10 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელსაც გვიან ვსწავლობთ


ზოგჯერ თავს ცუდად ვგრძნობთ, როდესაც წარსულს და შეცდომებს ვიხსენებთ. ბევრ რამეს ხშირად გვიან ვიგებთ ჩვენივე შეცდომების ხარჯზე. მეტიც, ჩვენ თითქოს წარსულში ვბრუნდებით შეცდომების გამოსასწორებლად. გთავაზობთ იმ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს, რომელსაც გვიან ვსწავლობთ.

1.     ჯანმრთელობა პირველ ადგილზეა!

ჯანმრთელობა სიმდიდრეზე მნიშვნელოვანია, თუმცა ამას ხშირად მისი დაზიანების შემდეგ ვხვდებით. ჯანმრთელობას საჩუქრად ვიღებთ, ხოლო შემდეგ დაუზოგავად ვხარჯავთ მას სურვილების დასაკმაყოფილებლად.  ადამიანების უმრავლესობა ამას მხოლად მაშინ აანალიზებს, როდესაც ზიანი უკვე მიყენებულია.

2.     არაფერია თუ ცდით და მარცხს განიცდით!

უკეთესია სცადოთ და დამარცხდეთ, ვიდრე ეს ცდის გარეშე მოხდეს. აღიარეთ რამდენჯერ შეგიკავებიათ თავი მოქმედებისგან მხოლოდ იმიტომ, რომ მარცხის შეგეშინდათ? ასე რომ, გადადგით პირვეილი ნაბიჯი, შეიძლება დაეცეთ, მაგარამ წამოდექით და თავიდან სცადეთ!

3.     შეიცანით საკუთარი თავი!

მხოლოდ მაშინ იქნები გამორჩეული თუ გაიცნობ საკუთარ თავს და გადაწყვეტ რა არის მნიშველოვანი შენთვის. სანამ არ გვეცოდინება რა გვინდა, ვერ შევძლებთ წარმატების მიღწევას.

4.     ფულით ბედნიერებას ვერ იყიდით!

ადამიანების უმეტესობა მთელი ცხოვრების მანძილზე ვცდილბთ ვიშოვოთ რაც შეიძლება ბევრი ფული. ბევრი ფული არ ნიშნავს ბედნიერებას, არც  კარგი მეგობრების ყოლას, რადგან როდესაც ვიკმაყოფილებთ მატერიალურს გვიჩნდება სხვა, არამატერიალური სურვილები.

5.     არ დაკარგოთ საკუთარი იდენტურობა იმის გამო, რომ სხვას ასიამოვნოთ!

ხშირად ჩვენ ვკარგავთ საკუთარ იდენტობას, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა სოციალურ წრეში მიგვიღონ. ზედმეტად ბევრს ვფიქრობთ იმაზე, თუ რას ფიქრობენ და ამბობენ სხვები ჩვენზე და ამით იმდენად ვართ დაკავებულნი, რომ გვავიწყდება საკუთარი სურვილები.

6.     დაძლიეთ შიში!

ზოგჯერ ჩვენივე შიში გვჯობნის და ამ დროს საკუთარი თავის მტრები ვხდებით. რამდენჯერ დაგვიდგენია ლიმიტი, რამდენჯერ გვიფიქრია, რომ რაღაცის გაკეთებას ვერ შევძლებდით და რეალურად ჩვენი მოლოდინი გამართლებულა? ჩვენს მარცხზე პასუხისმგებლები მხოლოდ ჩვენ ვართ.

7.     გადამეტებული ფიქრი საზიანოა!

უმეტესად ვწყვეტთ მოქმედებას მხოლოდ იმის გამო, რომ გვეშინია. არაფრისგან ხშირად კატასტროფას ვქმით, ამიტომ სჯობს გავაგრძელოთ მოქმედება და ნაკლები ვიფიქროთ საბოლოო შედეგზე.

8.     მათთვის უფრო მნიშველოვანია მოუსმინოთ, ვიდრე საკუთარი აზრი უთხრათ!

ხშირად, როდესაც ადამიანები მოგვმართავენ სურთ, რომ რაღაც გაგვიზიარონ. მათ არ სჭირდებათ ჩვენი აზრი, უბრალოდ უნდათ, რომ ვიღაცამ მოუსმინოს. ასე რომ, მიეცით მათ ამის შესაძლებლობა.

9.     დუმილი საოცრებებებს ახდენს!

არ არის აუცილებელი ცხოვრებაში ყველაფერზე რეაგირება მოვახდინოთ. ზოგჯერ დუმილი საუკეთესო პასუხია, განსაკუთრებით ურთიერთობებში. როდესაც გრძნობთ, რომ თქვენი ემოციები მიმართულია სიბრაზის, ზიზღის, იმედგაცრუებისკენ და სადაცაა იფეთქებთ, ჯობს თავი შეიკავოთ. ნუ იქნებით აგრესიული და პატივი ეცით სხვებს.

10.   აკონტროლეთ ცხოვრებასა და სამსახურს შორის ბალანსი!

სასიცოცხლოდ აუცილებელია დავიცვათ ეს ბალანსი, თუმცა ეს ძალიან რთულია. ცხოვრება საკმაოდ ხანმოკლეა და შეიძლება ბოლოს ბევრი რამ ვინანოთ. ამიტომ, იპოვეთ თქვენი ბალანსი და მკაცრად დაიცვით ის.


ფიქრია ექვთიმიშვილი

წყარო: www.lifehacker.co

| გააზიარე
მოგწონთ?