სამსახურის ძებნისას დაშვებული შეცდომები


მკაფიოდ განსაზღვრული მიზნის არ ქონა

,,მე ვმუშაობდი ცოტ-ცოტას გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებით, ასევე მეხერხება ანალიტიკა. მე მზად ვარ ყველა ეს მიმართულება განვიხილო, რაც შეეხება სექტორებს, მე მიზიდავს ნავთობი, გაზი და საინფორმაციო ტექნოლოგიები“,-ასეთი მიდგომა არასწორია. თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ ჩამოყალიბებული, თუ რა გსურთ კონკრეტულად, რომ ფოკუსირდეთ მასზე.

 

არაეფექტური რეზიუმე

რეზიუმე შეიძლება იყოს ვიზუალურად დახვეწილი, შეიცავდეს ყურადღებით შერჩეულ  სიტყვებს, მაგრამ არ ასახავდეს თქვენს  გამოცდილებას და სამომავლო მიზნებს.

დღესდღეობით არსებობს რეზიუმეს შედგენის მრავალი მომსახურება სხვადასხვა ფასად, თუმცა ამ მომსახურებების უმრავლესობა მისი შედგენის საკითხს ცალმხრივად უდგება. ისინი ყურადღებას ამახვილებენ ლამაზ ფორმულირებასა და გარეგნულ იერზე და არა შინაარსზე. შედეგად რეზიუმე გამოდის მიმზიდველი, მაგრამ ზედაპირული და ინდივიდუალურობას მოკლებული. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი, უნიკალური რეზიუმეს შედგენა, სადაც გულდასმით იქნება გაანალიზირებული თქვენი გამოცდილება და ინტერესები.

 

შაბლონური სამოტივაციო წერილი

,,გამარჯობათ, მე თქვენმა ვაკანსიამ დამაინტერესა. გთხოვთ, განიხილოთ ჩემი რეზიუმე. მოხარული ვიქნები შეხვედრაზე თუ დამიბარებთ...“,-ასეთი სამოტივაციო წერილით დამსაქმებელს ვერ დააინტერესებთ და ის არ გამოგარჩევთ სხვებისგან. სამოტივაციო წერილი ხომ სწორედ იმის შესახებ ამცნობს მას, თუ რატომ გსურთ კონკრეტული თანამდებობის დაკავება? ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ, იყოთ დამაჯერებლები.

 

სამსახურის ძებნის სტრატეგიის და ტაქტიკის უქონლობა

როგორც წესი, საშუალო სტატისტიკური მაძიებელი ასე იქცევა: იწყებს ძებნას რეზიუმეს შედგენისთანავე, განათავსებს მას რამდენიმე დასაქმების საიტზე, უგზავნის რამდენიმე ადამიანს ,,ნაცნობობით“ დასაქმების იმედად და ... ელოდება. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კი, გამოხმაურების გარეშე დარჩენილი, წყვეტს ქმედებებს. გახსოვდეთ, რომ აქტიურობა მუდმივად საჭიროა. ერთხელ თუ არ გაგიმართლათ არ ნიშნავს, შემდეგ მეორე ჯერზე თქვენი მცდელობა შედეგს არ გამოიღებს.

 

სპონტანური და არასაქმიანი ქცევა გასაუბრებაზე

ყოველი შეხვედრისთვის ყურადღებით მომზადება, კომპანიისა და ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მოძიება, თვითპრეზენტაციის სტრუქტურირება, გარეგნული იმიჯი და ფსიქოლოგიური განწყობა - უმთავრესი ნაბიჯებია სამსახურის ძებნისას.

 

უნდა გახსოვდეთ, რომ სამსახურის სწრაფი და წარმატებული ძიება - ეს ტექნოლოგიაა. შედეგის მიღწევა რთული არ არის, უბრალოდ საჭიროა, გაითვალისწინოთ ზემოთ მოცემული მარტივი წესები, რათა რაც შეიძლება ნაკლები შეცდომები დაუშვათ ამ პროცესში.

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

| გააზიარე
მოგწონთ?