როგორ დავიწყოთ ცვლილებები?


რისგან შედგება ჩვენი ცხოვრება?  ეს არის ჩვენი  ჩვევები და  პასუხისმგებლობები, ხოლო იმისადა მიხედვით, თუ სად ვართ დღეს და რა შედეგებს მივაღწიეთ ან ვერ მივაღწიეთ, გამომდინარეობს ამ ორი კომპონენტის გათვალისწინებით. დღეს, ამ სტატიაში, მინდა ვისაუბრო წარმატებულ და საშუალო ადამინების ერთ-ერთ მნიშვნელოვან განმასხვავებელ ნიშანზე, თუ როგორ უყურებენ ისინი ცხოვრებას, როგორი განწყობით და მოლოდინით  ხვდებიან ყოველ ახალ დღეს, რაც თავისთავად განსაზღვრავს კიდეც მათ მთლიან ცხოვრების ხარისხს.

ადამიანთა ერთი კატეგორია თვლის, რომ    ცხოვრება, საერთო ჯამში შედგება სხვადასხვა სახის პრობლემის და მათი  გადაჭრის გზებისგან. მათთვის ყოველი ახალი დღე იწყება დარდით, წინა დღით გადაუჭრელი ამოცანების შესახებ, რომლებსაც კიდევ ახალი საქმეები და ყოველდღიური ვალდებულებები ემატება. ასეთი ადამიანები, როგორც წესი, ყოველთვის  გაურბიან რთული ამოცანების შესრულებას და  ცდილობენ გადადონ  ისინი სხვა დროისთვის და ასე, თანდათანობით, დღის ბოლოს ღებულობენ ძალიან ცოტა შესრულებულ საქმეს და შესაბამისად მათი შედეგებიც ნაკლებად პროდუქტიულია. შედეგად კი, მათ დღითიდღე უგროვდებათ გადაუჭრელი ამოცანები და პრობლემები,  რომლებსაც დასასრული არადა არ  უჩანს.  სად არის გამოსავალი? რეალურად ეს ძალიან მარტივია. გამოსავალი ყოველთვის ისევ ჩვენშია, რადგან ნებისმიერი ჩვენი შედეგი-ჩვენი ჩვევებიდან და  ყოველდღიური მოქმედებებიდან  გამომოდინარეობს.

აი, მაგალითად, წარმატებულ ადამიანებს წარმატებული ჩვევები აქვთ: ისინი პრობლემას ახალ გამოწვევად თვლიან, ყოველი ახალი დღე, მათთვის დამატებითი შანსია ახალი მიღწევებისთვის და ახლი გამარჯვებებისთვის. ისინი შესასრულებელ საქმეებს პრიორიტეტებად ყოფენ და მთელ გონებრივ და ფიზიკურ ენერგიას, მათ შესრულებაზე ხარჯავენ.   საინტერესოა ის ფაქტიც, რომ წარმატებულ ადამიანებს, საშუალო ადამიანებისგან განსხვავებით, მოლოდინებიც ყოველთვის განსხვავებული აქვთ. ისინი ცხოვრებისგან მუდამ უკეთესს და მეტს მოელიან, ასეთი დამოკიდებულებით კი, დამეთანხმებით, ცხოვრება უფრო საინტერესო და მშვენიერია. ამასთან ერთად, წარმატებული ადამიანები  ყოველთვის მადლიერები არიან არსებული შედეგებით და აფასებენ იმას, რაც ამჟამად აქვთ.

თუ  დღეს არ გაკმაყოფილებთ თქვენი არსებული მდგომარეობა, ცხოვრების რომელიმე სფეროში, ცვლილებებისთვის პირველი და საუკეთესო  ნაბიჯი მადლიერებაა. თქვენ უნდა იყოთ მადლიერი იმისთვის, რაც პოზიტიურ ემოციებს იწვევს თქვენში და ამ მადლიერებას მოჰყვება  უკვე ყველაფერი დადებითი. გაიხსენეთ,  თქვენი ცხოვრების ის მომენტები, რომლებიც ძალას გმატებენ და პოზიტიური ემოციებით გავსებენ. მათ შუძლიათ შეცვალონ თქვენი ფიქრები, მოლოდინები და გაგიმყაროთ საკუთარი თავის რწმენა. ამ ეტაპის წარმატებით გადალახვას მოჰყვება პოზიტიური აზროვნების ტალღაზე გადასვლა და მხოლოდ ამის შემდეგ  იწყება დიდი გარღვევები და წარმატების მიღწევები ცხოვრებაში.

გახსოვდეთ, ნებისმიერი ჩვენი დღევანდელი დღე და შედეგები,  ჩვენი წარსული ფიქრების, მოლოდინებისა და  რწმენის  შედეგია. არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება კი, აქ მოცემული მარტივი  რჩევების გათვალისწინებით  ყოველთვის შეგიძლიათ. თქვენი ცხოვრების  ნებისმიერ სფეროში გისურვებთ  წარმატებებს და სასურველი ჰარმონიის მიღწევას... და   ვინ იცის, იქნებ სწორედ დღეს , სწორედ ამ  მომენტიდან იწყება თქვენთვის სასურველი, ახალი ცხოვრების დასაწყისი...?!     


მარიამ შარიქაძე

| გააზიარე
მოგწონთ?