ფილმი - „ სანამ დავშორდებით“ ( „Before we go“)


რთული დღე მქონდა. სამსახურიდან შინ დაღლილი დავბრუნდი. გადავწყვიტე ჩემი საყვარელი სასმელი გამომეღო მაცივრიდან, მოვკალათებულიყავი კომპიუტერთან და ინტერნეტში მომეძებნა ისეთი ფილმი, რომელიც განტვირთვასთან ერთად, ცხოვრებისეულ კითხვებზე სწორი პასუხების პოვნაში დამეხმარებოდა, რადგან ხშირად  სხვისი ცხოვრება  გვეხმარება გავერკვეთ  საკუთარში. 

შემიძლია ვთქვა, რომ იმ საღამოს ძალიან გამიმართლა, რადგან მეტად საინტერესო ფილმი აღმოვაჩინე. ამიტომ არ ვნანობ საღამო კომპიუტერთან რომ გავატარე, რადგან ფილმის დამთავრებისთანავე  ზუსტად მივხვდი  რა მინდა ვაკეთო ცხოვრებაში.

ფილმის სიუჟეტი კი ძალიან საინტერესოდ ვითარდება. მთავარი გმირი ცდილობს  მიუსწროს ნიუ-ორკიდან ბოსტონში მიმავალ მატარებელს, თუმცა სადგურში მოუწევს ღამის გატარება და გაიცნობს მამაკაცს, რომელიც გრანდ ცენტრალში საყვირზე უკრავს. როგორც შემდეგ გაირკვევა ნიკი რეპეტიციას გადის, რომ საკუთარი ძალები მოსინჯოს და ერთ-ერთ ცნობილ ბენდთან მივიდეს დილით მოსმენაზე. ის ძალიან კარგად  უკრავს, მაგრამ ეპარება ეჭვი  საკუთარ  შესაძლებლობებში, რადგან  6 წლის წინ საცოლემ მიატოვა და მას შემდეგ დაკარგა საკუთარი თავის  რწმენა. კოული კი, არტ კონსულტანტია ბრისტოლში. ჰყავს ქმარი, რომელმაც უღალატა, მაგრამ ქალი ფიქრობს, რომ ისევ უყვარს ის, თუმცა სინამდვილეში თავს იტყუებს, რადგან არ იცის როგორ გადაიტანოს ასეთი იმედგაცურება და სიგიჟის ზღვარზეა. ისინი მთელ საღამოს ერთად ატარებენ. გულახდილად უყვებიან ერთმანეთს საკუთარი ცხოვრებისა და იმედგაცურების შესახებ ამბებს.

ეს არის ფილმი იმის შესახებ, თუ სრულიად უცნობ ადამიანს, როგორ შეუძლია გვაჩვენოს ვდგავართ  სწორ გზაზე თუ არა. ნიკი და კოული კი ერთმანეთს არწმუნებენ, რომ აუცილებლად უნდა გაყვნენ ოცნებას და აკეთონ საქმე, რომელიც უყვართ.

ფილმის გმირებს ერთმანეთი მოსწონთ ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან. ისინი მთელი ცხოვრების გამოცდილებას, ფიქრებსა და ოცნებებს  უზიარებენ ერთმანეთს. ხვდებიან, რომ აუცილებლად უნდა იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან და არა ისეთები, როგორებიც სხვებს სურთ რომ იყვნენ.

ისინი საუბრობენ იმის შესახებ, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელი გჯეროდეს საკუთარი თავის, მაგრამ თუნდაც ეჭვი გეპარებოდეს საკუთარ შესაძლებლობებში, მაინც უნდა გაჰყვე სწორ გზას, შენი ნიჭის შესაბამისად იმოქმედო და აუცილებლად მოახდენ სამყაროზე შთაბეჭდილებას.
ზოგჯერ სამყარო ნიშანს გვაძლევს და გვეუბნება, რომ იქ არ ვართ, სადაც ჩვენი  ნამდვილი სახლია, ამიტომ ნიშნებს უნდა გავყვეთ ბოლომდე და სწორ გზას აუცილებლად ვიპოვით.

ფილმის დასრულების შემდეგ მივხვდი, მეც  გაბედული უნდა ვიყო და იმ საქმეს მოვკიდო ხელი, რომელიც ჩემი მთავარი გატაცებაა. მეც მიყვარს დაკვრა, ბავშვობაში ნიუ-ორკის ერთ-ერთ კოლეჯში ვუკრავდი. შემდეგ სხვა პროფესია ავირჩიე, თუმცა დღემდე არ შემიწყვეტია ოცნება და მუშაობა საკუთარ თავზე. სამსახურის შემდეგ ყოველდღე გავდივარ სახლში რეპეტიციას და ბას გიტარაზე  ჩემს მიერ დაწერილ სიმღერებს ვუკრავ, ამიტომ  ახლა კი უკვე  დროა ნიკის მსგავსად მეც წავიდე რომელიმე ბენდთან გასაუბრებაზე. გამოვიყენო ჩემი ამერიკული გამოცდილება და გავხდე  ნამდვილი ვარსკვლავი. რატომაც არა?!

ამიტომ შენც გირჩევ უყურო ამ ფილმს მეგობარო და გულის სიღრმეში იპოვი კითხვებზე პასუხს. მიხვდები სწორ გზაზე დგახარ და აკეთებ საყვარელ საქმეს, თუ  დროა გზიდან გადახვიდე და შენი ოცნებები გაიხსენეო. იქნებ იქ არ ხარ, სადაც უნდა იყო? დაფიქრდი ამაზე და შემდეგ იმოქმედე. სამყარო გელოდება შენ, რომ იპოვო საკუთარი თავი და გახდე წარმატებული.

გისურვებ წარმატებებს!
 

| გააზიარე
მოგწონთ?