინახავთ თავის ადგილზე, მაშინ მათი დაკარგვის მცირე შანსი იქნება.

 

5. გათავისუფლდით უსარგებლო რამეებისგან

დიდი მნიშვნელობა აქვს  როგორ მოაწყობთ თქვენს ცხოვრებას. რეგულარულად მოიშორეთ ყველაფერი უსარგებლო. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ზედმეტი არეულობა.

 

6. დააბრუნეთ თავის ადგილას

მაშინ როდესაც ყველაფერს მიუჩენთ ადგილს და რაიმე დაგჭირდებათ, მაგალითად, აიღებთ ფანარს, ისარგებლეთ შემთხვევით და გამოყენების შემდეგ ნივთები დააბრუნეთ უკან.

 

7. გაუზიარეთ სამუშაო

ორგანიზებულმა ხალხმა იცის თუ როგორ გაუნაწილოს სამუშაო სხვებსაც.

 

8. შეეშვით მცდელობას იყოთ სრულყოფილი

მოწესრიგებულ ხალხს აქვს სურვილი იყოს სრულყოფილი, მაგრამ ისინი არ არიან ასეთები. მათ უბრალოდ ილუზია აქვთ შექმნილი, რადგან  აქვთ სივრცე და დრო, რაც მნიშვნელოვანია. თუ გრძნობთ, რომ ყველაფერი სრულყოფილად უნდა გააკეთოთ, თქვენ არ მიიღებთ შედეგს. ასე რომ ეცადეთ იყოთ საუკეთესო და მნიშვნელოვანი ფიგურა, ,,საკმარისად კარგი“  სხვებისთვის და დახმარების მისაღებად. ეს დაგეხმარებათ მეტი თავისუფალი დროის გამოყოფაში.

მას შემდეგ, რაც აღმოაჩენთ რამდენიმე საიდუმლოს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ დატვირთული გრაფიკის პირობებში, თქვენი საქმიანი დღე უფრო ნაყოფიერი გახდება და ნაკლებად გამოიწვევს სტრესს.


motivationgrid.com
 

| გააზიარე
მოგწონთ?