რა არის ბედნიერება?


მაინც რა არის ბედნიერება? ალბათ, ამ კითხვაზე თითოეულ ადამიანს განსხვავებულ პასუხი ექნება, რადგან ბედნიერება დაკავშირებულია კონკრეტული პიროვნების წარმოსახვის უნართან, მოლოდინებთან და ფიქრებში საუკეთესოდ მიჩნეულ სიტუაციებთან. და მაინც, რაც არ უნდა იყოს ბედნიერება და როგორიც არ უნდა იყოს ის სხვადასხვა ადამიანისთვის, მთავარი მაინც ერთია, ვართ თუ არა ბედნიერები?

მე პირადად ბევრჯერ დავკარგულვარ იმაზე ფიქრში, რა მხდის ბედნიერს ან როდის ვიყავი ბედნიერი ან როდის არა. რა თქმა უნდა, არის კონკრეტული პერიოდები, რომელსაც გაიხსენებ და იტყვი, რომ ნამდვილად საუკეთესო იყო შენს ცხოვრებაში, ან მომავალში იყურები და ფიქრობ, რომ გარკვეულ მომენტში, როცა რაიმე მიზანს მიაღწევ აუცილებლად იქნები ბედნიერი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ თქვენ დიდ შეცდომას უშვებთ.

ადამიანები რომელთა აზრითაც ბედნიერება გარკვეული მიზანია, რომელაც უნდა მიაღწიო, ცდებიან. ისინი უბრალოდ იკარგებიან, როდესაც ბედნიერებას აღიქვამენ როგორც დანიშნულების ადგილს. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ, რომ ოდესმე ვიქნებით ბედნიერები. მაგალითად, როდესაც გვეყოლება ესა თუ ის მანქანა, გვექნება სასურველი სამსახური ან გამოჩნდება ჩვენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც ყველაფერს დაალაგებს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბედნიერება ეს განწყობაა, ეს არის მდგომარეობა და არა დანიშნულება, მსგავსად იმისა რომ იყო მშიერი ან დაღლილი. რა თქმა უნდა, ის მუდმივი არაა, ბედნიერება შეიძლება მოვიდეს და წავიდეს, მაგრამ ეს სრულიად ბუნებრივია, ამიტომ მჯერა, რომ თუ თქვენც მსგავსად შეხედავთ ამ საკითხს, უფრო ხშირად იქნებით ბედნიერები.

და მაინც ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის საუკეთესო ახსნა, მაინც ბავშვებს შეუძლიათ, რომლებიც ბედნიერებას სწორედ კონკრეტულ მდგომარეობას უკავშირებენ, მაგალითად ზოგი ფიქრობს, რომ: ბედნიერებაა, როდესაც დედიკოსთან ერთად ხარ, ბედნიერება-შოკოლადია, ბედნიერება ძაღლთან ერთად თამაშია, ბედნიერება მუსიკის მოსმენაა. მოკლედ, ისინი ბედნიერებას პატარ-პატარა სიტუაციებში ხედავენ, სწორედ ასეთი მიდგომა გვჭირდება ჩვენც ბედნიერების მიმართ.

მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად პოზიტიურად შევხედავთ ყველაფერს და ვეცდებით მეტი დადებითი დავინახოთ, რადგან ამით შევიქმნით კარგ განწყობას, რომელსაც თავისთავად შეგვიძლია ბედნიერება ვუწოდოთ. რატომაც არა? მეგობრებთან ერთად ყოფნა ბედნიერებაა არაა? ან საყვარელი ფილმის ყურება? რატომ უნდა ველოდოთ კონკრეტულ სიტუაციას მომავალში, რომ მაშინ ვიყოთ ბედნიერები. სწორედ ასეთი დამოკიდებულებით უფრო ხშირად ვიპოვნით ბედნიერებას, რომელიც ნამდვილად ყოველდღიურობაშია და ჩვენს გვერდით იმალება, უბრალოდ მისი დანახვა და შეგრძნება უნდა შეგვეძლოს.

მაშ ასე, თუ კი თქვენ ბედნიერებას მხოლოდ მომავალს უკავშირებთ, უბრალოდ დაივიწყეთ ასეთი შეხედულება. ეცადეთ ყოველი დღე იყოს დადებითი, შექმენით თქვენივე ბედნიერება სწორი დამოკიდებულების დახმარებით და ისწავლეთ, რომ ის დეტალებშია, უბრალოდ მისი აღმოჩენა უნდა შეგეძლოთ და დამიჯერეთ, თქვენ ნამდვილად უფრო ხშირად იქნებით ბედნიერი.


 

ინტერნეტ ჟურნალის შესახებ:


 

"ინტერნეტ ჟურნალ “მოტივაციის" გუნდის მიზანია გავუზარდოთ ადამიანებს თვითრწმენა და დავეხმაროთ იმის აღიარებაში, რომ მათ შეუძლიათ ყველაფრის მიღწევა. ჩვენი გუნდი მუშაობს იმისათვის, რომ მოგაწოდოთ იდეები, რომლებსაც შეუძლია დაგეხმაროთ მოტივაციის გაზრდასა და ცხოვრებისეული ცვლილებების განხორციელებაში.

ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ ყოველდღიურად რათა თქვენ მიიღოთ ახალი იდეები, ახალი ცოდნა და ინფორმაცია იმისათვის, რომ უფრო სწრაფად მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. ჩვენს ჟურნალში მოცემულია პოზიტიური იდეები და რჩევები, რომლებმაც შეცვალეს სხვა ადამიანების ცხოვრება ანუ მათ შეუძლიათ თქვენი ცხოვრების შეცვლაც. გახსოვდეთ, რომ თუ სხვა შეუძლია წარმატების მიღწევა ე.ი შეგიძლიათ თქვენც”


დავით კენჭაძე
ინტერნეტ ჟურნალ "მოტივაციის" იდეის ავტორი, ბიზნეს კონსულტანტი
 

| გააზიარე
მოგწონთ?