კომპანიის მოგების ზრდა საკონსულტაციო ჯგუფის სწორად შერჩევის მეშვეობით


დღევანდელ სტატიაში მსურს ვისაუბრო ძალიან საინტერესო ბიზნეს მიმართულების შესახებ, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი კომპანიის მოგება. საკითხი ეხება კონსალტინგს.

სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი კომპანია არ ეწევა საკონსულტაციო და აუთსორსინგულ მომსახურეობას. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი გუნდი ამ კუთხით მოღვაწეობს მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან დიდი მინუსია, რადგან არ არის შესაბამისი რაოდენობის კომპანიები, რომლებიც ამ სერვისებს სთავაზობენ მომხამარებლებს და შესაბამისად, არ არის ბაზარი ბოლომდე ათვისებული. ჩვენ ჩვენის მხრივ ყველაფერს ვაკეთებთ ამისათვის და გვსურს, ქართველი მომხმარებელი ბოლომდე გააქტიურდეს და შეიქმნას უფრო მეტი საკონსულტაციო კომპანია.

რა არის კონსალტინგი და რა სარგებლობა მოაქვს მას კომპანიებისთვის? თოთოეული ადამიანი კომპანიაში გარკვეულ მიმართულებაზე უნდა იყოს ფოკუსირებული. მაგალითად, როცა თქვენ ხართ სათამაშოების კომპანია, აწარმოებთ ტკბილეულს ან ხართ IT სფეროში, შესაბამისად თქვენ თქვენს ძირითად საქმიანობაზე ხართ ორიენტირებული, თუმცა არის გარკვეული საკითხები და მიმართულებები, რაშიც არ ხართ პროფესიონალები და საჭიროა ამ მხრივ სხვისი დახმარება. ეს სულაც არ მეტყველებს თქვენს სისუსტეზე, პირიქით, ამ დროს საშუალება გეძლევათ არ გადაიტანოთ ყურადღება იმ საქმიდან, რაც კარგად იცით და დანარჩენი ჩააბაროთ უშუალოდ ამ მიმართულების პროფესიონალებს, საკონსულტაციო კომპანიებს, რომლებიც სხვადასხვა მიზნების მიღწევაში დაგეხმარებიან.

მსურს ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ კონსალტინგი არის კონკრეტული მიზნის მიღწევაში დახმარების საშუალება. ეს არ მოიცავს მხოლოდ გარკვეული თემის შესახებ საუბარს და ამით პროცესის დასრულებას. პირიქით, ის უნდა გამოიყენოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც გაქვთ ჩამოყალიბებული გარკვეული მიზანი, რომელიც ბუნებრივად მოგების მიღებაზეა მიბმული, ხოლო როცა ამ მიზანს დაისახავთ, შემდეგ შეგიძლიათ უკვე დაიხმაროთ ადამიანები, რომლებიც ბოლომდე დაიხარჯებიან და გვერდში დაგიდგებიან. 

აღსანიშნავია ისიც, რომ კონსალტინგი შეიძლება იყოს ორი ტიპის. პირველ შემთხვევაში ზედაპირულად ხდება რჩევების მიცემა, ხოლო მეორე ტიპის კონსალტინგის მიზანია კომპანიაში დარჩეს გარკვეული სისტემა. შესაბამისად, როდესაც ამ სერვისით გადაწყვეტთ სარგებლობას, გაამახვილეთ ყურადღება, რომ არ გამოგივიდეთ ფულის ერთჯერადად გადახდა, რასაც არანაირი შედეგი არ მოყვება და პირიქით, ეცადეთ აირჩიოთ ისეთ საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელიც დაგეხმარებათ დასახული მიზნების მიღწევაში, ამ ყველაფერს ექნება გრძელვადიანი ეფექტი და შესაბამისად, გაიზრდება თქვენი კომპანიის მოგება.

| გააზიარე
მოგწონთ?