10 შთამაგონებელი გამონათქვამი სტივ ჯობსისგან


ყველამ კარგად იცის რამდენად რთული ადამიანი იყო სტივ ჯობსი. შეუძლებელი დედლაინების დადგენით, კონფლიქტებით, თვითნებური აზრებით ხშირად ადამიანთა აგრესიას იწვევდა, თუმცა ფაქტი ერთია, ის იყო ადამიანი ვისაც უბრალოდ ძალიან უყვარდა თავისი საქმე.

თავისი მიზანსწრაფვით მან არა მხოლოდ ინდუსტრიის, არამედ მთელი თაობის შთაგონება მოახერხა და მიაღწია იმას, რომ მათ დაიწყეს განსხვავებულად ფიქრი.

გთავაზობთ მის გამონათქვამებს, რომლის საშუალებითაც იმ ადამიანთა რიცხვს შეუერთდებით, ვისზეც დიდი კვალი დატოვა ჯობსის ცხოვრებამ.

1. ''ზოგჯერ ცხოვრება აგურს გირტყამს თავში. არ დაკარგო რწმენა. მე მჯერა, რომ ერთადერთი რამ, რაც წინსვლაში მეხმარებოდა, (მას შემდეგ რაც ეფლიდან გამომაგდეს) იყო ის, რომ მიყვარდა ის საქმე, რასაც ვაკეთებდი. იპოვეთ ის, რაც გიყვართ. ეს ეხება თქვენს სამსახურსაც და საყვარელ ადამიანსაც. სამუშაო თქვენი ცხოვრების დიდ ადგილს იკავებს. ამიტომ ერთადერთი გზა, რომ სავსებით დაკმაყოფილდეთ, არის ის, რომ აკეთოთ, რაც დიდ საქმედ მიგაჩნიათ. დიდი საქმის კეთების ერთადერთი გზა კი ისაა, რომ გიყვარდეთ, რასაც აკეთებთ. თუ ჯერ კიდევ არ გიპოვიათ ასეთი რამ, განაგრძეთ ძებნა და არ მოდუნდეთ. როცა მას იპოვით, მთელი გულით შეიგრძნობთ. ასევე ნებისმიერი დიდი ურთიერთობა მხოლოდ უმჯობესდება წლების გასვლასთან ერთად. ასე რომ განაგრძეთ ძებნა და არ მოდუნდეთ''.

2. ''თქვენი დრო შეზღუდულია, ამიტომ ნუ დახარჯავთ მას სხვისი ცხოვრებით ცხოვრებაში. ნუ გაებმებით დოგმათა მახეებში — ნუ იცხოვრებთ მხოლოდ სხვისი ნააზრევის შედეგზე. ნუ მისცემთ საშუალებას სხვათა მოსაზრებების ხმაურს ჩაახშოს თქვენი შინაგანი ხმა. გქონდეთ საკუთარი გულის და ინტუიციისთვის ბოლომდე მიყოლის გამბედაობა. ამ ორმა რაღაცნაირად უკვე იცის, ჭეშმარიტად რისი სურვილი გაქვთ. 

3. ''წერტილებს მომავალში ყურებით ვერასოდეს შეაერთებთ, ეს მხოლოდ უკან მოხედვისასაა შესაძლებელი. ასე რომ, უბრალოდ რწმენა უნდა გქონდეთ იმისა, რომ ეს წერტილები მომავალში რამენაირად აუცილებლად შეერთდება. უნდა გჯეროდეთ რაღაცის — თქვენი ჟინის, ბედისწერის, სიცოცხლის, კარმის, ნებისმიერი რამის. ამ პრინციპს ჩემთვის არასოდეს უღალატია და მან ბევრჯერ შეცვალა ჩემი ცხოვრება.''

4. ''მე ვარ ამაყი როგორც იმით რაც გავაკეთე, ისე იმითაც, რაც არ მიკეთებია. ინოვაცია ნიშნავს უარი უთხრა ათასობით შესაძლებლობას''.

5. ''ჩემი საყვარელი ფრაზა ეკუთვნის ლეგენდარულ ჰოკეისტს უეინ გრეცკის: მე ყოველთვის იქით მივსრიალებდი, სადაც ჰოკეის ბურთი იქნებოდა რამდენიმე წამის შემდეგ და არა იქით, სადაც იმ მომენტში იყო. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით ამის კეთებას ეპლის არსებობის პირველი დღეებიდანვე და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც.”

6. ''მარტივის კეთება უფრო რთულია, ვიდრე რთულის. ფიქრების გამარტივებას ძალიან ბევრი შრომა სჭირდება, მაგრამ ნამდვილად ღირს, რადგან თუ იქამდე მიაღწიე, მთების გადადგმას შეძლებ''

7. ''პატივს ვცემ თანდათანობით განვითარებას და ეს მეთოდი ბევრჯერ გამომიყენებია ცხოვრებაში, თუმცა უფრო რევოლუციური ცვლილებები მხიბლავს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განვითარება მძიმეა, ემოციურად დამთრგუნველი და ყველა გეუბნება, რომ ჩაიჭერი. ეფლიდან გათავისუფლება საუკეთესო რამ იყო, რაც შეიძლება მომხდარიყო. წარმატებულობის სიმძიმე, ახლაბედად ყოფნის სიმსუბუქემ შეცვალა. სწორედ ასე შევაბიჯე ჩემი ცხოვრების ყველაზე შემოქმედებით პერიოდში.''

8. ''რატომ უნდა შევუერთდე საზღვაო ფლოტს, როცა შემიძლია მეკობრე ვიყო?''

9. ''როდესაც ახალგაზრდა ხარ და ტელევიზორს უყურებ, ფიქრობ, რომ ტელეკომპანიები შეუთანხმდნენ ერთმანეთს და სურთ ადამიანებს გონება დაუჩლუნგონ. შემდეგ კი იზრდები და ხვდები: ადამიანებს ეს თავად სურთ. შეთქმულება საშიში არ არის. შენ შეგიძლია დახვრიტო ნაძირლები, დაიწყო რევოლუცია. მაგრამ არავითარი შეთქმულება არ არსებობს. ტელეკომპანიები, უბრალოდ, მოთხოვნას აკმაყოფილებენ. სამწუხაროდ, ეს სიმართლეა.''

10. ''ისინი, ვინც საკმარისად აფრენენ იმისთვის, რომ სამყაროს შეცვლაზე ფიქრს ბედავენ, ცვლიან კიდეც მას. იყავი მშიერი, იყავი თავზეხელაღებული.''


მარიამ ბეთხოშვილი

| გააზიარე
მოგწონთ?