მნიშვნელოვანი კონცეფცია და 2 კითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დაისვას კომპანიაში


დღეს მსურს მოგიყვეთ ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი კონცეფციის შესახებ, რომელიც, ვთვლი, რომ ყველა თანამედროვე კომპანიაში უნდა იყოს დანერგილი.

 

საქართველოს უმეტეს კომპანიაში არ აქცევენ სათანადო ყურადღებას კორპორატიულ კულტურას. დავით კენჭაძის საკონსულტაციო ჯგუფი ამ მხრივ გამორჩეულია, რადგან ჩვენი კორპორატიული კულტურა მოიცავს იმ ყველა საკითხს, რომელიც შეიძლება წამოიჭრას კომპანიის მუშაობის პერიოდში. ჩვენს კორპორატიულ კულტურაში მოცემულია წესები, რომლებიც კარნახობენ თითოეულ თანამშრომელს, როგორ მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციაში და რაზე დაყრდნობით მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილებები.

 

ასევე მსურს ვისაუბრო ერთ საინტერესო მიდგომაზე. ზოგადად, ვთვლი, რომ ყველა კომპანიამ უნდა აღიაროს, თუ რაში არიან მაგრები. მაგალითად, ჩვენი გუნდი თამამად აღიარებს იმას, რომ ჩვენ ვართ ძალიან მაგრები ერთ სფეროში და ეს არის გაყიდვები. ჩვენთვის არ არსებობს სფერო, სადაც ვერ დავდებთ მაღალ შედეგებს გაყიდვების მიმართულებით.

 

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მეორე კითხვაც დაისვას კომპანიაში. ეს არის: რა გვიყვარს ჩვენ? რაც მთავარია, ამ ორ კითხვაზე პასუხი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს.

 

რა გვიყვარს დავით კენჭაძის საკონსულტაციო ჯგუფს? თითოეული ჩვენი გუნდის წევრი ბედნიერია, როცა იყიდება ჩვენი კლიენტის პროდუქცია. ეს საოცრად კარგი შეგრძნებაა და რთულია სიტყვებით გადმოიცეს ის სიხარული, რომელიც სუფევს როგორც კონკრეტული სეილსმენის, ასევე მთელი გუნდის გულში. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენ საუკეთესოები ვართ ამ სფეროში და გვიყვარს, როცა ჩვენი კლიენტის პროდუქტები იყიდება.

 

 

შესაბამისად, თქვენც გირჩევთ, რომ დაუსვათ მსგავსი შეკითხვები როგორც საკუთარ თავს, ასევე თანამშრომლებს. საბოლოო ჯამში კი, პასუხის არ ქონის შემთხვევაში, მოიფიქრეთ, რა შეიძლება იყოს ამ კითხვებზე პასუხი და გააგრძელეთ მოქმედება ამ ყველაფრის შესაბამისად.

 


დავით კენჭაძე

| გააზიარე
მოგწონთ?