5 წესი, რომელიც გვაქცევს ადამიანებთან ურთიერთობის დიდოსტატად


ფსიქოლოგები ამბობენ, რომ არ არსებობენ კარგი და ცუდი ადამიანები, არსებობს კარგი და ცუდი ჩვევები. სწორედ ეს ცუდი ჩვევები და სტერეოტიპები გვიშლიან ხელს წარმატების მიღწევაში.

 

წესები, რომლებიც დეილ კარნეგმა შეიმუშავა, გვიჩვენებს მოკლე გზას იმისაკენ, თუ როგორ ვისწავლოთ ადამიანებზე გავლენის მოხდენა და გვქონდეს ეფექტიანი ურთიერთობები.

 

1. ნუ გააკრიტიკებთ

ალბათ ყველას გქონიათ მომენტი, როცა სუპერმარკეტში შედიხართ, პროდუქტის შერჩევისას ეძებთ წუნს და არა ფასეულობას. ეს ერთის მხრივ, ცუდი არ არის, თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ეს კრიტიკული შეხედულებები ყოველდღიურ ცხოვრებაში გვეჭრება. ობიექტური კრიტიკა სასარგებლოცაა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში კი არ ვაკრიტიკებთ ადამიანებს, არამედ შეურაცხვყოფთ. ეცადეთ, გააკეთოთ ოქროს შუალედი გაკრიტიკებასა და შეურაცხყოფას შორის!

 

2. შეაქეთ

იცოდით თუ არა, რომ არსებობს ორი სახის ტკბილეული, რომელიც არ შეიცავს ზედმეტ კალორიებს და მხოლოდ სარგებლის მომტანია? დიახ, ეს ტკბილეული არის შექება და მოწონება, რომლებიც ნებისმიერი ადამიანის კეთილგანწყობის მოპოვების ყველაზე მარტივი ხერხია, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ კომპლიმენტების თქმა - ეს ხელოვნებაა და მისი წარმოთქმის დროს სიყალბე და გადამეტება ნათლად ჩანს ხოლმე. ნუ შეგეშინდებათ შექების, გახდით ადამიანებისათვის სიტკბოს წყარო!

 

3. ისწავლეთ მოსმენა 

ნათქვამია: „თქვენ იმიტომ მოგეცათ ორი ყური და ერთი პირი, რომ  ორჯერ მეტად უნდა მოუსმინოთ, ვიდრე ილაპარაკოთ.“ კარგი თანამოსაუბრე  ის კი არაა, ვინც ბევრს ლაპარაკობს, არამედ ის, ვისაც მოსმენის უნარი აქვს. ეს უნარი იმაში კი არ მდგომარეობს, რომ გაჩუმებული იყოთ, როცა მეორე მხარე ლაპარაკობს, არამედ თქვენ უნდა ისმენდეთ ყოველ სიტყვას და სწორად გესმოდეთ მისი მნიშვნელობა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ სწორი რჩევის მიცემას და ნებისმიერ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემას.

 

4. ნუ იკამათებთ 

ძველი ანდაზა გვეუბნება, რომ კამათში იბადება ჭეშმარიტება. შესაძლებელია, რომელიმე ძალიან იშვიათ შემთხვევაში ეს მართლაც ასეა, თუმცა ხშირად კამათში არა ჭეშმარიტება, არამედ წყენა და გაუგებრობა იბადება. რადგანაც ადამიანები მაინც ემოციურები ვართ და უმეტეს შემთხვევაში ვერ ვაკონტროლებთ ემოციებს და არაობიექტურად ვაფასებთ მოვლენებს ამ დროს, საჭიროა ყველაფრის გარკვევა დამშვიდებულ მდგომარეობაში. ვერანაირი რკინის არგუმენტი ვერ დაარწმუნებს ადამიანს ისე, როგორც მისი პოზიციის გაგება და პატივისცემა.

 

5. ნუ იფიქრებთ იმაზე, რაც თანამოსაუბრეს უნდა

თუ გინდათ, რაღაც მიიღოთ, მიმართეთ არა თხოვნით, არამედ - დახმარების წინადადებით. ამისათვის საჭიროა ისწავლოთ სხვა ადამიანის თვალსაზრისზე დადგომა. დაიმახსოვრეთ - მთელი საქმე სატყუარაშია! თქვენ შეგიძლიათ უსასრულოდ შესთავაზოთ თევზს მარწყვი, ანანასი, შოკოლადი, მაგრამ მას მაინც ჭია ურჩევნია.

გახსოვდეთ, სტერეოტიპები და მავნე ჩვევები არიან არა ადამიანის გონებაში, არამედ ქვეცნობიერში. როცა მოქმედება ჩვევაში გადავა, თქვენი ქვეცნობიერი შეითვისებს ქცევის ახალ ტიპს და შიგნიდან შეგცვლით.  სწორედ საკუთარი თავის ასეთი სახის ცვლილებებს მივყავართ წარმატებამდე და გვაქცევს ადამიანური ურთიერთობების დიდოსტატად.

 


დ. კარნეგის მიხედვით

 

| გააზიარე
მოგწონთ?