ფილმები განწყობისთვის - ფილმები, რომლის ყურება ნამდვილად ღირს


1.ხეშეუხებელნი (Intouchables)
ერიკ ტოლედანის და ოლივიე ნაკაშის 2011 წელს გამოშვებული ფილმი სახელწოდებით " ხელშეუხებელნი" საუკეთესო ფილმია მეგობრობის შესახებ. ეს არის ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანის საოცრად თბილი, პოზიტიური ურთიერთობის შესახებ.
ვფიქრობ, ფილმი გვასწავლის ემპათიას, იუმორის მნიშვნელობას ჩვენს ცხოვრებაში. ფილმი მოგვიწოდებს, რომ ვიყოთ გაბედულები, აქტიურები და ვიბრძოლო ჩვენი სურვილებისთვის.


2.მეჯვარეები (Bridesmaids)
კრისტენ ვიგის და ანი მუმოლის ფილმი არის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი ბავშობის მეგობრების შესახებ. ეს არის ფილმი მხიარული და დადებითი სიუჟეტებით აღსავე, რომელიც გვასწავლის ნამდვილი მეგობრობის არსს. იგი მოგვითხრობს გვერდში დგომის, ურთიერთდახმარების აუცილებლობაზე. ეს ფილმი არის საუკეთესო საშუალება განტვირთვისათვის და კარგი განწყობის შექმნისთვის.

3.წამალი (The cure)
პეტერ ჰატრონის 1995 წლის ფილმი "წამალი" არის ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი ისტორია მეგობრობაზე, რომელიც მოგვითხრობს 11 წლის შიდსით დაავადებული დექსტერის შესახებ, რომლის გადარჩენასაც ყველანაირი ძალებით  ცდილობს მისი მეგობარი ერიკი.

მიმაჩნია, რომ ეს ფილმი არის თანადგომის საუკეთესო მაგალითი. იგი გვასწავლის თუ როგორ შეიძლება პატარ-პატარა, თითქოს უმნიშვნელო საქციელით გაულამაზო სხვას ცხოვრება. ფილმის სიუჟეტში ასევე დიდი ყურადღება ეთმობა დედებისა და შვილების ერთმანეთისადმი სწორ დამოკიდებულებას და მათ ურთიერთობას. ეს არის ფილმი, რომლის ყურებაც ნამდვილად ღირს.
 

| გააზიარე
მოგწონთ?