10 სტრატეგია იმისათვის, რომ გავხდეთ ფსიქიკურად ძლიერი


ახალი წლის დადგომასთან ერთად, ჩვენ ვიწყებთ ახალი მიზნების დასახვას. ნელსონის კვლევის თანახმად, საზოგადოების 37%-ს სურს დაკავდეს ფიტნესით, 32%-ის მიზანი კი წონაში დაკლებაა. როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ 8% ახერხებს ჩამოთვლილი მიზნების განხორციელებას. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ თქვენი სხეული არასდროს გააკეთებს იმას, რასაც ტვინი არ უბრძანებს. შესაბამისად, ძლიერი ფსიქიკა არის თქვენი წარმატების უპირველესი საწინდარი.

გთავაზობთ 10 სტრატეგიას, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ უფრო ძლიერი ადამიანი და განახორციელოთ დასახული მიზნები.

 

1. გაატარეთ დღეში 15 წუთი სიმშვიდეში

გამოყავით დრო სიმარტოვისთვის. ეს მოგცემთ საშუალებას განაახლოთ მოტივაცია მომავალი მოქმედებების შესასრულებლად, დაფიქრდეთ თქვენს მიღწევებზე და გადაწყვიტოთ, რა უნარები უნდა განავითაროთ უკეთესად.

 

2. კვირაში მინიმუმ ერთხელ შეასრულეთ თქვენთვის არაკომფორტული დავალება

ეს დაგეხმარებათ დააღწიოთ თავი კომფორტის ზონას. ბრძოლამ იმასთან, რისიც გეშინიათ, შეიძლება რადიკალურად შეცვალოს თქვენი ხედვა. არასოდეს აარიდოთ თავი სიტუაციებს მხოლოდ იმიტომ, რომ გეშინიათ სტრესის ან დამარცხების. ნუ მისცემთ თავს უფლებას, შეგიზღუდოთ შესაძლებლობები.

 

3. დაწერეთ ყოველდღიურად 3 რამ, რისთვისაც მადლიერი ხართ

ამ მოქმედებით თქვენ შეცვლით სამყაროს მიმართ ხედვას. ამასთანავე, კვლევების მიხედვით მადლიერების შეგრძნება დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე.

 

4. მიაქციეთ ყურადღება ფიზიკურ სიჯანსაღეს

არასოდეს დაგავიწყდეთ, რამდენად დიდ გავლენას ახდენს ეს თქვენს გონებაზე. გახადეთ  ვარჯიში, სწორი კვება, სწორი ძილის რეჟიმი თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

 

5. განეწყვეთ კარგად საკუთარ თავთან მიმართებაში

მკაცრი თვითკრიტიკა მხოლოდ და მხოლოდ გაბრკოლებთ. ესაუბრეთ საკუთარ თავს ისე, როგორც კარგ მეგობარს და თქვენ აღმოაჩენთ იმ პოტენციალს, რომლის არსებობის შესახებ აქამდე წარმოდგენაც არ გქონდათ.

 

6. გააცნობიერეთ თქვენი გრძნობები და დაიწყეთ მათი აღიარება

ადამიანების უმეტესობას უჭირს აღიაროს, რას გრძნობს სინამდვილეში. თქვენი ემოციები უდიდეს როლს თამაშობს თქვენს ქმედებებზე. დააკვირდით მათ და დაფიქრდით, როგორ მოქმედებენ ისინი თქვენს ცხოვრებაზე.

 

7. გაატარეთ დრო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად

კვლევებმა აჩვენა, რომ უახლოეს ადამიანებთან დროის გატარებას მნიშვნელოვანი ეფექტის მოხდენა შეუძლია ჩვენს კეთილდღეობაზე. რაც არ უნდა დაკავებული იყოთ, გამოყავით დრო თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის.

 

8. შექმენით ცხოვრება, რომელიც შეესაბამება თქვენს ღირებულებებს

შეაფასეთ ის საქმიანობა, რომელსაც უძღვნით თქვენი დროის დიდ ნაწილს და დაფიქრდით, რამდენად შეესაბამება ის თქვენს ღირებულებებს, რისი შეცვლა ან შენარჩუნებაა საჭირო. აკეთოთ ის, რაც თქვენთვის მისაღებია, არის აუცილებელი ფაქტორი ფსიქიკური სიჯანსაღისთვის.

 

9. დაამარცხეთ მავნე ჩვევები

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, აღარ ჭამოთ არაჯანსაღი საკვები ან დაანებოთ თავი მოწევას. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, დაამარცხოთ ისეთი მავნე ჩვევები, როგორიცაა მწვავე თვითკრიტიკა, შესაძლებლობების შეზღუდვა, მუდმივი ღელვა არარსებულ პრობლემებზე და ა.შ.

 

10. დაუწესეთ დრო თქვენს ოცნებებს

„ერთ დღეს მე ჩემს წიგნს დავწერ,“ „ერთ დღეს მე დავიწყებ საკუთარ ბიზნესს.“ როგორც წესი, ასეთი განუსაზღვრელი მიზნები მიუღწეველი რჩება. განსაზღვრეთ დრო და გადააქციეთ ოცნებები მიზნებად. დაიწყეთ მათი ასრულებისთვის მოქმედება ახლავე.

 

| გააზიარე
მოგწონთ?