შენ ვალდებული ხარ, აიხდინო ოცნებები!


1. ბოლომდე მიჰყევი შენს გზას

ზოგჯერ შენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს უბრალოდ არ სჯერათ შენი. არ სჯერათ, რომ შეგიძლია წარმატებას მიაღწიო და  იმის გაგონებაც  არ სურთ, რომ  ნიჭიერი ადამიანი ხარ. ასეთ წუთებში ფიქრობ, რომ მარტო ხარ. მე გეტყვი, ასეთი მარტოობა საუკეთესო დროა იმისათვის, რომ ბოლომდე მიჰყვე შენს გზას და დაუმტკიცო მთელ სამყაროს, რისი მიღწევა შეგიძლია სინამდვილეში.

 

2. ნებისმიერ შემთხვევაში იმოქმედე

გახსოვდეს, თუ გსურს  წარმატებას მიაღწიო, დაივიწყე სიტყვა "შეუძლებელი." დროის ნებისმიერ მონაკვეთში, ყველაფრის მიუხედავად, როგორ რთულ სიტუაციაშიც არ უნდა იმყოფებოდე, თუნდაც ხელ-ფეხი გქონდეს შეკრული  და მოქმედების საშუალება არ გქონდეს, მაინც უნდა მიიწევდე  წინ - წარმატებისკენ!


 
3. მიბაძე ნამდვილ ჩემპიონებს

ნებისმიერი გამარჯვების შემთხვევაშიც კი, არ შეჩერდე და არ იფიქრო, რომ ახლა საუკეთესო დროა დასვენებისთვის. ჩემპიონები ყოველდღე ნამდვილ ორთაბრძოლაში არიან ჩაბმული და სწორედ ამიტომ აქვთ წარმატება გარანტირებული.

 

4. იმუშავე მთელი სამყაროს ნაცვლად!

ფიქრობ, ეს დევიზი მეტისმეტად რთული შესასრულებელია შენთვის? არავითარ შემთხვევაში! თუ გსურს წარმატებას მიაღწიო დასაწყისში უბრალოდ უნდა გსურდეს, რომ გახდე წარმატებული. შემდეგ მოგიწევს მუშაობა თავდაუზოგავად, მთელი სამყაროს ნაცვლადაც კი! დიახ, სწორედ შრომა არის წარმატების ერთადერთი გარანტი.

 

5. იყავი მომთმენი და მიიღებ ფინანსურ შემოსავალს

დასაწყისში  საყვარელი საქმე, რომელსაც ვაკეთებთ ყოველთვის როდია სარფიანი - ჩვენ  ყოველდღე თავს ვუძღვნით ჩვენს საქმიანობას, ბოლომდე ვიხარჯებით, მაგრამ ფინანსური დამოუკიდებლობა არ გვაქვს. გახსოვდეთ, თუ ნებისყოფა გეყოფათ და თქვენს საყვარელ საქმეს იმ საქმის კეთებას არ ამჯობინებთ, რომლის შესრულებაშიც ფულს გადაგიხდიან, დადგება დრო, როცა საყვარელი საქმეც მოგიტანთ შემოსავალს.

 

6. მოუსმინე საკუთარ გულს

მოუსმინე საკუთარ გულს და ის გიჩვენებს გზას, იპოვო საყვარელი საქმე და ბოლომდე გაჰყვე შენს ოცნებებს.

 

7. მიბაძე წარმატებულ ადამიანებს

ხშირად მიფიქრია, წარმატების მიღწევა რატომ არის ესოდენ რთული და რატომ ვერ აღწევს ზოგიერთი ჩვენთაგანი მას?! მიზეზი მარტივია - ადამიანებს გამუდმებით ეჭვი შეაქვთ საკუთარ შესაძლებლობებში და პირველივე მარცხის შემთხვევაში ნებდებიან. ბრძოლას წარმატების მისაღწევად კი არასდროს აქვს დასასრული. მხოლოდ საკუთარ თავში დარწმუნებული და გაბედული ადამიანები ხდებიან წარმატებულები. მიბაძეთ მათ!

 

8. აუცილებლად აიხდინე ოცნებები!

ადამიანები გულის სიღრმეში ყოველთვის იმაზე ოცნებობენ, შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება და ჰქონდეთ საყვარელი საქმე. თითოეულმა ჩვენგანმა  ეს ოცნება   ნებისმიერი  შრომის ფასად  უნდა ავიხდინოთ - ეს ჩვენი უმთავრესი მოვალეობაა.

 

9. გაუზიარე სხვებს საკუთარი წარმატების ფორმულა

და ბოლოს, როდესაც წარმატებული ადამიანი გახდები, არ დაივიწყო გზა, რომელიც მარტომ გაიარე. ამიტომ იყავი გამორჩეული და გულწრფელი, საკუთარი გამოცდილება და ცოდნა ყოველთვის გაუზიარე ადამიანებს, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

 

დაიცავი ეს 9 წესი, შენ ვალდებული ხარ აიხდინო შენი ოცნებები!

| გააზიარე
მოგწონთ?