უინსტონ ჩერჩილის მარცხი და წარმატება


წარმატებისკენ მიმავალი გზის სირთულეებზე ბევრი საუბრობს და წერს. რეალურად სირთულის უკიდურესი ფორმები კი საკუთარ თავზე მხოლოდ წარმატებულ ადამიანებს გამოუცდიათ და მხოლოდ ისინი ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრის სხვებისთვის გაზიარება მათთვისაც მოტივაციის მიმცემი იქნება. მოტივაცია კი მთავარი რამ არის, რათა დაბრკოლებებს არ შეუშინდეთ, უკან არ დაიხიოთ და არ თქვათ უარი იმ საოცრებებზე, რაც დამაბრკოლებელი კედლის მიღმა გელოდებათ. დაფიქრდით, ალბათ ბევრად მეტი წარმატებული ადამიანი გეყოლებოდათ ირგვლივ, რომ არა დანებება, მარცხის მიმართ შიში და მოტივაციის ნაკლებობა.

მსოფლიოში უამრავი წარმატებული ადამიანი არსებობს. ბევრ მათგანს შეიძლება სამაგალითოდაც მიიჩნევთ, ხშირად გხვდებათ მათი ციტატები, კითხულობთ, იაზრებთ, მოგწონთ და თავადაც აზიარებთ სოციალურ ქსელებში. მათ წარმატებებზე მთელი მსოფლიო საუბრობს, თუმცა მათი წარმატების გზა ყველასთვის ცნობილი არ არის. ალბათ ხვდებით, რომ მხოლოდ ერთი დანებებაც კი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ მათ შესახებ ამდენი არ გესაუბრათ, ამ ადამიანების ციტატები თქვენთვის არაფრისმომცემი ყოფილიყო, ან უბრალოდ არავის ჩაენიშნა მათი გამონათქვამები.

„იმ შემთხვევაშიც კი, როცა წინ ჯოჯოხეთი გელით, განაგრძეთ სვლა“ - ეს სიტყვები უინსტონ ჩერჩილს ეკუთვნის, ადამიანს, რომელსაც იცნობთ როგორც გაერთიანებული სამეფოს ლიდერს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. თუმცა არ გსმენიათ იმ გზის შესახებ, რომლის გავლაც მას ლიდერობამდე მოუწია.

კლასში ყველაზე სუსტი ბავშვი იყო, ამის გამო მამამისი ფიქრობდა, რომ გონებაჩამორჩენილი შვილი ჰყავდა. მიუხედავად ამისა, მას მაინც ძალიან უნდოდა მისი შვილი ადვოკატი გამხდარიყო, სწორედ ამ მიზნით მან ჩერჩილის საბუთები ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში შეიტანა, სადაც იუნსტონი სკოლაში მიღებული დაბალი შეფასებების გამო არ მიიღეს. ამის შემდეგ იუნსტონ ჩერჩილმა მამის რჩევით ერთ-ერთ სამხედრო კოლეჯში ჩაბარება გადაწყვიტა, სადაც ასევე ორჯერ ჩაიჭრა, ამის მიუხედავად სამხედრო კარიერაზე უარი არ უთქვამს, მიზნის მისაღწევად ბევრი იშრომა, გამოცდებისთვის კარგად მოემზადა და წარმატებას მესამე მცდელობისას მიაღწია

კოლეჯის დამთავრების შემდეგ უინსტონი ბრიტანეთის არმიას შეუერთდა და მაღალი სამხედრო წოდებაც მალევე მოიპოვა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მან მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი სტრატეგიის ჩამოყალიბებაში, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა, ამიტომ ის გადადგა, თუმცა მალევე დაუბრუნდა ბრიტანეთის არმიას. პირველი მსოფლიო ომის ბოლო პერიოდში სამხედრო მომარაგების მინისტრად დაინიშნა, ხოლო მომდევნო პერიოდში ის იყო პრემიერ მინისტრის კოლონიური მდივანი.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მან შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს ლიდერის სახელით წარმატების მწვერვალს მიაღწია, თუმცა 1945 წლისთვის ის პრემიერ მინისტრთან ბრძოლაში დამარცხდა. ხალხი ფიქრობდა, რომ ომის პერიოდში ჩერჩილის წარმატება არ შეიძლებოდა მშვიდობის ხანაშიც გაგრძელებულიყო, სწორედ ამან გამოიწვია მისი მარცხი არჩევნებში. იუნსტონ ჩერჩილი, რა თქმა უნდა, ასე მარტივად არ დანებდა, ის კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა პრემიერ მინისტრს არჩევნებში, რაც მისი გამარჯვებით დასრულდა.

გახსოვდეთ, სუსტი ადამიანები ნებდებიან, ძლიერები კი უამრავი მარცხის შედეგად უფრო ძლიერდებიან, ემატებათ საკუთარი თავის რწმენა და შედეგად მიზანს ყოველთვის აღწევენ. ეცადეთ, იყოთ ძლიერები, რათა თავად გახდეთ ადამიანი, რომელზეც ისაუბრებენ, რომელსაც იდეალად აქცევენ და იტყვიან, რომ მისთვის მარცხსა და დაბრკოლებას წარმატების მიღწევაში ხელი არ შეუშლია.

„წარმატება ესაა შესაძლებლობა, მარცხს მარცხზე განიცდიდე, მაგრამ შეინარჩუნო ენთუზიაზმი“ - უინსტონ ჩერჩილი.

| გააზიარე
მოგწონთ?