14 გზა იმისათვის, რომ გავხდეთ საინტერესო პიროვნება და დავამახსოვროთ თავი ადამიანებს


ყველას აქვს პოტენციალი გახდეს საინტერესო. თქვენ შეიძლება არ გაქვთ მილიარდი, არ ხართ აღმასრულებელი დირექტორი ან ასტრონავტი, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ იყოთ თქვენ. არსებობს კითხვა: ,,როგორ გავხდე უფრო საინტერესო პიროვნება?“ რომლის საშუალებითაც შეძლებთ ხაზი გაუსვათ თქვენს თვისებებს. წაიკითხეთ ეს რჩევები და გააგრძელეთ გზა, რათა საკუთარი თავი და ადამიანები დაარწმუნოთ, რომ თქვენ ხართ განსაკუთრებული პიროვნება. 

 

1. განავითარეთ ახალი უნარები

თქვენ შეგიძლიათ აითვისოთ ბევრი სასარგებლო უნარი, თანამედროვე პროფესია და წინ წახვიდეთ.

 

2.იყავით ცნობისმოყვარე

ჩაატარეთ ექსპერიმენტები. გამოცადეთ ახალი იდეები, ისინი შეცვლიან თქვენს გრძნობებსა და ფიქრებს.

 

3.ისწავლეთ თუ როგორ მოყვეთ საინტერესო ისტორია

შესაძლოა შეაგროვოთ ბევრი ინფორმაცია და გამოცდილება, მაგრამ თუ ვერ გამოიყენებთ ადამიანებთან ურთიერთობისას, ის თქვენში ჩაიძირება. სწორედ ამიტომ მარკუს გედილდი ამბობს: თქვენ უნდა ისწავლოთ, როგორ იყოთ მეზღაპრე.

 

4.გქონდეთ სამი საინტერესო ისტორია გასაზიარებლად

ამბის სპონტანურად მოყოლა არის მოსახერხებელი უნარი, მაგრამ თუკი ნერვიულობთ, შეგიძლიათ თქვათ რამდენიმე სახალისო ისტორია თქვენი ცხოვრებიდან, რომელიც საშუალებას მოგცემთ მოიხსნათ დაძაბულობა. დევიში წერს: ,,მსახიობები არ საუბრობენ არაფერზე, როდესაც ისინი სცენაზე არიან. მათ აქვთ გავლილი რეპეტიცია. როდესაც მიდიხართ ინტერვიუზე, ან გასაუბრებაზე, იქონიეთ სამი საინტერესო ისტორია: გასართობად, ინფორმირებისთვის და საუბარში ჩასართავად.“

 

5.მოუსმინეთ და ანუგეშეთ

ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ იყოთ საინტერესო, აუცილებელია დაინტერესებული იყოთ სხვებით. ეს იდეა დაინერგა დეილ კარნეგის 1936 წელს გამოცემული ბესთსელერის შემდეგ: ,,როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე“. კარნეგი წერდა: ,,თქვენ შეგიძლიათ ორი თვის მანძილზე მოიპოვოთ მეტი მეგობარი, თუ ინტერესს გამოიჩენთ მათ მიმართ, ვიდრე მაშინ, თუ ეცდებით დააინტერესოთ ისინი თქვენით.“

 

6.დასვით კარგი კითხვები

დასვით კითხვები, რომლებზეც ნამდვილად გსურთ მოისმინოთ პასუხები. ნუ შეგეშინდებათ მარტივი კითხვების, თუკი თქვენ არ იცით რაღაც.

 

7.თქვით, რასაც ფიქრობთ

ადამიანები, რომლებიც არ გამოთქვამენ აზრს, შეიძლება იყვნენ მოსაწყენნი. დააფიქსირეთ თქვენი აზრი, თუნდაც სხვა ადამიანები არ ეთანხმებოდნენ მას.

 

                 მსგავსი სტატია: როგორ გავხდეთ საინტერესო პიროვნება გარშემომყოფთათვის?

 

8.დაიცავით თქვენი ინტერესები

იმის ნაცვლად, რომ მიიღოთ უამრავი ინფორმაცია, რათა იყოთ განათლებული, სჯობს იაროთ ისეთ ადგილებში, რომლებიც მოგცემენ ბიძგს და აკეთოთ ის, რაც გაინტერესებთ.       

 

9.იკითხეთ ბევრი

კარგია, როდესაც გაქვს დრო და ფული მოგზაურობისთვის, მაგრამ თუკი არ გაქვს ის, სხვა კულტურისა და ტრადიციების გაცნობა შესაძლებელია ბლოგების, წიგნების, გამოცემების კითხვით. ,,იკითხეთ ბევრი - ეს ხსნის ახალ სამყაროს ჩვენთვის.“ - შიიტა მურლიდარი

 

10.წარმოაჩინეთ იუმორის გრძნობა

,,ისწავლეთ უფრო მსუბუქ მხარეს ცხოვრება.“ კვლევების თანახმად იუმორის მქონე ქალი, აღიქმება უფრო ჭკვიანად.

 

11.გაატარეთ დრო საინტერესო ადამიანებთან ერთად

თუ თქვენ ხართ მოსაწყენი ადამიანების გარემოცვაში, მალე მათნაირი გახდებით.

 

12.ჩაუღრმავდით თქვენს ინტერესებს

შეიძლება ბევრი რამ გაინტერესებთ, მაგრამ სასურველია გამოცდილება დააგროვოთ ერთ სფეროში.

 

13.გააუმჯობესეთ კომუნიკაცია

იმპროვიზაციის უნარი დაგეხმარებათ კომუნიკაცია გაიუმჯობესოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

14.გაიხსენით ადამიანებთან

იმისთვის, რომ ადამიანებმა აღგიქვან როგორც საინტერესო, გაუზიარეთ მათ პირადი ამბები.

 


businessinsider.com

| გააზიარე
მოგწონთ?