6 რჩევა - როგორ ვაქციოთ ეფემერული ოცნება რეალობად


თითოეულ თქვენგანს ალბათ აქვს ოცნება, რომელიც წლებია გონებაში გიტრიალებთ, მაგრამ ვერა და ვერ მიიყვანეთ „სტარტამდე“ და ვერ დასახეთ რეალური ხედვა. თითქოს ვიღაცისგან, თუ რაღაცისგან ელით ბიძგს, ნაპერწკალს, რომ წამოიწყოთ სასურველი საქმე.

ოცნებები და ხედვები განსხვავდებიან ერთმანეთისგან:

●ოცნება - შინაგანია, ეფემერულია, სასურველია                     

●ხედვა - გარეგანია, მტკიცეა, ქმედითია

ოცნებას სჭირდება ადგილი რომ არსებობდეს, ხედვას სჭირდება ადგილი რომ განხორციელდეს, წინ დაიძრას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხედვა უფრო სტრუქტურული, მტკიცე და ფესვგადგმულია.

რიჩარდ ბრენსონი თავის წიგნში ,,წარმატების გასაღები ქმედებაშია’’ მის ჩანასახ ტესტში ,,გზა უკიდურესი წინააღმდეგობისა’’ აღწერს ხედვას, როგორც ჰიბრიდს მომავალი მდგომარეობის და ამჟამინდელი რეალობის, ამ ორს  შორის  მუდმივი დაძაბულობაა, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ.

დასახეთ თქვენი მოქმედების გეგმები, კონცენტრირდით ღირებულებებზე და რეალურად დაინახეთ, თუ რა არის მართებული მოცემულ რეალობაში. ერთიდან მეორეზე გადასვლა. სწორედ აქ იმალება საიდუმლო ეფემერული ოცნების რეალობად გადაქცევაში, რომ ოცნება შთააგონებს ქმედებას და აძლევს იმპულს.

 

6 სასარგებლო რჩევა იმისთვის, რომ თქვენი ოცნება რეალობად აქციოთ:

 

1.აქციეთ მატერიალურად თქვენი ოცნებები ვიზუალიზაციის გამოყენებით

ვიზუალიზაცია, ან როგორც Shakti Gowain  უწოდებს ,,კრეატიული ვიზუალიზაცია’’,  წიგნში აღნიშნავს, რომ ეს არის ტექნიკა, რომელიც ქმნის შენს სურვილს, წარმოსახვის ძალის დახმარებით. რამდენიმე ვიზუალიზაციის ტექნიკის გამოყენება დაგეხმარებათ თქვენი ოცნება აქციოთ მომავლის შესაძლებლობად. მაგალითისთვის: სპორტსმენები იყენებენ ვიზუალიზაციის ტექნიკას და ცდილობენ წარმოიდგინონ მათი წარმატება მომავალ შეჯიბრებებზე. ვიზუალიზაციის ტექნიკა ასევე ფართოდ გამოიყენება ბიზნესის კონტექსტშიც იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ დაისახონ მიზნები.

 

2.უპირატესობა მიანიჭეთ თქვენს ოცნებებს

ერთ-ერთი ჩვევა Covey´ წიგნში Seven Habits of Highly Effective People (შვიდი ჩვევა მაღალი ეფექტურობისთვის) არის ის, რომ მიიღოთ მხედველობაში და გქონდეთ ნათელი წარმოდგენა, თუ რა გსურთ და რისი მიღწევა გინდათ და უპირატესობა მიანიჭოთ უმაღლეს მიზნებს, ეს არის გზა, რომ სტრატეგიულად მიუდგეთ თქვენს ოცნებებს. მიზნებს უნდა ჰქონდეს სიმძაფრე, არ უნდა იყოს შორს რეალობისგან, რაც მათ აქცევთ მიუღწეველს, ასევე არც ადვილად მიღწევადი არ უნდა იყოს თქვენი მიზნები. მიზნები, რომლებიც გამოწვევაა და არა შეუძლებელი, მეტ მოტივაციას გვმატებს. პროცესში მიზანი, რომელიც უფრო დიდია  და მაღალი, ვიდრე მანამდე მიგიღწევიათ, აძლიერებს თქვენს მოტივაციას და ენერგიას.

 

3.შექმენით ძირითადი ეტაპები 

როდესაც მხედველობაში მიიღებთ თქვენს მიზნებს, დასახავთ მოქმედების გეგმას შეგიძლიათ დაიწყოთ შუალედური მიზნების შესრულებით, ამ პატარა მიზნების შესრულებას ძლიერი ძალა აქვს. დაისახეთ დიდი მიზანი. დაიწყეთ პატარის შესრულებით და შექმენით დიდი.

 

4.დააკვირდით პროგრესს

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი თქვენი მიზნების ასრულებისთვის არის ის, რომ დაინახოთ პროგრესი, რეალურად ხედავდეთ, თუ რამდენად მიუახლოვდით თქვენს მიზნებს, ეს მოგცემთ მეტ ენერგიას და მოტივაციას. სხვა მხრივ კი, ოცნებები მსუბუქია თავისი ბუნებით, თუ არ იცით როგორ გააძლიეროთ, შეიძლება ის ხელიდან გაგისხლტეთ.

 

5.დაიხმარეთ სხვები

ოცნება, რომელიც არ არის ძლიერი, შეიძლება თავისუფლად განადგურდეს. ასევე რთულია მხოლოდ ერთის მხრებზე მთელი სიმძიმე. ამიტომ გაუზიარეთ თქვენი ოცნებები და მიზნები სხვებს. რაც ასევე გეხმარებათ პოზიტიურად იაზროვნოთ და ისინიც ხვდებიან თუ როგორ დაგეხმარონ. 

 

6.იცოდეთ როდის დანებდეთ

ჩვენ ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ისტორიებს ისტორიებს, რომელთა მიხედვითაც ჩანს, რომ ადამიანის ნებისმიერი ოცნება შეიძლება ახდეს და ადამიანს შეუძლია მიაღწიოს ნებისმიერ მწერვალს, მაგრამ მიზნის მიღწევა დამოკიდებულია არსებულ რეალობაზე. მოიშორეთ ის ოცნებები, რომლებიც არარეალურია, თქვენს ენერგიას და კრეატიულობას ნუ დახარჯავთ მათზე.

ჩვენ არასდროს უნდა შევწყვიტოთ ოცნება, ბოლოს და ბოლოს ოცნებებია ის, რაც ადამიანად გვაქცევს, მაგრამ დიდი განსხვავებაა მეოცნებესა და იმ ადამიანს შორის, რომელსაც სურს ოცნებების რეალობად გადაქცევა, ეს უნარი რომ გამოიმუშაოთ და მიაღწიოთ რეალურ მიზნებს, გახსოვდეთ: ამ ყველაფრის ქვაკუთხედი - საკუთარი თავის მართვის ოსტატობაშია.

| გააზიარე
მოგწონთ?