როგორ დავარწმუნოთ სხვები ჩვენს შესაძლებლობებში?


იმისთვის, რომ საჭირო ადამიანებმა შეგვამჩნიონ, ვიმუშაოთ ჩვენს საოცნებო სამსახურში და ვიყოთ უფრო წარმატებული, გვჭირდება ადამიანების დარწმუნება ჩვენს პიროვნებაში, ჩვენს შესაძლებლობებში. ამისათვის აუცილებელია:

 

1.გამოვავლინოთ ემოციური ინტელექტი

ემოციური ინტელექტი გულისხმობს საკუთარი ემოციების, განცდების, ასევე სხვისი ემოციების ამოცნობის უნარს. ემოციური ინტელექტი გვეხმარება ადამიანებთან ურთიერთობაში, მათი საჭიროებების, სურვილების განსაზღვრაში, ამიტომ წარმატებისათვის აუცილებელია გამოვავლინოთ ემოციური ინტელექტი და მუდმივად ვიზრუნოთ მის განვითარებაზე.

 

2.დავაგროვოთ გამოცდილება

მნიშვნელოვანია ჩვენს სფეროში ვიყოთ კომპეტენტური, რათა დავიმსახუროთ გარშემომყოფთა პატივისცემა, მოვიპოვოთ სახელი როგორც საქმის პროფესიონალმა კადრმა, ამისათვის კი მუდმივად უნდა გავეცნოთ სიახლეებს, ვისწავლოთ და ვიკითხოთ. განვვითარდეთ და არ ჩამოვრჩეთ მიმდინარე პროცესებს.

 

3.გვქონდეს მიზანი, გეგმა

აუცილებელია გაწერილი გვქონდეს გეგმა და მიზანი თუ რა გვინდა, საით მივდივართ, რადგან ეს გვეხმარება ვიყოთ უფრო ორგანიზებული და ვიცოდეთ რა ნაბიჯი გადავდგათ ამა თუ იმ მიზნის მიღწევისათვის. ყოველივე ეს წარმოგვაჩენს უფრო მიზანდასახულს, მიზანსწრაფულს.

 

4.ვიყოთ კარგი მოსაუბრე

წარმატებისათვის საჭიროა ვიყოთ კარგი მოსაუბრე. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ჩვენი მიზნების, სურვილების სწორად და გასაგებად ჩამოყალიბება. აუცილებელია თემა რაზეც ვსაუბრობთ, გასაგები, აღქმადი იყოს ადამიანებისათვის. ეს გაამარტივებს ურთიერთობებს ადამიანებთან და დაგვეხმარება მოლაპარაკებების წარმოებაში.

 

5.უნდა შეგვეძლოს ჩვენი უარყოფითი მხარეების მართვა

ყველას გვაქვს რაღაც ისეთი თვისება, რაც ხელს გვიშლის მიზნის მიღწევაში, ამიტომ პირველ რიგში, უნდა მოვახდინოთ ამ თვისებების იდენტიფიცირება და შემდგომ ვისწავლოთ მათი მართვა, რათა არ გახდეს ეს თვისებები ჩვენი ხელისშემშლელი ფაქტორი წარმატების გზაზე.

 

6.გვჯეროდეს საკუთარი თავის

სხვების დარწმუნება რომ შევძლოთ ჩვენს შესაძლებლობებში, პირველ რიგში აუცილებელია, რომ ჩვენვე გვჯეროდეს ჩვენი თავის. სამყაროს უკეთ შეცვლისთვის, ჩვენ ცხოვრებაში პოზიტიური ელემენტების გაჩენისთვის, აუცილებელია ჯერ ჩვენ შევიცვალოთ უკეთესობისკენ. 

 

| გააზიარე
მოგწონთ?