დრო - ყველაზე ძვირფასი რესურსი!


დროს ყველა ადამიანი ინდივიდუალურად აღიქვამს. გარდა ამისა, დღის განმავლობაში შეიძლება რამდენჯერმე შეგვეცვალოს დროის სისწრაფის შეგრძნება. ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული: ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ჯანმრთელობაზე, ასაკზე - რაც უფრო გვემატება წლები, უფრო სწრაფად გადის დრო, ვიდრე ბავშვობაში და ჩვენს ტემპერამენტზე. 

ყველა ცოცხალ ადამიანს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი ბიოლოგიური საათი. ჩვენი ბიოლოგიური საათი 24 საათის განმავლობაში მუშაობს, ხოლო ტვინი  განსაზღვრავს, თუ დღის რომელ მონაკვეთში, რა უნარი შეგვწევდეს რაიმე კონკრეტულის გასაკეთებლად.

 

გთავაზობთ მეცნიერული კვლევის შედეგებს, რომელიც დაგეხმარებათ დროის სწორად დაგეგმვასა და მაქსიმალურად გამოყენებაში:

 

დილის 6-7 სთ-მდე „ფანჯარაა“, როდესაც ყველაზე კარგად მუშაობს გრძელვადიანი მეხსიერება. დროის ამ მონაკვეთში მიღებული ინფორმაცია ადვილად აითვისება.

8-9 სთ-მდე - ირთვება ლოგიკური აზროვნება. ეს საუკეთესო დროა ნებისმიერი საქმიანობისთვის, რომელიც დაკავშირებული იქნება ერთდროულად დამახსოვრებასა და გაანალიზებასთან.

9-10 სთ-მდე - ოპტიმალური დროა ინფორმაციასა და სტატისტიკასთან სამუშაოდ. 

11-12 სთ-მდე - ინტელექტუალური ფუნქციების ეფექტურობა მცირდება. მაშასადამე, ყურადღება რაიმე სხვა საგნებზე უნდა გადავიტანოთ.

12-14 სთ-მდე - შესანიშნავი დროა სადილობისათვის.

14-18 სთ-მდე - იდეალური დროა აქტიური შრომისათვის. გადაღლის პირველი მაჩვენებელი კი - რთულად დაძინებაა.

21-23 სთ-მდე - გონებისა და ნერვული სისტემა ისვენებს სრულფასოვნად.

23-დან ღამის 1 სთ-მდე, ძილის დროს - ხდება ფაქიზი ენერგიის აქტიური აღდგენა. თანამედროვე მეცნიერება მას უწოდებს ნერვულ და კუნთოვან ძალას.

ღამის 1-3 სთ-მდე, ძილის დროს კი - ადამიანი აღიდგენს ყველაზე მთავარს - ემოციურ ენერგიას.

 

დრო ის პირობითი განზომილებაა, რომელსაც ადამიანები ვერც ვაჩერებთ, ვერც ვიმორჩილებთ, არც კი ვიცით სად იწყება და მაშინაც, როცა გვგონია, რომ დრო კიდევ გვაქვს, ის შეიძლება უეცრად ამოგვეწუროს. ჩვენ მხოლოდ მისი გაზომვა, დაგეგმვა და სასარგებლოდ გამოყენება შეგვიძლია.

და ბოლოს, მოვლენა, რომელსაც დროში არ განჭვრეტ, ბოლომდე შეფასებული არ არის. შოპენჰაუერს აქვს ნათქვამი: „საშუალო ადამიანი იმაზე ზრუნავს, როგორმე დრო მოკლას, ნიჭიერი კი - მის გამოყენებას ესწრაფვის.“ ამიტომ, ვეცადოთ, ეს საჩუქარი კი არ მოვკლათ და გავფანტოთ, არამედ სწორად დავგეგმოთ და მაქსიმალურად  გამოვიყენოთ.

 

| გააზიარე
მოგწონთ?