თუ სამსახურის ძიების პროცესში ხართ


ოფისის კარი თქვენთვის დაიკეტა? ამის შემდეგ თავისუფალი ხართ ყოველგვარი სამსახურეობრივი მოვალეობისგან? - მინდა გითხრათ, რომ წინ არც ისე სასიამოვნო პერიოდი გელით, რომელსაც სამსახურის ძიება ჰქვია. რით უნდა გაიხალისოთ ეს დაძაბული ცხოვრების მონაკვეთი? რა უნდა გააკეთოთ ვაკანსიების ძიებისას, რეზიუმეების გაგზავნისა და გასაუბრებების შუალედში?

იმისთვის, რომ არ გაფნალგოთ ბევრი დრო უქმად, გაითვალისწინეთ მოცემული რეკომენდაციები:

 

სამსახურის ძიებაც ერთგვარი სამსახურია

ალბათ არ იქნება უცნობი ის ფაქტი, რომ სასურველი საქმიანობის მოძებნა ძალიან დიდ დროს, ენერგიასა და ნებისყოფას მოითხოვს.

 

• აწარმოებთ ხშირ მონიტორინგს და ადგენთ რეზიუმეს 

• ეძებთ სასურველ ვაკანსიას 

• აგზავნით რეზიუმეს და სამოტივაციო წერილს კომპანიებში

• წერთ გარკვეულ ტესტებს 

• გადიხართ გასაუბრებას 

 

განავითარეთ პროფესიული უნარები

შესაძლებელია არსებობს თქვენთვის საჭირო პროფესიული წიგნი, რომლის წაკითხვასაც სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ვერ ასწრებდით ან არ თვლიდით საჭიროდ. რატომ არ წაიკითხავთ ამ წიგნს გასაუბრებაზე მიმავალ გზაზე, თუნდაც მეტროში?

შეგიძლიათ დაესწროთ კონფერენციებს ან გაიაროთ ტრენინგები, რომლებიც არა მარტო პროფესიულად წაგწევთ წინ, არამედ დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში, თუ რა არის თქვენთვის პრიორიტეტული. 

 

ისწავლეთ ენები

ახალი ენის ნულიდან დაწყება ამ მოკლე პერიოდში შეიძლება გაგიჭირდეთ, მაგრამ უკვე არსებული ცოდნის გაღრმავება რეალურია. მიეცით თქვენს თავს პირობა - მაგალითად დღეში 10 ახალი სიტყვა ისწავლეთ, უსმინეთ უცხოურ დიალოგებს ინტერნეტში, უყურეთ ფილმებს.

შესაძლებელია იაროთ კურსებზეც, მაგრამ შეადგინეთ გრაფიკი ისე, რომ თქვენი მთავარი მიზანი სამსახურის მოძებნა იყოს.

 

იურთიერთეთ კოლეგებთან

შესაძლებელია მათთან ურთიერთობა სოციალური საიტებით, ბლოგებით ან ფორუმებით. იურთიერთეთ მათთან, გაიგეთ ახალი თქვენი კოლეგებისა და პროფესიის შესახებ, ეს საშუალებას მოგცემთ, დაინახოთ სხვები და აღმოაჩინოთ თქვენი თავი. 

 

დაკავდით სპორტით 

ალბათ მერამდენე წელია გსურთ დაიწყოთ სირბილი დილით ან ცურვა საღამოს? სამსახურის ძიება არის არაჩვეულებრივი მიზეზი სასარგებლო ჩვევების ჩამოსაყალიბებლად. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ დროს ძალაც გემატებათ და ხასიათიც გიუმჯობესდებათ. 

დაკავდით სპორტით, ვარჯიშის ბოლოს თავს ნამდვილად უკეთესად იგრძნობთ და თქვენი თავის კმაყოფილიც დარჩებით, რაც მოტივაციას აგიმაღლებთ და შემართებით გაგაგრძელებინებთ სამსახურის ძიების პროცესს

ეს ყველაფერი დაგანახებთ, რომ შესაძლებელია თქვენს ცხოვრებაში არც თუ ისე სასიამოვნო პერიოდი, ნაყოფიერად გაატაროთ და სიტუაცია ისე შემოაბრუნოთ, რომ მოგებულიც კი დარჩეთ.

 

გისურვებთ წარმატებებს!

 


superjob.ru

| გააზიარე
მოგწონთ?