სამყარო გელოდება შენ!


1. არასდროს დაყარო ფარ-ხმალი

ვიცი არა ერთხელ გსმენია ეს სიტყვები, მაგრამ თუ გსურს დასახულ მიზანს მიაღწიო მართლაც რომ არასდროს არ უნდა დანებდე. იცი ადამიანები როდის ყრიან ფარ-ხმალს? როდესაც წარმატებისთვის ჯერ ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამთ, რადგან ადამიანი, რომელიც მიზნისკენ პატარ-პატარა ნაბიჯებს დგამს, არასდროს იხევს უკან.

 

2. გჯეროდეს საკუთარი თავის

ადამიანებს ხშირად ეშინიათ, ფრთები შეასხან საკუთარ ოცნებებს, რადგან არ იციან ეს როგორ გააკეთონ. ამიტომ უმოქმედობას ირჩევენ. ეშინიათ არ ეყოფათ ძალა და ვერ მიაღწევენ დასახულ მიზანს. 

ეჭვები საკუთარი თავის მიმართ დამღუპველად მოქმედებს ჩვენზე, ამიტომ გჯეროდეთ საკუთარი თავის!
 

3. ოცნებებს აქვთ ჯადოსნური ძალა

თუ გაქვს ოცნება მის ასრულებასაც შეძლებ, რადგან ოცნებებს აქვთ ძალა, რომელიც ჯადოსნურია და ადამიანს შთააგონებს - მიჰყვეს საკუთარ ოცნებას ბოლომდე.

 

4. შექმენი ბრენდი საკუთარი თავისგან

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულებაა საკუთარი თავისგან შევქმნათ ბრენდი - მაგიური სიტყვებია არა? საინტერესოა ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? - ვფიქრობ მიზანდასახულობა, გამბედაობა და ყოველდღიური შრომა  დაგვეხმარება გავხდეთ  წარმატებული ადამიანები და ადრე  თუ გვიან, ვიამაყოთ საკუთარი მიღწევებით.
 

5. აისრულე ბავშვობის ოცნებები

ჩვენ ბავშობიდან გვესმის საკუთარი გულის ხმა და ხშირად მცირე ასაკიდანვე ვიცით რას გვინდა მივაღწიოთ ცხოვრებაში. ამიტომ აუცილებელია ბოლომდე ვუერთგულოთ ბავშვობის ოცნებებს და ბოლოს და ბოლოს ავისრულოთ ისინი. საკუთარი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე კი არაფერი ისე არ ეხმარება ადამიანს, როგორც იმის ცოდნა, რომ ჩვენი მიზნები არის განსაკუთრებული. ამიტომ ჩვენ აუცილებლად უნდა  გვჯეროდეს წარმატების და ავისრულოთ ის, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდით.  

 

6. აჯობე საკუთარ სისუსტეებს

მე ყოველ  დილით ერთი და იმავე შეგონებით ვიღვიძებდი - მემუშავა თავაუღებლად, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში ფეხს ვითრევდი და მუშაობას მხოლოდ შუა დღის საათებში ვიწყებდი. ეს იყო სიზარმაცე და ძალიან ცუდად მოქმედებდა ჩემს კარიერაზე. მივხვდი თუ ასე გავაგრძელებდი ცხოვრებას, ფუჭად გავფლანგავდი ჩემ დროს. ამიტომ  გამოსწორება გადავწყვიტე და დიდი ძალისხმევის შედეგად მივაღწიე იმას, რომ  ახლა ყოველ დილით 7 საათზე ვიღვიძებ და 8 საათზე უკვე სამუშაო ოთახში ვარ. ვფიქრობ, მე ვაჯობე საკუთარ სისუსტეებს. შეგიძლია შენც!

 

7. არ შეგეშინდეს მარტოობის

წარმატებისკენ მიმავალ გზაზე  სრულიად მარტო ხარ? -  მე  კი ვფიქრობ ეს უკეთესია, რადგან  საქმის ნებისმიერი დეტალის მოგვარებას  შენ საკუთარ თავს ანდობ და მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ ხარ ანგარიშვალდებული, ამიტომ გქონდეს საკუთარი თავის იმედი და იმოქმედე გაბედულად.

 

8. ენდე საკუთარ ინტუიციას

ინტუიცია ეს არის განსაკუთრებული უნარი, რომელიც ცდისა და ლოგიკური აზროვნებისგან დამოუკიდებლად უშუალოდ წვდება ჭეშმარიტებას. ამიტომ მნიშვნელოვანია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ვენდოთ საკუთარ ინტუიციას, მოვუსმინოთ შინაგან ხმას, რომელიც ყოველთვის გვაძლევს რჩევებს თუ როგორ გადავდგათ გონივრული ნაბიჯები და ავისრულოთ ოცნებები.

 

ამიტომ  იყავი მეოცნებე, მიზანმიმართული, მშრომელი და ბოლოს და ბოლოს აისრულე ოცნებები. რისთვის ვცხოვრობთ თუ არა ბედნიერებისთვის და წარმატებისთვის?

დაიწყე დღესვე, სამყარო გელოდება შენ!


 

| გააზიარე
მოგწონთ?