საინტერესო მეთოდი კომპანიის მოგების ზრდისთვის 


კომპანიის მოგების გაზრდა ყოველთვის შესაძლებელია სხვა ადამიანების მეთოდოლოგიებისა და გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენების შემდეგ და დღეს მე მსურს მოგიყვეთ ერთი საინტერესო მეთოდის შესახებ, რომელსაც შეუძლია მკვეთრად გაზარდოს კომპანიის მოგება.

ჩვენს გუნდს სხვადასხვა კომპანიებთან გვაქვს შეხება და მსურს გაგიზიაროთ ერთ-ერთი ასეთი თანამშრომლობის შესახებ. საქმე ეხება ერთ ჩვენ მიერ განხორციელებულ პროექტს, რომელიც აღმოჩნდა საკმაოდ ეფექტიანი და კარგი შედეგები მივიღეთ. პროექტი ეხებოდა ერთ ტიპიურ ქართულ კომპანიას და როგორც ქართული კომპანიების უმრავლესობას, მასაც არ ჰქონდა ჩამოყალიბებული გარკვეული მიზნები.

აღსანიშნავია ისიც, რომ მას ჰქონდა განვითარების აქტიური პერიოდი და კომპანიაში ადამიანები ცოტა ქაოტურად იყვნენ მიმართული. როდესაც კომპანიაში პირველად შევედით, ყველა აქტიურად იყო საქმიანობაში ჩართული და იმისდა მიუხედავად, რომ ფუნქციები გაწერილი იყო, თითქოს მაინც არეულად ხდებოდა საქმის შესრულება და არ ჰქონდა დალაგებული სახე, რამაც გარკვეული პრობლემების არსებობის შთაბეჭდილება დაგვიტოვა.

 

რა გავაკეთეთ ჩვენ?

ჩვენ გამოვიყენეთ საკონსულტაციო ბიზნესში საკმაოდ გავრცელებული მეთოდი, რომელსაც თანამედროვე ბიზნესში ხშირად იყენებენ ამ მიმართულებით მომუშავე წარმატებული კომპანიები. ჩვენ განვაახლეთ მოცემული კომპანიის სტრუქტურა და ყველა ადამიანს, რომელიც იყო ტოპ და საშუალო რგოლის მენეჯერი, მივეცით ერთი კრიტიკული ციფრი. რა იგულისხმება კრიტიკულ ციფრში? ეს არის ტერმინი და იდეა იმისა, რომ ყველა ადამიანი ერთ მთავარ ამოცანაზე უნდა იყოს ფოკუსირებული და პირველი კვარტლის განმავლობაში ამ მიმართულებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. შეიძლება გაჩნდეს კითხვა, თუ რატომ კვარტლის. საქმე იმაშია, რომ ეს არ არის კლასიკური KPI მიდგომა, როდესაც დეპარტამენტებმა და თანამშრომლებმა კონკრეტულ მიმართულებაში უნდა მიაღწიონ წარმატებას, აქ მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა თანამშრომელი ცდილობს ერთი კვარტლის განმავლობაში გადაატრიალოს ყველაფერი, მიიღოს უკეთესი შედეგები. საშუალო მენეჯერებს და ხშირ შემთხვევაში უფრო დაბალ მენეჯერებსაც შეიძლება მიანიჭო კონკრეტული ციფრი, რომელსაც უნდა მიაღწიონ მოცემული პერიოდის განმავლობაში.

ამ დროს კომპანია იღებს საინტერესო შედეგს, რადგან ის ადამიანები, ვინც მართვის სადავეებთან არიან, ერთ ძირითად მიზანზე ერთვებიან და მის მიღწევას ცდილობენ.

მას შემდეგ, როდესაც კვარტლის ბოლოს ამ ადამიანებმა დადეს ძალიან მაგარი შედეგები, რაც პირდაპირ აისახა კომპანიის მოგების ზრდაზე, უკვე დავალაგეთ მენეჯმენტის და KPI-ის სისტემა და ამ ყველაფრის შემდეგ ეს კომპანია აქტიურად და წარმატებულად აგრძელებს მუშაობას დღემდე.

 
| გააზიარე
მოგწონთ?