როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა დამოუკიდებლად რამდენიმე თვეში?


ისწავლოთ ინგლისური ენა დამოუკიდებლად რამდენიმე თვეში ეს რეალური მიზანია!

წესი 1
ინგლისური ენით აუცილებლად უნდა დაკავდეთ ყოველდღიურად! თუ თქვენ ხართ ძალიან დაკავებულები, მაშინ გამოყავით მინიმუმ 10 წუთი სწავლისთვის! ძალიან ეფექტურია დაკავდეთ ინგლისური ენის სწავლით დილით, რადგან ყველა უცხო სიტყვას მარტივად დაიმახსოვრებთ ამ დროს ადამიანის ბიოლოგიური საათი ძალიან აქტიურად მუშაობს. 

წესი 2
თუ გსურთ ისწავლოთ ინგლისური ენა იდეალურად, არ უნდა შეუშინდეთ საუბარს. თქვენ შეიძლება დაუშვათ შეცდომები, ეს ბუნებრივია. თქვენ უნდა სთხოვოთ სხვებს, რომ შეგისწორონ შეცდომები.

წესი 3
გექნებათ მომენტები, როდესაც ენის შესწავლის სურვილი იკლებს,  მთავარია არ დანებდეთ, არ დაგეზაროთ, არ შეწყვიტოთ სწავლა. დაისვენეთ, განიტვირთეთ და განაგრძეთ სწავლის პროცესი. მოიკრიბეთ თქვენი ძალა და ენერგია, დაძლიეთ სიზარმაცე, გჯეროდეთ საკუთარი თავის.

წესი 4
გახსოვდეთ, იმისთვის, რომ კარგად ისწავლოთ ინგლისური ენა, თქვენ აუცილებლად უნდა გამოყოთ დღეში მინიმუმ 20 წუთი აუდიო/ვიდეო ჩანაწერების მოსასმენად. თავიდან შეიძლება ვერაფერი ვერ გაიგოთ, თუმცა იმედი და საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოთ, რადგან ყველაფერს თავისი დრო აქვს. ცოტა მოგვიანებით, თქვენ აუცილებლად შეძლებთ სიტყვების დაჭერას, გაგებას და გადათარგმნას, რაც იდეალური გზაა უცხო ენის შესასწავლად.

წესი 5
წაიკითხეთ წიგნები ინგლისურ ენაზე. მინიმუმ 10 წიგნის წაკითხვის შემდეგ თქვენ დაინახავთ რეალურ შედეგს.

წესი 6
ეცადეთ გადათარგმნოთ თქვენს ირგვლივ მომხდარი მოვლენები ინგლისურ ენაზე. ეს თქვენ დაგეხმარებათ მუდამ ფორმაში იყოთ.

წესი 7
ძალიან ეფექტურია თუ უყურებთ ფილმებს (შეეცადეთ არ იყოს ფილმები ტიტრებით მშობლიურ ენაზე, ამ დროს თქვენ გეფანტებათ გონება და მთელი თქვენი ყურადღება ტიტრებზე გადადის.) წაიკითხეთ საბავშვო წიგნები ინგლისურ ენაზე. სიმღერები, რომელსაც  ყოველდღიურად უსმენთ გადათარგმნეთ ინგლისურად ან პირიქით. მთავარია გქონდეთ ენთუზიაზმი და საკუთარი შესაძლებლობების იმედი. 
 

| გააზიარე
მოგწონთ?