საუკეთესო კომპანიები თანამშრომელთათვის


საუკეთესო გარემო, კარგი მატერიალური ანაზღაურება, მშვენიერი ორგანიზაციული კულტურა, კარიერული ზრდის შესაძლებლობა, საქმისადმი გუნდური დამოკიდებულება, პატივისცემა. ეს კომპანიის ის მახასიათებლებია, რომელთაც დასაქმებულთათვის უშრეტი ენერგიის, ენთუზიაზმის, ბედნიერებისა და პოზიტივის მიცემა შეუძლია.

ამერიკაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად (კვლევა მოქმედ და ყოფილ თანამშრომელთა მოსაზრებებს ემყარება) გამოიკვეთა ის ლიდერი კომპანიები, რომლებიც საუკეთესო მახასიათებლებით გამოირჩევიან და სასურველ დასაქმების ადგილს წარმოადგენენ 2017 წელს.

გათავაზობთ რამდენიმე მათგანს:


Facebook”


კარგად ვიცით, რომ „Facebook” მსოფლიოში ყველაზე დიდი სოციალური ქსელია, რომელიც გამოირჩევა მომსახურების მრავალფეროვნებით. თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ ის ყველას აკვირვებს თავისი ორგანიზაციული კულტურით, სწრაფი აღმავლობითა და თანამშრომელთა არაჩვეულებრივი ცხოვრების წესით.

 

„Boston Consulting Group“

„Boston Consulting Group“ არის გლობალური საკონსულტაციო კომპანია, სადაც შეგიძლია შექმნა კარგი კარიერა, გაეცნო სხვადახვა ქვეყნის კულტურას, იმუშაო მშვენიერ გუნდთან ერთად, მიიღო კარგი მატერიალური და არამატერიალური სარგებელი.

 

„Google“

„Google“ - ის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ დაფიქსირებული აზრია - „გუგლი გაყვარებს ტექნოლოგიურ ინდუსტრიას და მის სასარგებლო პროდუქტებს, მასში მუშაობენ მოაზროვნე ადამიანები, გადაწყვეტილებები მიიღება მონაცემებზე დაყრდნობითა და ორგანიზაციული კულტურიდან გამომდინარე. ყოველ ღამით, როდესაც მივდივარ დასაძინებლად, თავს ვგრძნობ კარგად. აი ეს არის გუგლი.“

 

„World Wide Technology“

„World Wide Technology“ არის საკონსულტაციო ორგანიზაცია ტექნოლოგიური  სარგებლიანობის ხელშეწყობისთვის. კომპანია უდიდეს მზრუნველობას იჩენს თანამშრომლებისა და კლიენტების მიმართ. გასცემს კარგ მატერიალურ ანაზღაურებას. ფირმა ზრუნავს თავის თანამშრომლების ბედნიერებაზე, რადგან ხელმძღვანელობამ იცის, რომ ეს მომხმარებლებსაც გააბედნიერებს.

 

„LinkedIn“

„LinkedIn“ არის დასაქმების საიტი და სოციალური ქსელი პროფესიონალი ბიზნესმენებისათვის. კომპანია ინვესტიციას დებს თანამშრომელთა განვითარებისთვის. იგი სთავაზობს დასაქმებულებს: უფასო საუზმეს, სადილს, ვახშამს, წახემსებას ფირმის გარეთ ნებისმიერ ადგილას, სავარჯიშო დარბაზისა და მასაჟის მომსახურებას.

 

„Nestlé Purina PetCare“

„Nestlé Purina PetCare“ არის შინაური ცხოველების კვების მწარმოებელი კომპანია. იგი გამოირჩევა: თანამშრომლების წახალისებით, კონკურენტული ანაზღაურებით, დასაქმებულთა პროფესიონალური განვითარებით, უდიდესი ორგანიზაციული კულტურით, რომელიც აყალიბებს ოჯახურ გარემოს კომპანიაში.   

 

„MathWorks“

„MathWorks“ არის მათემატიკური კომპიუტერული პროგრამის უზრუნველყოფის ფირმა. კომპანია არის შესანიშნავი ადგილი ჭკვიანი ადამიანებისთვის, რომლებსაც უნდათ, რომ აკეთონ მაგარი საქმეები. მასში დაფუძნებულია კონსტრუქციული ორგანიზაციული კულტურა და პოზიტიური ატმოსფერო. მმართველი გუნდი კომპანიას უძღვება მის ფასეულობებზე დაყრდნობით.

 

„Delta Air Lines“

„Delta Air Lines“ არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გლობალური საჰაერო ავიახაზები. კომპანია მშვენივრად უმკლავდება სწრაფად განვითარებად ინდუსტრიას და კარგად ეპყრობა თანამშრომლებს, გასცემს კარგ მატერიალურ ანაზღაურებასა და კომპენსაციას, დასაქმებულები სარგებლობენ მრავალფეროვანი სამუშაო აღჭურვილობებით და ყველას უყვარს მოგზაურობა. თანამშრომლებს აქვთ კარგი შესაძლებლობა წინსვლისთვის.

 

„Apple“

„Apple“ გასცემს კარგ მატერიალურ ანაზღაურებას, ბონუსებს. თანამშრომლები სარგებლობენ უმაღლესი სადაზღვევო მომსახურებითა და სამუშაო აღჭურვილობით. პასუხიმგებლობა თანაბრად ნაწილდება ყველა თანამშრომელზე და ისინი არიან ერთი გუნდის წევრები.

 


businessinsider.com

 

| გააზიარე
მოგწონთ?