სად მიდის ჩვენი დრო? - ხშირად დასმული კითხვა და მარტივი პასუხი


დრო გადის, ოცნებები კი აუსრულებელი გვრჩება. საინტერესოა, რა შთანთქავს ჩვენს დროს?!

 

1.ოთხი კედლის ძალა

თენდება, დილიდან ოთხი კედლის გარემოცვაში იმყოფები, არსად გასვლა არ გინდა, მთელ დღეს ატარებ ერთ სივრცეში და ეს სივრცე ახშობს მთელ შენს ენერგიას, რომელიც აუცილებლად მიმართული უნდა იყოს სასიკეთო საქმისკენ. ჩაკეტილი სივრცე მოქმედებს განწყობაზე, ის  ემოციურად თრგუნავს ადამიანს, შედეგად კი მძაფრდება ოთხ კედელში დარჩენის სურვილი. დაფიქრებულხართ ერთხელ მაინც დღეზე, რომელიც იწყება მზის ამოსვლასთან ერთად და მოთხოვნილებას აჩენს გარეთ გასვლის? ან თუ დაკვირვებიხართ, რამდენად ბევრს ასწრებთ მაშინ, როცა გარეთ ხართ, ვიდრე მთელი დღე სახლში იმყოფებით? ყველა ადამიანმა უნდა გაითავისოს, რომ სახლი არის ადგილი, სადაც ენერგიის ავსება უნდა მოხდეს და არა დაცლა.

 

2. ტექნოლოგიები

ნამდვილად ოცდამეერთე საუკუნის სენია, ცხოვრება მიფრინავს ისე, რომ ვეღარ ასწრებ ვერაფერს, მხოლოდ იმიტომ, რომ ტელეფონზე ან კომპიუტერზე ფიქრის მეტს ვეღარაფერს აკეთებ. მაგალითისთვის ჯდები სამეცადინოდ, ფიქრობ სოციალურ ქსელზე, მერე ისევ დგები, რომ შეამოწმო რაიმე სიახლე ხომ არ არის ინტერნეტში. მეორე შემთხვევა, როდესაც  უსმენ მუსიკას, შემდეგ მეორეს, მესამეს და ყოველ შემდეგს იმაზე ფიქრით, რომ ეს ბოლოა. ბოლოს კი რჩება უმოკლესი დრო, რომელიც აღარ გყოფნის სასწავლად. ასე ხდება გამუდმებით, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, სახლის დალაგება იქნება ეს, მეცადინეობა თუ ბიზნეს საქმე. ეცადეთ გამოიყენოთ მხოლოდ სასარგებლო ტექნოლოგიები თუ ცდუნებას ვერ უძლებთ საერთოდ გამორთეთ ყველა მსგავსი მოწყობილობა, დატოვეთ ის ოთახი, სადაც რაიმე ელექტრონული ტექნოლოგიაა, მოიშორეთ ტელეფონი და შეუდექით საქმეს.

 

3. წვრილმანი საქმეები

ეცადეთ თავიდან მოიშოროთ ყველა წვრილმანი საქმე, რომელიც ხელს გიშლით მთავარი საქმის განხორციელებაზე კონცენტრირებაში. ისეთ პაუზებს, როგორიცაა ყავის ადუღება, ან ყავის დალევა, მოკლეტექსტური შეტყობინებების წერა, გამოვყავართ იმ მდგომარეობიდან, რასაც საქმეში ბოლომდე ჩართულობას ვუწოდებთ და ხშირად მიზეზი ხდება საქმის გადადების. ამასთან უმნიშვნელოვანესია წვრილმანი საქმეები რაც შეიძლება მალე მოვიშოროთ, რომ არ დავუბრუნდეთ ზედა ორ დროის კარგვის პუნქტს. 

 

4. არეული გრაფიკი

იძინებთ დილით და იღვიძებთ საღამოს, დრო, რომელიც ამ გრაფიკში გადის, უმნიშვნელოვანესია. ჩათვალეთ, გძინავთ მაშინ, როდესაც მთელი სამყარო მოქმედებაშია, ამგვარი გრაფიკით თქვენ  არათუ გამოტოვებთ უამრავ შესაძლებლობას, არამედ ვერც კი იფიქრებთ ვერავითარ შესაძლებლობებზე, რადგან სულ დაღლილი იქნებით. ეცადეთ მოაწესრიგოთ გრაფიკი და დაიწყოთ დილით ადრე გაღვიძება, დილის ძალაში ყოველი მზის ამოსვლისას დარწმუნდებით.
 

ყველაზე მნიშვნელოვანია შედეგი, რომელსაც მივიღებთ ამ დროის მარწუხებისგან თავის დაღწევის შემდეგ. ბედნიერების შეგრძნება, რომელიც სწორად გადანაწილებულ დროს მოაქვს ნიშანია იმის, რომ  დაკისრებულ მოვალეობებს კარგად ვასრულებთ და უნდა გვჯეროდეს, რომ წარმატება არ დააყოვნებს.

| გააზიარე
მოგწონთ?